აირჩიეთ აფრიკული სულიერი სიმბოლო და გაიგეთ თქვენი ცხოვრების მიზანი

0
1144

ამ სიმბოლოებს ყველგან შეხვდებით: ტილოებზე, კედლებზე, კერამიკულ ჭურჭლებზე და სხვ. სიმბოლოებს დეკორატიული ფუნქცია აქვთ, თუმცა, შეიცავს გზავნილებსაც, რომლებიც გადმოგვცემენ ცხოვრებისა და სიბრძნის ტრადიციულ გაკვეთილებს. თქვენ მიერ არჩეული აფრიკული სიმბოლო გვეტყვის, თუ რა მიზანი გაქვთ ცხოვრებაში.

1. ჰარმონია და ბალანსი

გიყვართ გაზვიადება, იქნება ეს კარგი თუ ცუდი მოვლენა. ყველაზე პატარა მოვლენაც კი იწვევს თქვენში ბევრ ემოციას, რაც არასწორია. თუ მიეცემით ემოციებს, ისწავლეთ მათი კონტროლი. ლოგიკურად შეხედეთ მოვლენებს. ემოციები მუდმივად დაბალანსებული უნდა იყოს.

თუ თანასწორობის სიმბოლო აირჩიეთ, ესე იგი, უახლოეს მომავალში რაღაც დადებითს მიაღწევთ იმაში, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით, თუმცა, პირველ რიგში, ამისთვის უნდა დაადგინოთ ბალანსი და ცხოვრებაში ჰარმონიას მიაღწიოთ.

2. ობობას ქსელი

მზად იყავით, ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გელით! თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყება, პირდაპირი გაგებით. კონცენტრირდით ენერგიასა და სიმძლავრეზე, რათა შეძლოთ საკუთარ თავზე კონცენტრირებაც. თქვენს ცხოვრებაში იდეალური პირობები გაჩნდება რადიკალური ცვლილებების განსახორციელებლად. ყველა მავნე ჩვევა და სტერეოტიპი კი წარსულს უნდა ჩააბაროთ.

თქვენ ხართ საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი და დროა, ამას წერტილი დაუსვათ. იქეცით საკუთარი თავის საუკეთესო მეგობრად. ეს სიმბოლო სწორედ იმას გახსენებთ, რომ სწორედ თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის საჭირო ცხოვრების შექმნა.

3. დაცვა

მოსალოდნელია, რომ შეხვდებით დიდ სიყვარულს, იქნება ეს ნამდვილი მეგობრობა თუ რომანტიკული სიყვარული, თქვენი გული აყვავდება. წარსულში ხშირად გიწვნიათ დარდი, თუმცა, მალე ეს სამუდამოდ დასრულდება. წარმატება თავად გიპოვით. ამავდროულად, აჩუქეთ ღიმილი, სიყვარული და ყურადღება თქვენ გარშემომყოფ ადამიანებს. ის, რასაც გასცემთ, ორმაგად დაგიბრუნდებათ.

დაცვის სიმბოლო შეგახსენებთ, რომ შეძლებთ თქვენი ყველა პრობლემის გადაჭრას.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ