
ახლა გეტყვით, რატომაა ასეთი რთული იმ ქალების ყურადღების მიქცევა, რომლებიც ვერძის, თხისრქის, კირჩხიბის, ქალწულისა და კუროს ნიშნების ქვეშ არიან დაბადებული.
1. ვერძი
თქვენ ამბიციური და იმპულსური ადამიანი ხართ, რომელსაც სიმართლის თქმის არ ეშინია. მიუხედავად ამისა, ურთიერთობაში წვრილმანი პრობლემები, ხანდახან, გულს გტკენთ, ფეთქებად ხასიათთან გამკლავება კი საკმაოდ გიჭირთ. სწორედ ამიტომ, მამაკაცთან ურთიერთობისას, ვერძი არაერთმნიშვნელოვანი და ალოგიკურია. პოტენციურ პარტნიორს უჭირს ამ ნიშნის ქალის ემოციებისა და გზავნილების გაგება, მისი კეთილგანწყობის მოპოვება კი შეუძლებლადაც კი ეჩვენება.
2. კურო
ეს ქალები იმით არიან ცნობილი, რომ მარტივად პოულობენ ადამიანებთან ურთიერთობის გზებს, კუროსადმი მიდგომის პოვნა კი რთული დავალებაა. თქვენ ნამდვილად არ გიყვართ ცვლილებები. თქვენი ჯიუტი ხასიათი ადამიანებს აგრძნობინებს, რომ ისინი აგურის კედელს ესაუბრებიან. კარგი იქნება, თუ გონებას გაუხსნით ახალ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, როცა ეს რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება.
3. კირჩხიბი
ეს ქალი ძალიან ემოციური არსებაა. მისთვის, ხანდახან, რთულია იმ გრძნობების გამოხატვა, რომლებსაც გამიზნულად მალავს, რაც გულს სტკენს მათ, ვისაც კირჩხიბთან დაახლოება სურს. ამ ნიშანთან მიდგომის მცდელობებში, ბევრი მამაკაცი ყრის ფარ-ხმალს, რამდენადა, უბრალოდ არ აქვს აზრი დაკეტილ კარზე დიდხანს კაკუნს.
4. ქალწული
ქალწულთან მამაკაცებს საერთო ენის პოვნა მისი ანალიტიკური და ფრთხილი ხასიათის გამო უჭირთ. თქვენ არასდროს იღებთ გადაწყვეტილებას, სანამ წინასწარ გულდასმით არ გაიაზრებთ (რაც ცუდი არაა). და მაინც, ხანდახან უნდა მოდუნდეთ. ფლირტის დროს, ქალწული იჩენს სიფრთხილეს, მამაკაცს, ხშირად, პირდაპირ ეუბნება, რომ მას ზედმეტი მოსდის. ზეწოლასა და სიმპათიის გამოვლენას შორის საზღვარი ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის მოშლილია, ამიტომ, მისთვის რთულია ადამიანთან გახსნა, ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე.
5. თხის რქა
მისთვის ყველაფერი მეთოდურია. თქვენ მხოლოდ საკუთარი მიზნებისკენ მოძრაობთ. ამის გამო, თხის რქა საყვარელ ადამიანებს მეორეხარისხოვნად აქცევს, რაც მათ გულს სტკენს. რომ აღარაფერი ვთქვათ ახალ ნაცნობებზე, რომლებიც თხის რქის მიმართ ჭეშმარიტ ინტერესს ავლენენ. თუ თქვენს ცხოვრებაში აქტიურად ვითარდება სამსახურეობრივი სფერო, მამაკაცის ყველა მცდელობა, მოიპოვოს თქვენი კეთილგანწყობა, ამაო იქნება.