
დღეს გიამბობთ 5 მოდურ მეთოდზე, თუ როგორ უნდა ატაროთ ჯინსი ამ ზამთარს. მოდური ნიმუშები ვარსკვლავების ქუჩის სტილიდანაა აღებული. ნახეთ, როგორ განახორციელოთ ესა თუ ის ნიმუში ცხოვრებაში.
1. ბათინკში ჩაკეცილი ჯინსი

ახლა არა მხოლოდ სკინი შეგიძლიათ ფეხსაცმელში ჩაიკეცოთ. მაგალითი ქუჩის სტილიდან აიღეთ და ფართო ჯინსები მაღალ ბათინკებთან კომბინაციაში ატარეთ. დაივიწყეთ შეზღუდვები. ამ სეზონზე შარვლის კიდეები ფეხსაცმლის შიგნით თამამად ჩაიკეცეთ და აკურატულობა არ გამოიჩინოთ. დაე, ოდნავ დაუდევრად გამოიყურებოდეს, თითქოსდა სადღაც გეჩქარებათ.
2. ღია ფერის ჯინსი + ჩექმა

წელს თეთრი ერთ–ერთი ყველაზე მოდურ ჯინსია, თუმცა ასეთი შარვლის შეძენას ყველა ვერ ბედავს. ზამთრისთვის არც თუ ისე პრაქტიკული ვარიანტია, სამაგიეროდ ბრბოში არ დაიმალებით. მოდის მიმდევარი ქალები თეთრ ჯინსს კრემისფერ მაღალყელიან ჩექმასთან ერთად ატარებენ და შარვლის კიდეებს ფეხსაცმლის შიგნით კეცავენ. სწორედ ამიტომ, ფართო ყელის მოდელები უნდა შეარჩიოთ, სადაც თქვენი ფეხი ვიწროდ არ იქნება.
3. ჯინსში ჩაკეცილი სვიტერი

თუ გსურთ, თქვენი ფორმები ქალური და მიმზიდველი იყოს, ეს მაგალითი გაითვალისწინეთ: ჯინსი მოცულობით სვიტერთან კომბინაციაში ჩაიცვით და სვიტერის კიდეები წელთან ჩაიკეცეთ. ასე სხეულის ზედა და ქვედა ნაწილს შორის მკაფიო საზღვარს გაავლებთ, წელს ვიზუალურად დაავიწროებთ და დუნდულებს ხაზს გაუსვამთ. უფრო გამოხატული ეფექტის მისაღებად სტილი ქუსლიანი ფეხსაცმლით შეავსეთ – სიმაღლეში რამდენიმე სმ გარანტირებული გექნებათ.
4. სწორი ჯინსი + კოსტიუმი

ზამთარში რთულია ჩაიცვათ საოფისე სტილში და თბილად, თან მოსაწყენიც არ იყოს და დრეს–კოდის ფარგლებშიც. ამ შემთხვევისთვის კომფორტულ ვარიანტს გთავაზობთ, თუ ჯინსის ტარება დასაშვებია. სწორი ჯინსი ლაკონურ როლინგთან და ზემოდან მკაცრ კოსტიუმთან ერთად (ოვერსაიზი, განსაკუთრებით საინტერესოა უჯრედული) ჩაიცვით. თუ სამსახურში მკაცრი დრეს–კოდი გაქვთ, შავი ჯინსი შეარჩიეთ. ფეხსაცმლიდან საუკეთესო ვარიანტია ბოტილიონი მყარ ქუსლზე: ყურადღება ქვეწარმავლის ნაჭრის მოდელებს მიაქციეთ – ამ სეზონზე აქტუალურია.
5. გრანჟის სტილში

ახალ სეზონზე მოდის მიმდევრები მუხლებზე დახეულ ჯინსის მოდელებს დაუმუშავებული კიდეების მქონე მოდელებზე ცვლიან. ასეთ ჯინსი სიგრძეში ხშირად მოკლეა, რაც საშუალებას გაძლევთ მაღალ ბოტებს შეუხამოთ. ზემოთ მოცულობით ეკო–ბეწვის ქურქი მოიცვით.