განტვირთეთ გონება: 3 ეფექტური სავარჯიშო

0
798

დიდი დატვირთვა, აუარებელი ინფორმაცია, მომატებული მოთხოვნა – ადრე თუ გვიან, ტვინი დუღილს იწყებს. მას სჭირდება დასვენება, ამისთვის ვიღაცას სიჩუმეში სეირნობა, ვიღაცას – აზრების ფურცელზე გადმონთხევა, გამვლელების დაკვირვება ან უბრალოდ არაფერზე ფიქრი სჭირდება.

“აღარ შემიძლია ფიქრი”. – ეს სიტყვები აღაფრთოვანებდა ნებისმიერ ბუდისტს, რომელიც საპასუხოდ ნამდვილად იტყოდა: “ესე იგი, დროა მიეცეთ არაფერზე ფიქრის შესანიშნავ მდგომარეობას.” თუმცა, სამწუხაროდ, დასავლეთის შვილის ცხოვრებაში ეს ფრაზა კარგს არაფერს ნიშნავს და, ჩვეულებრივ, ამ კონტექსტში მოიაზრება: “თავი გადამეტვირთა”, “აზრები ამერია” ან “ახლა ტვინი ამიფეთქდება”.

რა არის ამის მიზეზი? უამრავი რამ. პირველ რიგში, ჩვენ ინფორმაციას სხვადასხვა (უამრავი) წყაროდან ვიღებთ და მუდმივად ვაწყდებით ურთიერთსაწინააღმდეგო სიახლეებს, ჭორებს, მანამდე მიღებული ცოდნის მტკიცებებსა და უარყოფებს. ჩვენ ყოველდღიურად ვხდებით სხვადასხვა მონაცემის გადაკვეთის გავლენის ქვეშ. განსაკუთრებით მკაცრი ბრძოლა მიმდინარეობს კლასიკურ მას-მედიასა და ინტერნეტს შორის – სწორედ აქედან მოდის მიღებული ცნობების ურთიერთწინააღმდეგობა.

გარდა ამისა, ჩვენ მუდმივად სადღაც მივრბივართ და გვეჩქარება, ცხოვრების რიტმი მუდმივად ჩქარდება. ყოველდღე, ჩვენ უამრავ საკითხსა და პრობლემას ვჭრით. თანამედროვე ცხოვრების გიჟური რიტმი ტვირთავს ტვინს. მასზე ნეგატიურ გავლენას ჩვენივე აზრებიც ახდენს, რომლებიც თავში მუდმივად გვიტრიალებს. ამ ყველაფრის შედეგად, გროვდება შფოთვისა და დანაშაულის გრძნობა ან საკუთარი არარაობის შეგრძნება.

აზრებით ასეთი გადატვირთვა, ფსიქოლოგების თქმით, გონების ინტოქსიკაციაა, რომელსაც ინფორმაციისა და უარყოფითი აზრების სიჭარბე იწვევს, ფიზიკური ინტოქსიკაციის მსგავსად, რომელსაც საფუძვლად წამლების, ხელოვნური საკვები დანამატებისა და პესტიციდების ჭარბი რაოდენობით მიღება უდევს.

ამ მშფოთვარე დროში, დაუსრულებელი რყევებისა და გადაყვირთვის პერიოდში, ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ვისწავლოთ უარყოფითი აზრების მოშორება და ჩვენი ტვინის ყველაფერ ზედმეტისგან გათავისუფლება. პირველ რიგში, ეს იმიტომაა საჭირო, რომ შინაგანი ბალანსი დაამყაროთ. ამისთვის, ჩვენ გთავაზობთ 3 სავარჯიშოს, რომლებიც დაგეხმარებათ გონებრივი დეტოქსიკაციის პროცესის დაწყებაში.

ნეგატიური აზრების გამოთავისუფლება

წერა ერთგვარი სარკეა, რომლის დროსაც, ჩვენ უკეთ ვუგებთ საკუთარ თავს და ვწყვეტთ ზოგიერთ პრობლემას. მრავალი წლის განმავლობაში, წერა აქტიურად გამოიყენება პიროვნული ზრდისა და განვითარების ტექნიკად. ეს შესანიშნავი საშუალებაა წარსულთან შეგუებისთვის, აწმყოს საშენებლად და მომავლისთვის მოსამზადებლად.

№1 სავარჯიშო

აიღეთ სუფთა ფურცელი და დაიწყეთ წერა, არ დაფიქრდეთ ნაწერის აზრზე და ნუ ეცდებით მის შეფასებას. დაივიწყეთ მართლწერის წესების შესახებ და კონცენტრირდით თქვენს მიზანზე – აზრების დალაგებაზე. ნუ შეუშლით სიტყვათა ნაკადს ხელს, არც ერთი მათგანი არ გამოტოვოთ, ყველაფერი ფურცელზე დაწერეთ. გვერდის შევსების შემდეგ, შეისვენეთ, დახუჭეთ თვალები, კონცენტრირდით თქვენი სუნთქვის სიღრმესა და რიტმზე. შემდეგ გაახილეთ თვალები და დახედეთ ფურცელს. ნუ ეცდებით ნაწერის გაანალიზებას, უბრალოდ დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: “რისი თქმა მინდოდა საკუთარი თავისთვის ამ წერილით?”

გასეირნება

კანტის სეირნობები კენიგსბეგის ბაღში; ჰენრი ტოროს სეირნობა ტყეებში, ჟან-ჟაკ რუსპს ფეხით მოგზაურობები… ფეხით სიარულის დადებითი გავლენა საკუთარ თავზე ყველა დროის ფილოსოფებმა გამოსცადეს. სწორედ ასე პოულობდნენ ისინი შთაგონების წყაროს. რაში მდგომარეობს საიდუმლო? საქმე ისაა, რომ აუჩქარებელი სიარული შესანიშნავი გზაა თავის პარაზიტი აზრებისგან გასათავისუფლებლად. ამასთან, ადამიანზე დადებითად მოქმედებს არამხოლოდ უშუალოდ სეირნობა, არამედ ისიც, რასაც ამ დროს გარშემო ვხედავთ.

ტყეში ან ხალხისგან მივიწყებულ ადგილებში სეირნობისას, მხედველობა კონცენტრირდება ხეებზე, ბუჩქებზე, სვეტებზე, ფერებზე… თვალების მრავალფეროვანი მოძრაობა ერთდროულად, სინქრონულად ამუშავებს ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს, რითაც ხსნის ნერვულ დაძაბულობას, რომელიც ემოციური შოკის, ნეგატიური აზრებისა და მომაბეზრებელი იდეების შედეგად ჩნდება.

შედეგად, უმჯობესდება ნერვული სისტემის ფუნქციონირება. ეს აღმოჩენა მიეკუთვნება ამერიკელ ფსიქოლოგ ფრენსინ შაპიროს, EMDR-თერაპიის ავტორს. თავისი მეთოდი დაახლოებით 20 წლის წინ შეიმუშავა, სწორედ ტყეში გასეირნების შემდეგ. თავისი არსით, ტყეში სეირნობა იგივეა, რაც EMDR-სეანსის გავლა ბუნებრივ პირობებში.

№2 სავარჯიშო

დაუთმეთ 20 წუთი სეირნობას, თუნდაც უახლოესი სახლების გარშემო. იარეთ მშვიდი ნაბიჯებით – არც ისე ჩქარა და არც ისე ნელა. 2 წუთის განმავლობაში, კონცენტრირდით საკუთარ სუნთქვაზე – ისუნთქეთ ღრმად და მშვიდად, მთლიანად მოადუნეთ დიაფრაგმა. თქვენი გონება მხოლოდ ჩასუნთქვითა და ამოსუნთქვით უნდა იყოს სავსე. ეს ელემენტარული ფიზიკური დატვირთვა გაგათავისუფლებთ შინაგანი დაძაბულობისგან. შემდეგ, მოძრაობა გააგრძელეთ და თავი არ მიმოატრიალოთ, უბრალოდ დააკვირდით თქვენ გარშემო არსებული პეიზაჟის დეტალებს, თითქოს ამ ყველაფერს პირველად ხედავთ. გარკვეული დროის შემდეგ იგრძნობთ, როგორ გაიცალა თავი ზედმეტი აზრებისგან.

ნეგატიური აზრების მოშორება

ნეგატიური აზრები, რომლებიც დაუსრულებლად ტრიალებს თავში, არამხოლოდ ცნობიერში, არამედ მთელ სხეულში ილექება. რთული ცხოვრებისეული სიტუაციებით, გადაუჭრელი კონფლიქტებითა და ემოციური შოკებით გამოწვეულ ამ აზრებს ყოველთვის თან ახლავს უსიამოვნო ფიზიკური დარღვევები, რომელთა დავიწყებაც ყოველთვის უკეთესია ხოლმე.

თუ ამ აზრებსსა და თანმდევ ფიზიკურ შეგრძნებებს არ მოიშორებთ, დროთა განმავლობაში, ისინი სერიოზულ აშლილობებს გამოიწვევს როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ მდგომარეობაში. თუ ასეთი ემოციებისა და აზრებისგან გათავისუფლება გსურთ, უბრალოდ “გამოყარეთ” ისინი თქვენგან.

№3 სავარჯიშო

ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც თქვენს აზრებს წამლავს. გაიხსენეთ, როგორ ვერ გათავიუფლდით სიბრაზისგან, რომელი კონფლიქტი დაგრჩათ გადაუჭრესი, რა უადგილო შენიშვნა მოგცათ მასწავლებელმა, რატომ ეკამათეთ მეგობარს ან საყვარელ ადამიანს… ფურცელზე პუნქტების მიხედვით ჩამოწერეთ ყველა უსიამოვნო მოვლენა ბოლო 3 თვის განმავლობაში, იქნება ეს მსხვილი თუ წვრილმანი, რომლებიც, თითქოს, თქვენს ქვეცნობიერსა და სხეულში გაიჭედა. რა მოვლენები “ანაგვიანებს” თქვენს ტვინს?

წერის დასრულების შემდეგ, სათითაოდ დაუბრუნდით ყველა პუნქტს და მაქსიმალურად ზუსტად აღწერეთ, რას გრძნობდით თითოეულ უსიამოვნო სიტუაციაში. ახლა დახუჭეთ თვალები და კონცენტრირდით სუნთქვაზე. ისუნთქეთ მშვიდად და წარმოიდგინეთ აღწერილი სიტუაციები – ერთი-მეორეს მიყოლებით, ეცადეთ, გააცოცხლოთ თითოეულ სიტუაციაში განცდილი ემოციები. დაასათაურეთ ისინი: “მაშინ ვიგრძენი…”. შემდეგ ღრმარ ჩაისუნთქეთ და, ამოსუნთქვისას, მთელი ძალით ამობიძგეთ თითოეულ ემოციას თქვენი სხეულიდან.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ