ოთხი მომენტი, რომელიც 50-60 წლის ქალებისგან გადმოვიღე. ახლა ცხოვრება გამიადვილდა და დაბერების არ მეშინია

0
47

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ვიზაჟისტი საუბრობს ოთხ მომენტზე, რომელიც 50-60 წლის ქალებისგან გადმოიღო.25 წლის ასაკში, ძალიან მეშინოდა დაბერების და მეჩვენებოდა, რომ 35 წლის შემდეგ სიცოცხლე აღარ იყო.რაც უფრო მემატებოდა ასაკი, მით უფრო სწრაფად ქრებოდა ჩემი წარმოდგენა, რომ ახალგაზრდობა მთავარია. დიახ, ბევრს სურს დარჩეს ახალგაზრდად, მაგრამ ახალგაზრდად ჯანმრთელობის თვალსაზრისით, როცა არაფერი არ გტკივა, როცა ენერგიით სავსე ხარ. თუმცა, უფრო მოწიფულ ასაკშიც, შეიძლება იყო საკმაოდ ენერგიული და გქონდეს კარგი ჯანმრთელობა.და იცით, ყველაზე მეტად რა დამეხმარა დაბერების შიშის დაძლევასა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების შეცვლაში? ჩემზე 20-30 წლით უფროს ქალებთან ურთიერთობა!

დიახ, ქალები, რომლებთანაც მე ვურთიერთობდი და ვურთიერთობ ძალიან განსხვავებულები არიან, მაგრამ მათთან ურთიერთობა ძალიან იოლი და უმარტივესია, მათ საკუთარი მსოფლმხედველობა აქვთ. ისინი განსაკუთრებულად უდგებიან ცხოვრებას, რაც მათ საშუალებას აძლევს დატკბნენ ცხოვრებით. რა მომწონს ყველაზე მეტად, რაც მათგან გადმოვიღე?

პირველი მომენტი – შევწყვიტე საკუთარი თავის სხვებთან შედარება. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ დაბალი ვარ, რომ ჩემი კანი იდეალური არ არის, თვალები პატარა მაქვს და ა.შ. ირგვლივ კი მხოლოდ ლამაზმანები არიან))როდესაც შევწყვიტე საკუთარი თავის სხვებთან შედარება, მაშინვე შევწყვიტე გამოგონილი თავსმოხვეული სტანდარტების დევნაც. არ მაქვს სურვილი გავიკეთო ტუჩები, ლოყები, წამწამები…

მეორე მომენტი  – მას შემდეგ რაც შევწყვიტე საკუთარი თავის სხვებთან შედარება, საკუთარი თავის შემიყვარდა. ბევრ თქვენგანსაც შეუძლია თქვას, რომ საკუთარი თავი უყვარს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის.ქალების უმეტესობა ცხოვრობს სხვებისთვის – ქმრისთვის, შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, საკუთარ თავს კი ივიწყებს. ამას გარდა, ჭარბი წონაც ასევე იმის მანიშნებელია, რომ ადამიანს საკუთარი თავი არასაკმარისად უყვარს. გულახდილად უპასუხეთ საკუთარ თავს – აჭმევდით თუ არა თქვენს შვილს მხოლოდ ჩიფსებსა და დაალევინებდით მხოლოდ კოკა-კოლას, თუ მას ამის სურვილი ექნებოდა? არა! თქვენ ფიქრობთ მის ჯანმრთელობაზე! უმეტესობა საკუთარ თავს არწმუნებს, რომ მე ძალიან ლამაზი ვარ, მე მიყვარს ჩემი თავი, არ მაინტერესებს როგორ გამოვიყურები სხვებისთვის – მე მომწონს ჩემი თავი. შევჭამ როგორც მინდა და რამდენსაც მინდა!ადამიანი, რომელიც არ ზრუნავს თავის კვებაზე, სწორ კვებაზე, შეგნებულად იფუჭებს ჯანმრთელობას. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს, ამას არ გააკეთებს!

მესამე მომენტი – ასევე, შევწყვიტე სხვისი აზრის ჩემს აზრზე მაღლა დაყენება. დიახ, მე ვუსმენ სხვის აზრს, ზოგჯერ შემიძლია შევცვალო ჩემი აზრი ზოგიერთი ფაქტის გათვალისწინებით (დიახ, რადგან ჭკვიანი ეჭვობს, სულელი კი დარწმუნებულია, რომ მართალია).მაგრამ მაინც, ყველაზე უფრო ხშირად, ჩემს აზრს გარკვეული ფაქტების მიხედვით ვაყალიბებ.

მეოთხე მომენტი – და ბოლო მომენტი – ის ყველაზე სევდიანია. მე გავაცნობიერე, რომ სიბერე ყველას არ ეძლევა…