აგარაკზე ვირთხები აღარ ჩნდებიან. გასწავლით 4 საიმედო მეთოდს მღრღნელებისგან თავის დასაღწევად (მინიმალური დანახარჯით)

0
68

ზაფხულში ან გაზაფხულზე მიდიხართ აგარაკზე ან სოფელში – და ხედავთ, რომ მარცვლეულის ყუთები, წიგნები და სხვა ნივთები ნაკუწებად არის ქცეული. ნაცნობი მოვლენაა? თუ კი, მაშინ Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებული დღევანდელი სტატია წაიკითხეთ.ჩვენთან, როგორღაც ჩაიდნისა და პლიტის სადენების გაფუჭებაც მოახერხეს და მათი გამოცვლა დაგვჭირდა.თავდაპირველად, არ გვინდოდა ვირთხების საწინააღმდეგო შხამების ყიდვა, რადგან ძაღლიც იქვე დარბის და ეს ჩვენთვისაც უსიამოვნოა. ამიტომ, დავიწყეთ ხალხური მეთოდების ძებნა და ვინც ეძებს – ის ყოველთვის იპოვის!

მეთოდი №1  – აგარაკზე ვირთხების გამოჩენის შემთხვევაში, ზოგიერთი სანელებელი დაგეხმარებათ.
დაყარეთ მწარე წიწაკა, ან თუნდაც დაფქული შავი წიწაკა იმ ადგილებში, საიდანაც ,,სტუმრები” შემოდიან (სოროები, ბზარები).ისინი ვერ იტანენ ასეთ სანელებლებს, ეწვებათ ცხვირი, ტუჩები და ურჩევნიათ უფრო უსაფრთხო ადგილები ეძებონ.ეს მეთოდი საკმარისია დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ პროფილაქტიკისთვის ზოგჯერ შეგიძლიათ დამატებით დაყაროთ ოთახის პერიმეტრზე. ეს საკმაოდ იაფი დაგიჯდებათ და ეს მეთოდი მართლაც ეფექტურია.

მეთოდი №2 – ვირთხებს უკიდურესად არ მოსწონთ პიტნის სუნი და მათ გარდა, სხვათა შორის, ის კოღოებსაც აშინებს!ასე რომ, ჩვენ ვიყენებთ პიტნას. ნაჭრის პატარა ტომრებში ვათავსებთ პიტნას ან პიტნის ნაყენში ვასველებთ ბამბას და ვათავსებთ სხვადასხვა ადგილებში. ასევე, შეგიძლიათ ზედაპირები დაამუშავოთ პიტნის ნაყენით.

მეთოდი №3 – მღრღნელების საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ნაცარიც. დაყარეთ ცოტაოდენი ნაცარი იატაკზე, თუ შესაძლებელია იატაკის ქვეშ, დიდ ნაპრალებში, ხვრელებშიჯერ ერთი, ისინი გაურბიან ადგილებს, სადაც ცეცხლის სუნია (საღი აზრია, ბოლოს და ბოლოს).მეორეც, თქვენ, როგორც არ უნდა ფიქრობდეთ, ისინი მაინც სუფთა არსებები არიან. ნაცარში რომ ბინძურდებიან, იწყებენ თავის ლოკვას, ნაცარი კი უწვავს მათ ტუჩებსა და ენებს, რის შემდეგაც, ამ მიდამოში საკვების ძიების სურვილი მკვეთრად იკლებს.

მეთოდი № 4 – მე თვითონ არ მიცდია, მაგრამ ჩემმა ნაცნობებმა მითხრეს, რომ მათ ეს პრობლემა ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით მოაგვარეს.აიღეს ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი სითხე, ჩაასხეს თავსახურში და იმ ადგილებზე დაასხეს, სადაც დაუპატიჟებელი სტუმრები დაინახეს. 3 ასეთი დამუშავების შემდეგ, ვირთხები აღარ უნახავთ.მგონი, ეს ნაცრის მსგავსად მუშაობს: ბინძურდებიან, თავს ილოკავენ, იფურთხებიან დამნაშავის მიმართულებით და სევდიანად მიდიან.თუ ერთი მეთოდი არ მუშაობს, აუცილებლად სცადეთ სხვა ან ეს მეთოდები კომპლექსურად გამოიყენეთ და პრობლემა წარსულს ჩაბარდება!

კომენტარებში მოგვწერეთ დაგეხმარათ თუ არა ეს მეთოდები? თუ, საკუთარ, არანაკლებ სანდო მეთოდებს მიმართავთ?