ტყუპებთან – ყველაფერი თავდაყირა, კუროსთან – ნამდვილი ბუნკერი: ზოდიაქოს ნიშნების სახლები

0
677
Photo credit: Getty Images

როგორია თქვენი იდეალური სახლი? ის ოკეანესთან ახლოს მდებარეობს თუ მყუდრო სახლია მთაში? გიყვართ სისუფთავე თუ არეულობა? გიჟდებით ახალ ტექნიკაზე თუ ზოლიან ხალიჩაზე? მოდით, გავარკვიოთ!

ვერძი

თქვენი ცეცხლოვანი ბუნება ოთხ კედელში თავს ვიწროდ გრძნობს. ვერ ვიტყვით, რომ სახლში ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავთ. ისეთი ტიპი არ ხართ, ვინც შაბათ–კვირას სველ წმენდას და ფანჯრების გაწმენდას დაუთმობს. შესაძლოა თქვენი ბინისთვის თამამ და გაბედულ ფერებს ირჩევთ, მაგრამ დიდი ალბათობით, რაღაც კონსერვატიული და მარტივიც დაგაკმაყოფილებთ. თუ ვარჯიშობთ, სავარაუდოდ, სახლში ტრენაჟორს იყიდით, რომ უშრეტი ენერგია სადღაც დახარჯოთ. თქვენ გჭირდებათ ფართო სახლი ან ბინა, რადგან სივრცე ნორმალური ფუნქციონირებისთვის გჭირდებათ.

კურო

თქვენი სახლი ციხესიმაგრე, უფრო სწორად, ბუნკერია. მარტივად შეგიძლიათ რამდენიმე წელი ბინაში ჩაიკეტოთ და მცირე დისკომფორტიც არ იგრძნოთ. თქვენ ხომ ყველაფერი ხელთ გაქვთ: ხორცის კონსერვები, მარილი, ასანათი, ტუალეტის ქაღალდი.

სერიოზულად, მსოფლიოში ძალიან ცოტა რამ არსებობს, რაც კუროსთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახლი. ეს ხომ არის ადგილი, სადაც ყველაფერია. კუროს ემუქრება შემგროვებლობა, რადგან ცდილობს სახლი თვითკმარი გახადოს. კუროს კომფორტი და ფუნქციონალობა უყვარს: დივანზე აუცილებლად იქნება ბალიშები. პროექტის ეტაპზე გარდერობს ცალკე ოთახს აუცილებლად დაუთმობთ.

ტყუპები

როგორც ჰაერის ნიშანი, წესრიგის მაგალითი არ ხართ. წარმოუდგენლად სოციალური ხართ, კამპანია გიყვართ, ამიტომ სახლს იმ პრინციპით ირჩევთ, რომ ყოველთვის ბევრი სტუმარი გყავდეთ. ალბათ, სახლში გაქვთ სპეციალური დივანი სტუმრებისთვის. სამზარეულოს დიდ ყურადღებას უთმობთ, სადაც შეგიძლიათ ჭიქა ღვინოზე შეიკრიბოთ და უკანასკნელი ამბები განიხილოთ. სტილის შერევა არ გაშინებთ, მაგრამ რაღაც მარტივს და მსუბუქს უპირატესობას ანიჭებთ.

კირჩხიბი

კომფორტზე გიჟდებით! სახლში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ მაცხოვრებლებმა გამოზამთრება შეძლონ: პლედები, ბალიშები, სანთლები. ეს ყველაფერი ბინაში უხვადაა. მილიონი სასიამოვნო და მნიშვნელოვანი წვრილმანი სახლში თბილ გარემოს ქმნის და აქ მოსულს, წასვლის სურვილი აღარ გექნებათ. დიდი ალბათობით, მთავარი ადგილი სამზარეულოა, რომელიც სახლის კერის და სითბოს სიმბოლოს წარმოადგენს.

ლომი

თუ ბინაში შედიხართ და პირველი, რაც თვალში გხვდებათ, მზიან ადგილას მოკაშკაშე ჯილდოები და თასებია, სავარაუდოდ, ლომის სახლში იმყოფებით. ლომს საკუთარი თავი უყვარს (სხვებსაც იმავეს ასწავლიან), სწორედ ამიტომ, მისი სახლი მისი ნიჭის, სიმტკიცის და ძალის ჰიმნია. რა არის ამაში ცუდი? ლომი დიდ ფანჯრიან სახლებს ირჩევს, რომ ოთახებში ბევრი სინათლე შემოვიდეს. მას თამამი ფერები და საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტილება არ აშინებს.

ქალწული

ქალწულის სახლში ორი მდგომარეობაა, რომელიც შესაშური რეგულარობით იცვლება: სრულყოფილი სისუფთავე და რემონტი. ერთი მხრივ, ქალწული სისუფთავეზე გიჟდება. მისთვის დალაგება თითქმის დღესასწაულია, რადგან ასე სახლს უფრო სუფთას და მყუდროს ხდის. ბინა, რომელსაც სისუფთავის საშუალებების სუნი აქვს, კარგი ბინაა. ქალწულს მიმოყრილი ნივთების ატანა არ აქვს, ინტერიერის თითოეული დეტალი უნდა „მუშაობდეს“ – არაფერი ზედმეტი და უსარგებლო. მეორე მხრივ, ქალწულს საცხოვრებელი ადგილის ხშირად შეცვლა უყვარს, ამიტომ რემონტს უფრო ხშირად იწყებს, ვიდრე სხვა ნიშნები.

სასწორი

სტილი? რა სტილი? სასწორი ვერასდროს წყვეტს, თუ როგორი იქნება მისი საოცნებო ბინა. გუშინ ხის პანელებსა და ზოლიან ხალიჩებზე, დღეს კი ფუტურისტულ მოტივებზე ოცნებობს. ყველა სასწორს ერთი საერთო აქვს – ისინი სისუფთავის მოყვარულები არ არიან, ამასთან შეგუება მოუწევს მას, ვინც მასთან იცხოვრებს. ბრძენი სასწორი უბრალოდ ირჩევს რაც შეიძლება ნაკლებ ავეჯს, რომ უფრო მეტი სივრცე და ჰაერი ჰქონდეს. მარტივი დიზაინი და ცივი ფერები: ცისფერი, თეთრი, ნაზი ვარდისფერი. არაფერი მყვირალა და კაშკაშა. სასწორს ბალანსი სჭირდება.

მორიელი

მორიელის სახლი მის შინაგან სამყაროს ასახავს: თქვენ გსურთ იყოთ ჩაკეტილი, რომ პირად ცხოვრებაში ცხვირი არავინ ჩაყოს და საერთოდ თავი დაგანებონ. ბინისთვის ირჩევთ მუქ, თავშეკავებულ ფერებს, სამაგიეროდ განათებაზე მუშაობა გიყვართ: სანთლები, კედლის ნათურები, უჩვეულო ჭაღები. თქვენი ნება რომ იყოს, საიდუმლო სარდაფს მოიწყობდით, სადაც იქნებოდა წიგნების კარადა, თუ დროებით ეს შეუძლებელია, პატარა სამალავებზეც თანახმა იქნებით.

მშვილდოსანი

სახლი ის ადგილი არაა, სადაც მუდმივად ყოფნა გსურთ, არამედ ადგილი, სადაც დაბრუნება გსურთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მის დიზაინზე არ ზრუნავთ. თქვენს ბინაში მილიონი და ერთი ნივთი მოგზაურობას გახსენებთ: უკვე დასრულებულს და იმას, რომელიც დაგეგმილი გაქვთ. მაგნიტები მაცივარზე, შეღებილი თეფშები, ქვიშა ზღვის სანაპიროდან. ახალი ქვეყნებით სუნთქავთ და თავგადასავლების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ.

თხის რქა

თქვენი სახლი თქვენს არსს ასახავს: ყველაფერი ძალიან მკაცრი და ფუნქციურია, ყველაფერი საათივით უნდა მუშაობდეს. თქვენი ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სამუშაო, ამიტომ საოფისე კუთხეს სიყვარულით აწყობთ. აქ, გაქვთ ბოლო მოდელის ნოუთბუქი, ყვავილები, სტიკერები, კალენდარი, ორთოპედიული სავარძელი, რომ კომპიუტერთან მეტი დრო გაატაროთ. მოკლედ, ყველაფერი, რომ რაც შეიძლება ეფექტური იყოს.

მერწყული

თქვენ ნამდვილი თეთრი ყვავი ხართ და თქვენი სახლი უჩვეულოა. რთულია პროგნოზირება, მერწყული სისუფთავის თუ არეულობის მოყვარული იქნება, რადგან მასთან პროგნოზირება შეუძლებელია. მერწყული გიჟდება ახალ ტექნიკაზე, რომელიც ყოფას უმარტივებს: რობოტი–მტვერსასრუტი, სენსორული ნათურები, ჭიქა გაცხელების ფუნქციით. მერწყულს მოსწონს, როცა ახალი ტექნოლოგია მასზე ზრუნავს.

თევზები

თქვენ შემოქმედებითი ბუნება გაქვთ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ თქვენი სახლი სურათებით ან ქანდაკებებით არის დამშვენებული, კუთხეში გრამაფონი, ფანჯრის რაფაზე ყვავილების ქოთნები. ბუნება გიყვართ, ამიტომ ნახატებს შორის პეიზაჟები ჭარბობს. ოთახები პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი, ბევრი წვრილმანი სახლს კომფორტს მატებს. თქვენი საოცნებო სახლი მდებარეობს ოკეანის სანაპიროსთან, მაგრამ თუ ეს დროებით შეუძლებელია, წყალი დაამატეთ: პატარა შადრევანი ან ჩანჩქერის გამოსახულება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ