
კისრის სიწითლე (ჰიპერემია), კეფის ან მკერდის არეში გადასვლის პერსპექტივით, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზთან იყოს დაკავშირებული. იგი ზოგიერთი დაავადების გამო, აგრეთვე, გარე გამღიზიანებელი ფაქტორების ზეგავლენით შეიძლება გაჩნდეს. მტკიცე სიწითლის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ჰიპერემიის დამოუკიდებლად მკურნალობას არ გირჩევთ, რამდენადაც ასე სიტუაციის გაუარესება შეიძლება.
რატომ გვიწითლდება კისერი?
კისრის კანი მომატებული მგრძნობელობით გამოირჩევა, ამიტომ, ხშირად და მარტივად ღიზიანდება. ამ არეში გაწითლების მიზეზი შეიძლება იყოს
- ალერგიული რეაქცია;
- ნეიროდერმატიტი;
- პარაზიტებით დაინფიცირება;
- სოკოვანი დაავადებები;
- ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები;
- ფსორიაზი;
- ნერვული გადატვირთვა;
- გადაღლა;
- მწერის ნაკბენი;
- ნევროლოგიური წარმოშობის მიზეზები.
ნეიროდერმატიტი კანის იმ მონაკვეთებს ახასიათებს, რომლებსაც ხშირად აქვთ კონტაქტი გარე გამღიზიანებლებთან (მაგ., საყელო, ყელსაბამი). თუ პრობლემას არ გადაწყვეტთ, ჰიპერემირებული მონაკვეთი, დროთა განმავლობაში, გაუხეშდება, ხორკლიანი და ამობურცულიც კი გახდება.
გაღიზიანება და გამონაყარი კისერზე შეიძლება სხვადასხვა დაავადებას უკავშირდებოდეს და ყველა მათგანს თავისებური სიმპტომატიკა აქვს. მაგალითად, ალერგიის დროს, ჩვეულებრივ, არამხოლოდ კისერი, არამედ კანის სხვა მონაკვეთებიც წითლდება, მთელ სხეულზე. თუ კისერზე კოლტები და ფუფხები გაჩნდა, შესაძლოა, საქმე ფსორიაზთან გქონდეთ.
კანის ინფექციები (სოკო, დემოდეკოზი) მომატებულ ტემპერატურასთან და სისუსტის შეგრძნებასთან ერთად მიმდინარეობს ხოლმე. სოკოს მკურნალობა მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაიწყოთ, თორემ დაავადება სახეზე და თავის თმიან ნაწილზე გადავა.
სამედიცინო გამოკვლევები კისრის სიწითლის დროს
კისრის კანის გაღიზიანების მიზეზების გამოსავლენად, მიმართეთ საავადმყოფოს და გაიარეთ ყველა გამოკვლევა, რომლებსაც ექიმი დაგინიშნავთ.
კანის გაღიზიანების დროს, მკურნალობა ექიმმა დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს. აუცილებლობისამებრ, იგი ლაბორატორიაში გადაგამისამართებთ დიაგნოსტიკისთვის, შედეგებზე დაყრდნობით კი შეადგენს მკურნალობის სქემასაც. არასდროს თქვათ უარი გამოკვლევებზე. გახსოვდეთ, რომ სწორად დასმული დიაგზნოზი უკვე მკურნალობის 50%-იან წარმატებას შეადგენს.
მკურნალობის მეთოდები
- სამედიცინო პრეპარატები
ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ, ექიმი პაციენტისთვის მედიკამენტოზური მკურნალობის სქემას შეარჩევს. თუ პაციენტს ალერგია დაუდგინდა, ჩვეულებრივ, მას კრემებსა და მალამოებს უნიშნავენ. მკვეთრი გაღიზიანების დროს, აგრეთვე, რეკომენდებულია სალიცილისა და კარბოლის მჟავები. ალერგიის მკურნალობის დროს, მნიშვნელოვანია კანის ალერგენისგან დაცვა, თორემ თერაპიას აზრი არ ექნება. კომპლექსური მკურნალობის ფარგლებში, ექიმს შეუძლია ანტიჰისტამინური საშუალებების დანიშვნაც, შინაგანი მიღებისთვის.
თუ სიწითლე ინფექციური პროცესითაა (ტკიპა, პარაზიტები) გამოწვეული, პაციენტს ენიშნება ანტიბიოტიკებისა და ანთების საწინააღმდეგო საშუალეებბის კურსი. ეს წამლები სხვა პრეპარატებთან ერთად გამოიყენება. მედიკამენტოზური თერაპიის ზუსტი სქემა მხოლოდ დაავადების ხასიათის მიხედვით უნდა შეირჩეს.
კარგ შედეგს გვაძლევს ფიზიოთერაპევტული პროცედურებიც. ისინი ამსუბუქებს უსიამოვნო სიმპტომატიკას, ხსნის ქავილს, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას და აჩქარებს გამოჯანმრთელებას. ფიზიოთერაპიას, ჩვეულებრივ, დამხმარე მეთოდის, ძირითადი მკურნალობის შემავსებლის სახით იყენებენ.
- სამკურნალო კვება
მკურნალობას მოსალოდნელი შედეგები რომ ჰქონდეს, საჭიროა რაციონის გადახედვა და მისგან ალერგიული პროდუქტების ამოღება. თერაპიის პერიოდში, რეკომენდებულია თავის შეკავება შემდეგი პროდუქტებისგან:
- სუნელები;
- ცხარე საკვები;
- მწნილები;
- ცხიმიანი კერძები.
აკრძალული პროდუქტების ზუსტი სია მკურნალმა ექიმმა უნდა შეადგინოს. მწვავე სიმპტომატიკის მოსახსნელად, შეიძლება ხალხური მედიცინის საშუალებების გამოყენებაც.
- ხალხური მეთოდები
მდგომარეობის შემსუბუქება, ქავილისა და სიწითლის მოხსნა შეუძლია მარტივ რეცეპტებს. ამ შემთხვევებში, ძალიან სასარგებლოა სავლებები სამკურნალო ბალახებით (გვირილა, ორკბილა, გულყვითელა). ამავდროულად, უნდა გახსოვდეთ, რომ ხალხური მედიცინა მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული კურსის დამხმარე მეთოდია.
გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ ვარიანტს ჰიპერემიის სახლის პირობებში სამკურნალოდ.
- ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რეცეპტია. ნედლი კიტრი გაჭერით და დაილაგეთ დაზიანებულ მონაკვეთზე 40 წუთით. დღეში ერთი სეანსი სავსებით საკმარისი იქნება. პროცედურის შემდეგ, კანი თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ, კარგად გაიმშრალოთ რბილი პირსახოცით და დაიტანოთ დამატენიანებელი მსუბუქი კრემი.
- ახალდაწურული ლიმონის წვენის კომპრესი სწრაფად ხსნის უსიამოვნო სიმპტომატიკას. თუმცა, ეს მეთოდი მხოლოდ მათთვისაა, ვისაც ციტრუსზე ალერგია არ აქვს.
- სტაფილო და ოხრახუში დააქუცმაცეთ და შეურიეთ. მიღებული ფაფა დაიდეთ ჰიპერემირებულ მონაკვეთებზე. ამ მასას ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, შეუძლია ქსოვილების რეგენერაცია და ანაყრებს კანს სასარგებლო ნივთიერებებით.
- ქოქოსის კარაქი კარგ შედეგებს იძლევა კანის მრავალი დაავადების დროს. მას ისვამენ დღეში ერთხელ – ძილის წინ. შემხორცებელი, მარეგენერირებელი და ანტიმიკრობული თვისებების წყალობით, ქოქოსის კარაქი რეკომენდებულია ალერგიის, ეკზემის, სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
კისრის არეში კანის გაღიზიანება, ხშირად, რომელიმე დაავადების ნიშანია. ზოგიერთ შემთხვევაში, იგი მეტყველებს სერიოზულ შინაგან პათოლოგიებზე (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე). ამიტომ, თვითმკურნალობით დაკავება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ კისერზე გაწითლებული მონაკვეთები შენიშნეთ, არ გადადოთ საავადმყოფოში ვიზიტი. ექიმი დანიშნავს საჭირო კვლევებს, გამოავლენს ჰიპერემიის მიზეზს და შეარჩევს თერაპიის სწორ ვარიანტს.