
ნებისმიერ ადამიანს, გარკვეულ მომენტში, სჭირდება მხარდაჭერის სიტყვები, რომლებიც გვახალისებს, შთაგვაგონებს ბედნიერად ცხოვრების გასაგრძელებლად.
აირჩიეთ კარტი და გაიგეთ, რისი თქმა უნდა ბედისწერას თქვენთვის.
1. ეს კარტი თქვენს ცხოვრებაში დღეს იმიტომ გაჩნდა, რომ, მიუხედავად იმისა, თუ რა პრობლემა გაქვთ ახლა, პასუხი და გადაწყვეტილება მხოლოდ ერთია – სიყვარული.
ამიტომ, თუ გსურთ, თქვენი ცხოვრება უჩვეულო გახდეს, უბრალოდ მიეცით მას შეუზღუდავი სიყვარული, შეიყვარეთ ყველაფერ, რასაც აკეთებთ, გაატარეთ თქვენი ცხოვრების დღეები ღიმილით და გაგიკვირდებათ, როგორ აგავსებთ გარშემო ყველაფერი შუქით, ბედნიერებითა და აღორძინებით!
აგრეთვე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაიწყოთ საკუთარი თავის გათავისუფლება შეზღუდვებისგან, რომლებიც წინსვლაში გიშლით ხელს. ზოგიერთი ადამიანი იტყვის, რომ ეს ეგოისტურია, თუმცა, დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ ეს უბრალოდ თავმოყვარეობის დიადი ფორმაა.
2. ეს კარტი იმას შეგახსენებთ, რომ თავდაჯერებულობა ძალაა! ბუნებრივია, ხანდახან მოვლენები ისე არ მიმდინარეობს, როგორც წარმოგედგინათ. მთავარია, მიენდოთ და გახსოვდეთ, რომ ძალიან მძლავრი ნებისყოფა გაქვთ. გააგრძელეთ სვლა გზაზე, რომელზეც ახლა დგახართ, რადგან ცხოვრება მშვენიერი და სამართლიანია!
3. ეს კარტი კი გთავაზობთ, იყოთ ბედნიერი დღეს, არ გადადოთ ბედნიერება ხვალისთვის! ბედნიერება – ესაა გადაწყვეტილება, რომელიც ყოველდღე უნდა მიიღოთ. ჭეშმარიტ ბედნიერებას მაშინ მიაღწევთ, როცა შეწყვეტთ ლოდინს და გადაწყვეტთ, თქვენი ცხოვრების ყველა მომენტი გაალამაზოთ. ამიტომ, უბრალოდ მიაპყრეთ თვალები ცას, შეაფასეთ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში აქ და ახლა გაქვთ, და მიხვდებით, რომ ბედნიერი, სიყვარულით, სიკეთითა და კეთილდღეობით გარშემორტყმული ადამიანი ხართ.