
მუცლის შებერილობა, კუჭში სიმძიმის შეგრძნება, ყაბზობა – ნაწლავებისა და კუჭისთვის სასარგებლო ბალახები დაგეხმარებათ საკვების მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავებაში.
ბალახით მკურნალობა ძველი დროის პრაქტიკაა. თითქმის ყველა დაავადების წინააღმდეგ შეიძლება ისეთი მცენარის პოვნა, რომელიც დაგეხმარებათ. დღეს ჩვენ გეტყვით, რომელი ბალახებია სასარგებლო ნაწლავებისთვის.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებს მკურნალობენ ბალახების ნაყენებითა და ნახარშებით. თუმცა, მაინც, სანამ მათ გამოიყენებდეთ, განსაკუთრებით, თუ მთელი კურსის გავლას აპირებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, დასვით ზუსტი დიაგნოზი და განსაზღვრეთ მისაღები საშუალების ზუსტი დოზა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს იმის რისკი, რომ დაავადება ქრონიკულში გადაიზრდება.
კუჭისა და ნაწლავებისთვის სასარგებლო ბალახებს აფთიაქში მზა ნაკრებებად შეიძენთ, ნებისმიერ პრობლემას თავისი შემადგენლობა აქვს. ჩვენ კი მათ დავშლით და ყველაზე ეფექტურ მცენარეებს დავასახელებთ.
1. კოთხოჯი
მცენარეს ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. იგი ახშობს ნაწლავების ანთების შედეგებს – სწორედ ამისთვის გვირჩევენ ხოლმე მის მიღებას. კოთხოჯის ნახარში ასტიმულირებს ნაწლავების მუსკულატურას, აუმჯობესებს სეკრეციას.
აიღეთ 1 ს.კ. დაქუცმაცებული ნედლეული, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ორთქლის აბაზანაზე 25 წუთით, გადაწურეთ და მიირთვით 50 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
2. ალოე
ეს სამკურნალო მცენარე არ უნდა აადუღოთ. მისი ახალი წვენი ან გელი ძალიან სასარგებლოა. ალოეს მიიღებენ წყლულების, გასტრიტის, ნაწლავების სეკრეტორული ფუნქციის დარღვევის, საკვების მონელებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების დროს. აგრეთვე, იგი ხელს უწყობს შლაკების გამოდევნას და აძლიერებს მადას.
წვენის მოსამზადებლად, გარეცხეთ და ბლენდერში დააქუცმაცეთ ფოთლები, მიღებული მასა კი გადაწურეთ. გელის მისაღებად, უბრალოდ გაჭერით ფოთოლი შუაზე, რბილობი კი ამოფხიკეთ კოვზით. მიღებული საშუალება შეინახეთ მაცივარში, არაუმეტეს 2 კვირით. უმჯობესია, შეინახოთ საღი ფოთლები და, საჭიროებისამებრ, დაამზადოთ ახალი წვენი და გელი.
3. ბაღის პიტნა
ევროპელების საყვარელი სამკურნალო საშუალება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს – ბაღის პიტნის ზეთის კაფსულებია. ჩვენში კი თავად ფოთლები გამოიყენება აქტიურად. პიტნა აქვეითებს კუნთოვანი სპაზმების ინტენსივობას და ხელს უშლის კუჭის აშლილობებს.
ეფექტური ვარიანტია პიტნის ჩაი: 1 ს.კ. მშრალ ფოთლებს დაასხით 1 ფინჯანი მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით და მიირთვით დღეში სამი ჭიქა.
4. მრავალძარღვა
ინდოეთში მრავალძარღვას განსაკუთრებული სახეობა იზრდება (სიმაღლეში 40 სმ-ს აღწევს!), თუმცა, ჩვენი პატარა მცენარეც საკმარისია კნტ-ს სამკურნალოდ. მისი თესლი მდიდარია უჯრედისით, რომელიც უზრუნველყოფს კარგ პერისტალტიკას და წყვეტს ყაბზობას. მრავალძარღვას თესლი მრავალი საფაღარათე საშუალების შემადგენლობაში შედის.
დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი 2 ს.კ. ხმელ ან ახალ ფოთლებს, დააყენეთ ორთქლის აბაზანაზე 30 წუთით, გადაწურეთ და მიირთვით.
5. კრაზანა
ნაწლავებისთვის, ანთებისა და შებერილობის, გულისრევისა და გულძმარვის დროს, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბალახია. ხსნის სპაზმებს, აღადგენს ლორწოვანას.
როგორც წესი, მას ნაყენის სახით იყენებენ, რომელსაც 1 ს.კ. მცენარის 1 ფინჯან მდუღარე წყალში დაყენებით იღებენ. ნარევი უნდა დააყენოთ 15 წუთით, გადაწუროთ და მიირთვათ დღეში სამჯერ, 1/4 ჭიქა ჭამის წინ.
6. ცერეცო
ნაყენს მიირთმევენ სპაზმებისა და ტკივილის მოსახსნელად, მეტეორიზმისა და ყაბზობის შესამცირებლად (მასაც აქვს საფაღარათე მოქმედება).
ნაყენის მოსამზადებლად, დაასხით 1 ჩ.კ. ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით. მიირთვით დღეში სამჯერ, 1/2 ჭიქა საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე.
7. სელის თესლი
იგი ეფექტურია გასტრიტის, წყლულის, კოლიტის, ენტერიტის დროს. ნახარშს სავლები მოქმედება აქვს, ხსნის ანთებას, გაღიზიანებას, ამცირებს კუჭის კედლების დაზიანებას.
თესლის ნაყენს მიირთმევენ საკვების ყოველი მიღების წინ. თუმცა, იგი დიდხანს არ უნდა შეინახოთ, რამდენადაც სარგებლიანობას სწრაფად კარგავს. მის მოსამზადებლად, აიღეთ თავსახურიანი ბოთლი, ჩაყარეთ იქ 1 ჩ.კ. თესლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ანჯღრიეთ მასა 30 წუთის განმავლობაში, სანამ ლორწო არ გაჩნდება. გადაწურეთ მიღებული მასა. მიიღეთ სწორედ ლორწოვანი სითხე, ჭამის წინ, დღეში სამჯერ.
8. ბეგქონდარა
ეს მცენარე ხელს უწყობს გაზების გამოთავისუფლებას შებერილობის დროს, ამსუბუქებს სპაზმებს, ხსნის ტკივილს. აგრეთვე, მას ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს (მის შემადგენლობაში არსებული ტინოლის წყალობით), აფხიზლებს და აძლიერებს კუჭს.
დააქუცმაცეთ მცენარე, დაასხით 1 ს.კ. ფხვნილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი. ნახარში დააყენეთ 15 წუთით. მიირთვით დღეში 1-2-ჯერ.
9. მუხის ქერქი
ეს ბალახი არა, მცენარის ნაწილია, თანაც, ნაწლავების ფუნქციის ნორმალიზებისთვის სასარგებლო, ამიტომ, მას ვერ გამოვტოვებდით. ტანინები, ეთერზეთები და ფლავონოიდები ამცირებს გაზების წარმოქმნას, აღადგენს სწორ მიკროფლორას, არეგულირებს ნაწლავების ფუნქციას. მუხის ქერქის ნაყენის მიღება ბავშვებისთვისაც კი შეიძლება, რამდენადაც იგი ძალიან რბილად და უსაფრთხოდ მოქმედებს.
ნახარშის მოსამზადებლად, დაასხით 1 ჭიქა ახალადუღებული წყალი 2 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ქერქს. აადუღეთ ორთქლის აბაზანაზე 30 წუთით, შემდეგ გადაწურეთ, დაასხით წყალი საწყის მოცულობამდე (300 მლ) და მიირთვით დღეში სამჯერ.
10. სალბი
სალბის ფოთლების ნახარში აქტიურად ებრძვის ბაქტერია ჰელიკობაქტერ პილორის, რომელიც იწვევს ნაწლავების გაღიზიანებას და არღვევს მის მიკროფლორას. მცენარე გამოიყენება გაზების, ტკივილების დროს, საკვების მონელების ნორმალიზებისთვის.
ნახარშის მისაღებად, 1/2 ს.კ. ფოთლებს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავსახური, გააჩერეთ 1 საათით, მიირთვით დღეში სამჯერ.
11. აფთიაქის გვირილა
ამ ყვავილს სასარგებლო თვისებათა ძალიან დიდი სპექტრი აქვს, მათ შორის მნიშვნელოვანი კი კუჭთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობის უნარია. გვირილას ანთების საწინააღმდეგო, შემხორცებელი ფუნქციები აქვს. იგი ებრძვის კოლიკებს, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, დისბაქტერიოზს.
ნაყენის მოსამზადებლად, დაასხით 2 ს.კ. დაქუცმაცებულ გვირილას 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 25 წუთით, გადაწურეთ, გააზავეთ წყალთან საჭირო ულუფის მისაღებად. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამის დროს ან მის შემდეგ. მიღების კურსი 1-3 თვით უნდა გაგრძელდეს.
12. ფარსმანდუკი
ეს სამკურნალო მცენარე ხელს უწყობს საკვების მომნელებელი ფერმენტების მონელებას, ეხმარება კუჭს აღდგენაში. მისი მიღება შეიძლება გასტრიტის, ნაწლავური ტკივილების დროს. შეგიძლიათ, ფოთლებიდან წვენი დაწუროთ ან ნაყენი მოამზადოთ: დაასხით 1 ს.კ. ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი, მიიღეთ დღეში სამჯერ, 100 მლ
13. კამის თესლი
კამის წყალს ახალშობილებსაც კი ასვამენ ნაწლავური კოლიკების დროს, ამიტომ, მცენარის სარგებელი კუჭის პრობლემებთან ბრძოლაში ძალიან ფართოდაა ცნობილი. ნახარშს მიირთმევენ შებერილობის, გულძმარვის, მომატებული მჟავიანობის დროს. აგრეთვე, ესაა ერთ-ერთი ბალახი ნაწლავების გასაწმენდად.
მომზადების ყველაზე მარტივი საშუალებაა 2 ჩ.კ. ნედლეულზე 1 ჭიქა წყლის დასხმა, 20 წუთით დუღილი ნელ ცეცხლზე, გაგრილება და გადაწურვა. მიიღეთ დღეში 5-6-ჯერ.