დამავიწყდა, რა არის ძილის შემდგომი შეშუპება. მოგითხრობთ ჩემს საყვარელ პაჩებზე

0
19

რამდენიმე თვის წინ გადავხედე ჩემს დამოკიდებულებას პაჩების მიმართ და ახლა არ შემიძლია მათთან განშორება. უკვე რამდენიმე ქილა დავტესტე. Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში ვიზაჟისტი მოგითხრობთ, რომელია მისი ფავორიტი პაჩები.ჰიდროგელურ პაჩებთან ჩემი მეგობრობა მაშინვე არ შედგა. საშინლად მაღიზიანებდა ის, რომ გელი უბრალოდ ჩამოედინებოდა ჩემი სახიდან. ამიტომ, ცოტა ხნით მათ შესახებ დავივიწყე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში თხევად პაჩებს ვიყენებდი.ამ გაზაფხულზე, დედაჩემთან სტუმრობისას, ისევ ვცადე პაჩების გამოყენება. ძალიან მომეწონა გამოყენების შემდგომი შეგრძნება და ეფექტი. გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მიმეცა შანსი თვალის პაჩებისთვის, ჩემს სილამაზის რუტინაში ადგილის დასაკავებლად.

რისთვის არის საჭირო პაჩები?

ტონიზირება – იდეალურია საკუთარი დილის დაწყება ჭიქა წყლითა და გრილი პაჩებით. თუ გიჭირთ დღის დაწყება, პაჩები იდეალური გამოსავალია.პაჩები ხსნის შეშუპებას და აშორებს მუქ წრეებს. ისინი უნდა ინახებოდეს მაცივარში, სიცივის ზემოქმედების გამო და მცირე წნევის ქვეშ, შეშუპება ქრება და მზერა კი ახლდება.ატენიანებს და ათანაბრებს – იდეალურია ნაოჭებთან საბრძოლველად.

DEW TREE (შავი) – მაღაზიაში შევიძინე. ჩემი მეგობარი და კონსულტანტი მარწმუნებდნენ, რომ ისინი საუკეთესოებია ამ ქსელში. მე მხოლოდ შეფუთვა და დიზაინი მომეწონა. ფოტოზე არ ჩანს, მაგრამ პაჩები ოქროსფერ ბრჭყვიალებშია.შრატი მუდმივად ჩამოდის სახიდან, თავად ჰიდროგელი მკვრივია და მისი წონის გამო არსებობს ლოყაზე დაფიქსირების შანსი. მეტიც, არ მომწონს ქაფი, რომელსაც ხანდახან შრატში ვხედავ. ასე არ უნდა იყოს. პაჩების გამოყენება კარგია სახის დაბანის შემდეგ და უნდა ვაცადოთ, რომ შრატი მთლიანად შეიწოვოს კანში. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს შრატში საპნიანი ხსნარია.

BiTEX (მწვანე) – ეს არის ბელორუსული ბრენდი და ეს პაჩები ყველაზე ბიუჯეტურია ჩემს კოლექციაში. ყველაფერი კარგია, ფასიც და შედეგიც, მაგრამ ამ პაჩებით მხოლოდ საწოლში უნდა იწვე და ჩიტების სიმღერას უსმენდე. პაჩებში ძალიან ბევრი შრატია და თუ ზოგი ნელა სრიალებს სახეზე, ესენი ძალიან სწრაფად ჩამოდის.მაგრამ, სამაგიეროდ ეფექტი საოცარია. შეშუპებები ქრება, სილურჯეები ღიავდება და კანი შესანიშნავად ტენიანდება. თუ შეგიძლიათ დილით 10 წუთის განმავლობაში წამოწოლა და პაჩების გამოყენება, მაშინ მიაქციეთ ყურადღება ამ პაჩებს.

Petitfee (იისფერი) – ოპტიმალური ვარიანტი. ვიკეთებ დილის წყლის პროცედურებს. მაცივრიდან ვიღებ პაჩებს და სახეზე ვიწებებ. საუზმის ბოლოსთვის მაისის ვარდივით სუფთა ვარ.პაჩები ადგილზე რჩება, იმის მიუხედავად, აქტიურად ატარებთ თუ არა დილას. ისინი შესანიშნავად უმკლავდება შეშუპებას და თავად შრატი სწრაფად შეიწოვება კანში. ცოცხალი და ლამაზი გამოხედვის ეფექტი უზრუნველყოფილია.

Eveline – მოგზაურობისთვის მომარაგებული მაქვს ინდივიდუალურად შეფუთული რამდენიმე პაჩი. შემიძლია გამოვიყენო შორს მგზავრობის დროსაც კი. მე ხშირად ვყიდულობ Eveline-ის პაჩებს. მათი ფორმა ოდნავ განსხვავდება დანარჩენებისაგან, მაგრამ ასევე შესანიშნავი ეფექტით გამოირჩეიან.პაჩები, არის არა მხოლოდ სახისთვის, არამედ, მაგალითად, ტუჩებისთვის და მუწუკების საწინააღმდეგოდ. ტუჩებისათვის ვცადე Eveline-ი. ეს პაჩები მუშაობს ღრმა ნიღბის პრინციპით. იდეალურად აღადგენს ტუჩებს დახეთქვის შემდეგ).