
ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ჭამა წონის დაკლებასთან ასოცირდება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ელემენტარული მიღწევაა. საკვებს ცხოვრების შეცვლა, მისი გახანგრძლივება და ხარისხის გაუმჯობესება, სერიოზული უსიამოვნებების განკურნება და სხეულის ენერგიით ავსება შეუძლია.
21-ე საუკუნეში კვებას შეუძლია ისეთი სერიოზული დაავადებების განკურნება, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად სიკვდილიანობის მიზეზთა სიაში პირველ ადგილას იკავებენ. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები კოვზით და ჩანგლით საკუთარ საფლავს ითხრიან. მართალია, ბევრს უყვარს ინტერნეტით მკურნალობა და კვების რეჟიმის შეცვლა მხოლოდ ერთი სტატიის წაკითხვით, ამიტომ ახლა კონკრეტულ რეკომენდაციებს არ მოგცემთ, თუ რა უნდა მიირთვათ. სჯობს ეს დიეტოლოგს და ნუტრიციოლოგს ჰკითხოთ. აი, იმის ცოდნა სასარგებლოა, თუ რომელი დაავადებების დროს შეიძლება იყოს წამალი საკვების ალტერნატივა და დანიშნული მკურნალობის დამხმარე საშუალება.
1. ზედმეტი წონა, სიმსუქნე
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დიეტის დახმარებით ამ დაავადებას კურნავენ. უნდა გახსოვდეთ, რომ სხეულის ფორმების 90% სამზარეულოში ყალიბდება და არა სავარჯიშო დარბაზში. ბევრისთვის ეს სიურპრიზია, რადგან მოძველებულ ფორმულას ვართ მიჩვეული: შეზღუდე კალორიულობა, ნაკლები ჭამე და უფრო მეტი დახარჯე, ასე დაიკლებ. თუმცა ყველაფერი გაცილებით ღრმა და საინტერესოა. თუ გეცოდინებათ, რა მიირთვათ, შიმშილის გრძნობას სრულად მოიშორებთ ან შეამცირებთ, დანაყრებას 7-12 საათით იგრძნობთ, ამასთან ყოველგვარი დანამატების და წამლების გარეშე. შეძლებთ ტკბილეულის და ფქვილეულისკენ ლტოლვის გაქრობას ან შემცირებას. ამრიგად, დიეტის დახმარებით ზედმეტ წონას არა მხოლოდ კომფორტულად მოიშორებთ, არამედ ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ.
2. მეტაბოლური სინდრომი
ეს დაავადება აერთიანებს ტოპ დაავადებებს, რომლებიც კაცობრიობას დღეს კლავს – სიმსუქნე, მე–2 ტიპის დიაბეტი, ინსულინ რეზისტენტობა, ჰიპერტონია, პოდაგრა. პრაქტიკით და სერიოზული კვლევებით დამტკიცებულია, რომ შედეგების თავიდან აცილება საკვებით შეიძლება. მსოფლიო ანტიდიაბეტური ასოციაცია ხმამაღლა აცხადებს, რომ ყველაზე მწვავე ფორმის მე–2 ტიპის დიაბეტის მოშორება ყოველდღიური დიეტის კორექტირებით შეიძლება.
3. რეპროდუქციული სისტემის დაავადებები, უშვილობა, ერექციული დისფუნქცია
უდაოდ, თითოეული დიაგნოზის დეტალებში გარკვეული უნდა იყოთ. თუ უნაყოფობა პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომით არის გამოწვეული, მის განკურნებას კვებით შეძლებთ. ასევე კვებით შეიძლება წინა მენსტრუაციული სინდრომის ან კაცებში ერექციული დისფუნქციის მოშორება. ეს გადახრა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ წყვილში ჰარმონიაზე, ფსიქოლოგიურ სტაბილურობაზე. როცა ახალგაზრდებს ლიბიდო და ლტოლვის დონე შემცირებული აქვთ, თავს ნაკლებად მამაკაცურად გრძნობენ და ფსიქოლოგთან მიდიან იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თეფშს დახედონ. სწორი დიეტა ჯანსაღ ფუნქციურ ცხოვრებას მედიკამენტების გარეშე გაახანგრძლივებს.
4. ფსიქიკის დარღვევა: შფოთვა, დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა
ყველა სახის აშლილობას ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული კომპონენტი აქვს, მაგრამ მეცნიერებმა ფსიქიკაზე და ბიოქიმიაზე გავლენა დაამტკიცეს. ამინომჟავებს, ვიტამინებს და მინერალებს ჰაერიდან არ ვსუნთქვათ, არამედ საკვებიდან ვიღებთ. მსუბუქ შემთხვევებში, თუ შფოთვა და გულგატეხილობა გახასიათებთ, ანალიზები ჩააბარეთ და გაარკვიეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტები თუ გყოფნით. როცა დაავადება დიაგნოსტირებული ან მწვავე ფაზაში გადასულია, ექიმთან უნდა მიხვიდეთ. არანაირი თვითმკურნალობა და დევიზი „თავი ხელში აიყვანეთ“, დეპრესია – სერიოზული დაავადებაა.
5. კანის დაავადებები
სებორეა ან ბანალური აკნე ან ფსორიაზი, ეგზემა, დერმატიტი – კანის უამრავი დაავადება არსებობს და ეს არა ესთეტიკური საკითხი, არამედ პრობლემაა, რომელიც ბევრ განცდას იწვევს კომუნიკაციის აწყობის და საკუთარი მიმზიდველობის შესახებ. კარგი ამბავი: კანის პრობლემის კორექტირება საკვებით შეიძლება. სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია, თუ ნატურალური პროდუქტებისგან რაციონს სწორად შეადგენთ. საქმე დიეტურ დანამატებს და სუპერფუდებს არ ეხება. ყველა აუცილებელ პროდუქტს მაღაზიაში იპოვით, მთავარია სწორი კომბინაცია გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ კვების ცვლილება თქვენი მკურნალი დერმატოლოგის დანიშნულებას არ ცვლის.
6. სითხის შეკავება, შეშუპება, ჰიპერტონია
ჰიპერტონია – მდგომარეობა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ჩუმ მკვლელს“ უწოდებს და ხშირად სისხლძარღვებში სითხის გადატანის შედეგია – აქედან წნევა და შეშუპება იზრდება. ჰიპერტონიის დროს მისი მიზეზი დადგენილი უნდა გქონდეთ. თუ პათოლოგია გულსისხლძარღვებს არ ეხება, ამ შემთხვევაში ჰიპერტონიის და შეშუპების კორექტირება კვებით ხდება. სახესა და კიდურებზე შეშუპების მოსაშორებლად სწორად უნდა შეარჩიოთ, რა და როდის შეჭამოთ.
7. კოგნიტური ფუნქციების დარღვევა
საკვები ტვინზე მოქმედებს. ინტერნეტში ათასობით სტატიას იპოვით, თუ როგორ ანადგურებს ტვინს ჭარბი შაქარი. სწორედ ამიტომ, აქ კვება სოლიდურ როლს ასრულებს. თუ გსურთ სწრაფად ფიქრი, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების გაქრობა, დემენციის თავიდან აცილება და ალცჰაიმერის და პარკისონის დაავადებების პროფილაქტიკა, თეფშზე არსებულ კერძებზე ბალანსის დაცვა მოგიწევთ.
როცა ფიქრობთ, თუ რა მიირთვათ, ყურადღება არა მხოლოდ ჭარბი წონის მოშორებაზე, არამედ ლამაზი სხეულის ფორმების მიღებაზე გაამახვილეთ. პირველ რიგში, დაფიქრდით, თუ რამდენს, რას და როდის ჭამთ – ეს მთავარი კითხვებია. აუცილებელია გესმოდეთ, რატომ იცავთ ამა თუ იმ კონკრეტულ დიეტას.