სახლის პირობებში წარბების შეღებვის 3 მუშა წესი, რომელსაც ოსტატებიც კი იყენებენ (აქტუალურია 50+ ქალბატონებისთვის)

0
60

არსებობს უამრავი ნიუანსი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია წარბების დამოუკიდებლად შეღებვის დროს. სწორედ, ამ ნიუანსებზე საუბრობს ვიზაჟისტი, Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.შეიღებო წარბები სახლში და ამავდროულად არ გამოიყურებოდე კომიკურად – ეს რეალურია. იმ შემთხვევაშიც კი – თუ ცუდი მხედველობა გაქვთ.ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ წარბების შეღებვისას სამი ,,არა”-ს წესი გახსოვდეთ:

  • 1) არა მკვეთრი;
  • 2) არა ფართო;
  • 3) არა გრაფიკული.

უკვე რამდენიმე წელია თავს გვახვევენ ფართო წარბების მოდას, მაგრამ მოდით გავუძლოთ. ოდესღაც ,,ძაფებიც” აქტუალური იყო, ახლა კი ყველა ნანობს და ბუნებრივი წარბების გაზრდის მეთოდების ძიებაშია.

1. არა მკვეთრი – წარბების შესაღებად შეგვიძლია ავირჩიოთ ორი ვარიანტი: საღებავი ან ხნა.საღებავი კარგია ასაკოვანი ქალბატონების წარბებისთვის, როდესაც ამ მიდამოში თმა და კანი გამომშრალია – უჯრედების რეგენერაციისა და წყლის ბალანსის ცვლილებების გამო.ხნა შესანიშნავია, თუ წარბის თმა არ არის მშრალი, მკვრივი და უხეში, კანი კი ამ ზონაში არ არის მშრალი.წარბის საღებავის ფერი უნდა იყოს თბილი. შავი და ღია ყავისფერი თმის მქონე ქალების წარბების ფერი უნდა იყოს ერთი ტონით ან ორი ტონით ღია, ვიდრე თმის ფერი, ქერა თმის შემთხვევაში – ან აღიავებენ წარბებს, ან რამდენიმე ტონით ამუქებენ.მთავარია დაივიწყოთ მუქი შავი ფერი: ასეთი წარბები ძლიერ გამოკვეთილია, მატებს ასაკს და კომიკურობას.

2. არა ფართო – აკურატულად დააკორექტირეთ კუდი, სხეული და წარბების დასაწყისი.

ფოტოზე: 1 – ,,თავი” (წარბის დასაწყისი, არა სქელი); 2 – ,,სხეული” შეტეხვის წერტილით; 3 – ,,კუდი” (წარბის ბოლო).

პირველ რიგში, ვისაუბროთ დათხელებული წარბების შესახებ. წარსულში, ბევრი ქალბატონი ითხელებდა წარბებს სიგანესა და სიგრძეში. ასე რომ, ჩვენ ვამატებთ საღებავს მხოლოდ 1 მმ-ზე თითოეულ მხარეს. სადაც წარბები არ არის, არ ვღებავთ, რადგან საღებავი სწრაფად ჩამოირეცხება, თმები კი მუქი ფერის დარჩება, რაც არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება.ახლა ,,თავების” შესახებ (წარბების დასაწყისი). ეცადეთ, ამ ზონიდან წარბები არ ამოიღოთ, რადგან ძალიან ხშირად ვხედავ შემდეგ სურათს: ქალებს ამოღებული აქვს თმა წარბების დასაწყისში და მათ შორის მანძილი გაზრდილია, რაც ცხვირის ხიდს ვიზუალურად მასიურს ხდის.წარბების „თავებს“ შორის მცირე მანძილიც ასევე ცუდია, მზერა ხდება პირქუში და მკაცრი, თითქოს მუდამ უკმაყოფილო ხარ ამ ცხოვრებით.

წარბების დასაწყისის ოპტიმალური შესწორება ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ მარჯვენა სქემაზე.ახლა კი ვისაუბროთ ,,კუდის” შესახებ. ასაკთან ერთად ის დაბლა ეშვება და მზერას ვიზუალურად სევდიანს ხდის. საჭიროა მისი აწევა. ეს შეიძლება გაკეთდეს ორი გზით, რაც დამოკიდებულია კუდის სიგრძეზე.თუ ის (როგორც თავად წარბი მთლიანობაში ) გრძელია, ვაშორებთ ზედმეტ თმებს და ოდნავ ვამოკლებთ კუდს. თუ მოკლეა და ბოლოში ზედმეტი თმები არ არის, დაწიეთ ,,თავი” (წარბის დასაწყისი), რითაც კუდი აიწევს.

1. სქემა მარცხნივ: დახაზეთ სწორი ხაზი მოძრავი ქუთუთოს ზედა წერტილზე და მშვენივრად გამოჩნდება რომელ თვალზეა წარბის კუდი მოკლე ან გრძელი. შემდეგ, დააკორექტირეთ. 2. სქემა მარჯვნივ: წარბის დასაწყისის ოპტიმალური წერტილი მდებარეობს ორი ხაზის გადაკვეთაზე. ეს ხაზებია: მოძრავი ქუთუთოს ზედა წერტილზე გამავალი ხაზი და მისი პერპენდიკულარულ ხაზი, რომელიც გადის ნესტოს უკიდურეს გვერდით წერტილზე.და, რა თქმა უნდა, ორიოდე სიტყვა ,,მძიმეების შესახებ”. ისინი უნდა იყოს გამართულ ტექსტებში და არა წარბებზე.წარბის კუდს ვზრდით და ვაფართოებთ, პინცეტით არაფერს არ ვეხებით. მაგრამ, დასაწყის დაკორექტირება შესაძლებელია: ამოიღეთ თმის მინიმუმ ორი ან სამი რიგი, ორიენტირდით წარბის სხეულის სისქესა და სიგანეზე.როდესაც წარბის კუდს იღებავთ, არ გასცეთ წარბის საზღვრებს 1 მმ-ზე მეტით და თქვენი წარბები იდეალურ ფორმაში იქნება.

3. არა გრაფიკული – დაბერებული კანის შემთხვევაში, თუ გსურთ წარბების თანაბარი ხაზის მიღება, შეღებვისას აუცილებლად გადასწიეთ კანი საფეთქლებისკენ. წარბის დასაწყისი ოდნავ რბილი გახადეთ, ვიდრე მისი კუდი.წარბის სხეული შეგიძლიათ ყველაზე ბოლოს შეიღებოთ და არა ინტენსიურად. შეგიძლიათ შეისწოროთ ბამბის ჩხირების გამოყენებით. კუთხეები უნდა იყოს რბილი. მკვეთრი კუთხეები ახალგაზრდა გოგონებს უხდებათ, ისინი სახეს სტერვოზულობას მატებს, ხოლო 50+ ქალბატონების შემთხვევაში, არაფერს არ მატებს ასაკის გარდა.