
ქალების უმეტესობა თავს უვლის უკვე შედგენილი სქემის მიხედვით, რომელიც დიდი ხნის წინ იქცა ავტომატიზმად. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ასეთ რუტინას თან რამდენიმე ისეთი შეცდომა ახლავს, რომ კანის მდგომარეობას მუდმივად აუარესებს?
1. ყოველდღიური აქერცლვა
ექსფოლაციაში, განსაკუთრებით, თუ არც ისეთი პრეტენზიული სახე გაქვთ, ცუდი არაფერია. თუმცა, თუ ამ პროცედურას ყოველდღე იტარებთ, შენიშნავთ, რომ კანი უფრო მგრძნობიარე ხდება და აგრესიულადაა განწყობილი ისეთი აქტიური კომპონენტებისადმი, როგორიც რეტინოლია, თავის მოვლის საშუალებების შემადგენლობაში.
შეამოწმეთ თქვენი დასაბანი ქაფი და დღის კრემი: შეიცავს თუ არა ისინი ხილის მჟავებს მაღალი კონცენტრაციით? არ გამოიყენოთ სკრაბები აქტიური ნაწილაკებით და ნუ გადააჭარბებთ ღრმა წმენდის პროცედურებს წლის ცივ პერიოდში.
2. მიცელარული წყალი დაბანის გარეშე
ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ნაზი და მაქსიმალურად ორგანული მიცეალური წყალი შეიცავს ზან-ებს. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ამ წყალს მაკიაჟის მოშორების საშუალებას აძლევს, აუცილებლად უნდა ჩამოიბანოთ ჩვეულებრივი წყლით ან ტონიკით მაინც, რომელიც შეამცირებს ზემოხსენებული ნივთიერებების პოტენციურ ნეგატიურ გავლენას კანზე.
თუ გერთულებათ მიცერალური წყლის მოშორების წესების დამახსოვრება, გარკვეული დროით მაინც თქვით უარი მის გამოყენებაზე. ბოლოს და ბოლოს, დასაბანი ქაფი ან გელი მაკიაჟს საკმაოდ მარტივად მოგაშორებთ.
3. ჩამოუბანელი მაკიაჟი
მას, ვინც ამბობს, რომ მსგავსი არასდროს არაფერი გაუკეთებია, ეს სხვა დანარჩენზე უფრო ხშირად აქვს გაკეთებული! არა, ჩვენ არ ვგულისხმობთ იმ შემთხვევას, როცა, სახლში დაბრუნებისას, სახით ბალიშზე დაეცით და კოსმეტიკური საშუალებების ყველა ფენა მას გადაეცით. ისიც ითვლება, როცა მაკიაჟს უხარისხოდ იშორებენ თვალებიდან.
იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს ტუალეტის მაგიდაზე ყოველთვის იდოს მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცები. დიახ, დიდი ალბათობით, ისინი მიცელარული წყლით იქნება გაჟღენთილი, რომელიც უნდა ჩამოიბანოთ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ცუდსა და უარესს შორის, არჩევანი ცუდზე უნდა გააკეთოთ.
4. ჭუჭყიანი ფუნჯები
მთლად მოვლაში არ გადის, მაგრამ ჩვენს თემას ეხება. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჭუჭყიანი ფუნჯები არამხოლოდ თქვენი მაკიაჟის, არამედ მთლიანი კანის ხარისხზეც უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, რაც უფრო დიდი დრო გადის მათი გარეცხვიდან, მით უფრო ძლიერია უარყოფითი გავლენა.
ეკონომიის მსურველებს ვურჩევთ, ფუნჯები საბავშვო შამპუნით გარეცხონ და გააშრონ ბეწვეულით ქვემოთ, ზარმაცებს კი – შეიძინონ ხელსახოცები ან საწმენდი სპრეი, სპეციალიზებულ მაღაზიებში.
5. პროდუქტების გამოყენება არასწორი თანმიმდევრობით
აღმოჩნდა, რომ თავის მოვლის საშუალებები, რომლებსაც ყოველდღე იყენებთ, სწორი თანმიმდევრობით უნდა გამოიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ძალას დაკარგავს, თქვენ კი იფიქრებთ, რომ ამდენი ფული უსარგებლო ხარახურაში გადაყარეთ. ესეც მარტივი წესი: მსუბუქი ტექსტურები ყოველთვის უფრო მკვრივის ქვეშ უნდა წაისვათ, რათა ყველა აქტიურმა კომპონენტმა შეძლოს შეღწევა იქ, სადაც მათი ადგილია.
ამავდროულად შეამოწმეთ, ზედმეტ პროდუქტს ხომ არ იყენებთ ყოველდღე, დილა-საღამოს. მაგალითად, კორეაში, რომელსაც უყვარს მრავალსაფეხურიანი და რთული მოვლა, ახლა ტრენდად იქცა სახის “დიეტა”, მრავალ საშუალებაზე უარის თქმით. შეგიძლიათ, ამ გამოწვევას თქვენც შეუერთდეთ.