6 მარტივი მეთოდი 24 საათიანი დეტოქსისთვის

0
740

ჰედონიზმით და პატარა სისუსტეებით სავსე დღეები ჩვენს სხეულში გროვდება: ჩნდება შეშუპება, დაღლილობა და ახალი კილოგრამები. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ დროთა განმავლობაში ასეთი რეჟიმი ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და უამრავ პრობლემას იწვევს. საბედნიეროდ, რამდენიმე მარტივი და ეფექტური მეთოდი არსებობს, რომ სხეული დაასვენოთ და დეტოქსის ბუნებრივი პროცესები გააქტიუროთ. ჩვენს ორგანიზმს წიდებისგან დამოუკიდებლად გაწმენდა შეუძლია. ამისთვის კი მხოლოდ 24 საათი დაგჭირდებათ.

10 საათი ძილი

ხარისხიანი ძილი ღამით – ძალების აღსადგენად და ორგანიზმის გასაჯანსაღებლად საუკეთესო მეთოდია. საკმარისი ძილი ზედმეტი წონის დაკლებასა და კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონის შემცირებაში დაგეხმარებათ, ასე სხეულსაც გააჯანსაღებთ. ღამემ რომ მაქსიმალურად ეფექტურად ჩაიაროს, უნდა დარწმუნდეთ, რომ ოთახში გრილა, სინათლე და ზედმეტი ხმაური არაა. მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იყოთ. სჯობს 23:00 საათზე დაიძინოთ. 10 საათიანი ძილი რესურსების აღსადგენად საკმარისია.

დიდ ჭიქა წყალი

დილა დიდი ჭიქა წყლით დაიწყეთ და ამდენივე მოცულობით ძილის წინ წყლის ბალანსი აღადგინეთ. ეს საჭიროა, რადგან ღამით რამდენიმე საათი ყოველგვარი ჰიდრატაციის გარეშე გვძინავს და ამის ანაზღაურება საჭიროა.

გაწელვები

ექსპერტები გირჩევენ, დღის განმავლობაში ყოველ საათში 5 წუთით შეისვენოთ და გაიწელოთ. ასე დაღლილობას, კუნთოვან სპაზმებს შეამცირებთ და უფრო მეტ კალორიას დაწვავთ.

ბალახების ჩაი

დეტოქს ჩაი ბევრი დიეტოლოგის საყვარელი საშუალებაა. ბალახების სასმელი არა მხოლოდ ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარებათ, არამედ შიმშილის გრძნობას შეამცირებს.

არანაირი ალკოჰოლი

ალკოჰოლი ტოქსინია, რომელიც დეტოქს დღეში არანაირად არ ეწერება. 1 ჭიქა ღვინო ახალ დაწურული წვენით ან მწვანე სმუზით ჩაანაცვლეთ.

არ იწვალოთ

დეტოქსი ტანჯვის დღედ არ აქციოთ. თქვენს სხეულს მსხვერპლი არ სჭირდება, ამიტომ წვენს და წყალს თავზე არავინ გახვევთ. ყურადღება გაამახვილეთ პროდუქტებზე, რომლებიც გიყვართ და რაღაც გემრიელი და სასარგებლო გააკეთეთ. საკუთარი თავი გაახარეთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ