10 ცვლილება სახის კანის მოვლაში, რომლებიც ყინვების დაწყებამდე უნდა შეიტანოთ 

0
965

ზამთარში თქვენი სახე ყინულის დედოფლის ნიღბად რომ არ გადაიქცეს ან დაუპატიჟებელი ნაოჭები არ გაჩნდეს, ყოველდღიურ მოვლაში ცვლილებები შეიტანეთ.

ექიმი მონა გოჰარა, მსოფლიოში ცნობილი დერმატოლოგი, გირჩევთ სერიოზულ ყინვებს არ დაელოდოთ და თავის მოვლის საშუალებები უკვე შეცვალოთ. გთავაზობთ დერმატოლოგის რეკომენდაციებს, რომელიც თითოეული კანის ტიპის მიხედვით არის შედგენილი.

მშრალი კანი

1. სხეულის კრემი ქილაში უნდა იყოს

„სხეულის მოვლის საშუალებები, რომლებიც ფლაკონიდან უნდა გადმოასხათ, გაზაფხულამდე შეინახეთ. ზამთრის საშუალებები ქილაში უნდა იყოს. ასე უნივერსალურ კრიტერიუმში დარწმუნებული იქნებით: კრემი საკმაოდ ცხიმიანია. ფლაკონებში მხოლოდ მსუბუქ, ჰაეროვან კრემებს ფუთავენ, რომლებიც ზამთარში საკმარისი არაა!“

2. ზეთი დაუმატეთ

სახის და სხეულის კრემებს ქოქოსის ან არგანის ზეთი უშუალოდ კანზე წასმის წინ დაუმატეთ. ასე კანი უფრო დარბილდება, ხოლო კრემი უკეთ შეიწოვება.

3. ნიღაბი ძილის წინ გაიკეთეთ

„კანი რომ აღდგეს, უშუალოდ ძილის წინ ჰიდროგელის ნიღაბი ან ნებისმიერი ნიღაბი ჰიალურონის მჟავის მაღალი შემცველობით წაისვით“.

მგრძნობიარე კანი

1. შვრიის ნიღაბი გაიკეთეთ

სიწითლე და აქერცვლა რომ შეამციროთ, შვრიის ფანტელები დააბლენდერეთ, თბილი წყალი დაასხით და ძილის წინ 20 წუთით წაისვით!

2. ტონალურს მკვებავი კრემი დაუმატეთ

„კანისთვის ეს დამატებითი ბარიერია. მთავარია, სახლიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე წაისვათ, რომ საშუალებამ კანში შეწოვა მოასწროს“.

3. კრემი F ვიტამინით შეიძინეთ

„ეს ძალიან იაფი და ძალიან ეფექტურია: ძილის წინ კანზე კრემი F ვიტამინის სქელი ფენა წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. ნარჩენები სალფეთქით მოიშორეთ. კანი დამშვიდდება, სიწითლე კი გაქრება!“

პრობლემური კანი

1. დაიცავი და აღადგინე

„ზამთარში პრობლემურ კანს უფრო მეტი საშუალება სჭირდება: უამინდობის გამო მიკრონახეთქები ჩნდება, მათში ბაქტერიები ხვდება და ფერიმჭამელები სწრაფად მრავლდებიან. ლიპიდური ბარიერი უნდა აღადგინოთ. გირჩევთ გამოიყენოთ კრემი SkinCeuticals Triple Lipid Restore 2:4:2 Cream, რომელიც ლიპიდური ბარიერის აღმდგენ და შემანარჩუნებელ საშუალებად აღიარებულია“.

2. პილინგი პირსახოცით გაიკეთეთ

„ქიმიურ პილინგებზე დროებით უარი თქვით, უბრალოდ ტერის პირსახოცი წყლით დაასველეთ და კანი დაიმასაჟეთ – ამ ნაზი მეთოდით მკვდარ უჯრედებს მოიშორებთ“.

3. რბილი სკრაბი გამოიყენეთ

აბრაზიული სკრაბის ნაცვლად რბილი სკრაბი გამოიყენეთ: ყავისფერი შაქარი ქოქოსის ზეთს აურიეთ. ზეთი კანს გაბზარვის საშუალებას არ მისცემს, ხოლო შაქარი გაუხეშებულ ფენას ნაზად მოგაშორებთ“.

ყველა ტიპის კანისთვის: სხეულის რძით დაიბანეთ

„არ ვხუმრობ. ასე მაკიაჟს მოიშორებთ, კანს გაწმენდთ და დაატენიანებთ, მას თავის მოვლის საშუალებების წასმისთვის მოამზადებთ. ჩემს პაციენტებს Dove-ს სხეულის რძის გამოყენებას ხშირად ვურჩევ და ისინი კანის მდგომარეობით კმაყოფილნი არიან“.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ