
რა დაგეხმარებათ ძლიერი ქორწინების შექმნაში? თუ ამ კითხვას ფსიქოლოგს დაუსვამთ, პასუხები განსხვავებული იქნება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული, მაგრამ გამოცდილების მქონე სპეციალისტები ასახელებენ რამდენიმე ძირითად მომენტს, რომლებიც უნდა დაიმახსოვროთ.
1. პარტნიორი იდეალური არაა
ეს რას ნიშნავს? კარგი ქორწინება იდეალურ ქმარს ან ცოლს არ ეყრდნობა. ასე რომ იყოს, მხოლოდ ერთეულები დაქორწინდებოდნენ, ოჯახიც დიდხანს ვერ იარსებებდა, რადგან მშვენიერი მხოლოდ ერთია! ძლიერი ქორწინება ორ თავსებად პარტნიორს ეყრდნობა და თითოეული პარტნიორში კარგ თვისებებს ეძებს. ურთიერთმხარდაჭერა, პატივისცემა, პატიება – აი, რა არის მნიშვნელოვანი.
2. სხვა ადამიანი მთელ სამყაროს ვერ შეგიცვლის
ბევრ წყვილს არარეალური მოლოდინი აქვს, რომ ქორწინება სულის სიცარიელეს შეავსებს ან დამსხვრეულ ცხოვრებას ააწყობს. თუ გათხოვდით იმ იმედით, რომ მეუღლე თქვენი საუკეთესო მეგობარი, მწვრთნელი, მშობლის შემცველი იქნება, იმედგაცრუებული დარჩებით. ყველაფერში პარტნიორის იმედი არ უნდა გქონდეთ. თქვენ გყავთ მეგობრები, ოჯახი და საკუთარი თავი.
თუ ფიქრობთ, რომ ერთ ადამიანს ყველა ამ როლის შესრულება შეუძლია, სჯობს ვარდისფერი სათვალეები მოიხსნათ და სიტუაციას რეალურად შეხედოთ. ამით თქვენი ურთიერთობა მხოლოდ მოიგებს!
3. ქორწინებიდან მიიღებთ იმას, რასაც ჩადებთ
ურთიერთობაზე მუშაობით, მასში ძალის და დროის ჩადებით, დიდი ალბათობით, დაჯილდოვდებით. მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენები პარტნიორთან განიხილოთ და მიხვდეთ, თუ სად გსურთ სვლა. თუ რომელიმე თქვენგანს რამე არ აკმაყოფილებს, ამაზეც არ უნდა გაჩუმდეთ.
4. ქორწინება – ინვესტიციაა
რაც უფრო მაღალია თქვენი ემოციური კავშირი (სიკეთე, მხარდაჭერა, აღტაცება, პატივისცემა), მით უფრო მეტ პოზიტიურ წვლილს შეიტანთ ემოციების ბანკში. თუ დაგავიწყდებათ საიუბილეო თარიღები, ძვირადღირებულ ნივთებს შეუთანხმებლად იყიდით, მაშინ ქორწინება დაცარიელდება. კარგი მოგონებები შექმენით, ერთმანეთით იბედნიერეთ – ეს ყველაფერი გამოგადგებათ!