
თქვენი არჩევანი ბევრ რამეს გვიამბობს თქვენ შესახებ. ეს ტანსაცმლის არჩევასაც ეხება. სტილის დახმარებით, მარტივია საკუთარი განწყობისა და ხასიათის ხაზგასმა. ფეხსაცმელი, ხშირად, ლუქის მთავარ აქცენტადაც იქცევა ხოლმე, სწორედ ამიტომ, საწინააღმდეგო სქესს მისი მფლობელის შესახებ უამრავ ნიუანსს ატყობინებს. არ გჯერათ? გაიარეთ ჩვენი ტესტი და დარწმუნდებით. უბრალოდ, აირჩიეთ ფეხსაცმელი.
1. მაღალი ქუსლი
ქალი, ასეთი ფეხსაცმლით, მამაკაცისთვის თვითკმაყოფილი და მიუწვდომელი ჩანს. ბევრს, ალბათ, თქვენთან მოსვლის ეშინია, თუმცა, თქვენ იცით, რომ ღირსეული მამაკაცები თქვენი გულისკენ მიმავალ გზას აუცილებლად იპოვიან. ამასთან, შინაგანად ძალიან ნაზი და მოწყვლადი ადამიანი ხართ.
2. ქუსლიანი სანდლები
მამაკაცებისთვის სიცოცხლის მოყვარული და თავგადასავლების მოყვარული ქალი ხართ. ურთიერთობისთვის ყოველთვის მზად ხართ და გარშემო ყველაფერს ახალისებთ, ღიმილის დახმარებით. თქვენს ქალურობას საზღვარი არ აქვს, დახვეწილობა კი თქვენი სტილის მთავარი სტილია.
3. ღია ცხვირით
მამაკაცის თვალებში თქვენ თვით ელეგანტურობა ხართ. ამასთან, ძალიან გაბედული და, გარკვეულწილად, ავანტურული ქალბატონი ხართ. მამაკაცებს თქვენთან ურთიერთობა უჭირთ, სამაგიეროდ, არასდროს იწყენენ. გარეგნული თავქარიანობის მიუხედავად, არასდროს ღალატობთ საკუთარ პრინციპებს და ყოველთვის ქალური რჩებით.
4. წვეტიანი ცხვირით
ასეთი ფეხსაცმლით მომავალი ქალი მამაკაცის თვალებში რთულ ინდივიდად ითვლება, მაღალი მოთხოვნილებებით. ზუსტად იცით, რა გინდათ ცხოვრებისგან, და თავდაჯერებულად მიისწრაფვით მიზნებისკენ. დიდი ალბათობით, ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ, თუმცა, ყველას არ შეუძლია თქვენი კრიტერიუმების დაკმაყოფილება.
5. ტანკეტები
თუ ფეხსაცმელს ირჩევთ, აუცილებლად მოსახერხებელი ვარიანტი უნდა იყოს. ქალი, რომელიც უპირატესობას ასეთ ქუსლებს ანიჭებს, ნამდვილად ვერ იტანს უხერხულობას. არასდროს გაცვლის კომფორტს საზოგადოებაში ეპატაჟურ გამონათებაზე. მამაკაცები ამას ხედავენ და ესმით, რომ ყვავილების უზარმაზარი თაიგულით ვერ გააოცებთ, თქვენთვის მთავარი ქცევებია.
6. საშუალო სიმაღლის ქუსლი
მამაკაცებზე საყვარელი და ნაზი გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებთ. ყველას სურს ასეთ ქალზე ზრუნვა, მისთვის მთებსაც გადადგამენ. თქვენ მოხერხებულად იყენებთ თქვენს ყველა ღირსებას. მამაკაცებს, თქვენი ყურადღება რომ მიიქციონ, საკმაოდ დიდი ძალისხმევის დატანება უხდებათ.
თქვენ რომელ ფეხსაცმელს ანიჭებთ უპირატესობას?