
დღეს, Girl.ge-რედაქცია გთავაზობთ გაეცნოთ ნიღაბს, რომელსაც გააჩნია შესანიშნავი დაბერების საწინააღმდეგო თვისებები, მას ახალგაზრდობის ნიღაბს ეძახიან. მის შემადგენლობაში შედის 3 ძლიერი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას, კანის გაახალგაზრდავებას, კანს ანიჭებს სიგლუვესა და ელასტიურობას.ამ ჯადოსნური ნიღბის მოსამზადებლად, თქვენ დაგჭირდებათ:კვერცხის გული. მას აქვს უნიკალური დაბერების საწინააღმდეგო თვისებები, არ გააჩნია ანალოგი. ნიღბისთვის დაგჭირდებათ 1 კვერცხის გული.
ალოეს წვენი. შესანიშნავი კომპონენტი, რომელიც კვებავს კანს, აჯერებს მას სასარგებლო მიკროელემენტებით და ატონიზირებს. ამ ნიღბისთვის დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი.ქაცვის ზეთი. ეს არის ზეთი, რომელიც შესანიშნავად აღადგენს კანის ზედაპირს, ხელს უწყობს აღდგენითი პროცესების დაწყებას, ამიტომ იგი ხშირად შედის დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკის შემადგენლობაში. ქაცვის ზეთი ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას, აახალგაზრდავებს, აჯერებს კანს E, K და C ვიტამინებით, ატონიზირებს და ატენიანებს მას.ნიღბისთვის დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი ქაცვის ზეთი.
ნიღბის მომზადება:კვერცხის გული მოათავსეთ კერამიკულ ან მინის ჭურჭელში, მსუბუქად ათქვიფეთ. გულს დაუმატეთ ალოეს წვენი და ქაცვის ზეთი, შემდეგ ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი მზად არის!
მიღებული ნარევი წაისვით წინასწარ გასუფთავებულ სახესა და კისერზე და გაიჩერეთ ოცი წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით. საჭიროების შემთხვევაში წაისვით კანის მოვლის კრემი. შედეგი ძალიან გაგახარებთ – კანი გახდება რბილი, გლუვი და ხავერდოვანი. თუ ამ ნიღაბს კვირაში ორჯერ ან სამჯერ გაიკეთებთ ერთი თვის განმავლობაში, ნაოჭები შესამჩნევად გასწორდება, კანი კი მკვრივი და სუფთა გახდება.