
რა თქმა უნდა, იცით რომ წარბები ძალიან მნიშვნელოვანია და მათ ფორმაზე დამოკიდებულია თვალის ზომაც და სახის გამომეტყველებაც. როგორ მივაღწიოთ სრულყოფილებას, თუ ბუნებით იდეალური წარბები არ გვაქვს? ამის შესახებ იცის ვიოლეტა პავლოვმა, წარბების სტილისტმა სილამაზის სალონიდან Brow & Beauty.
თუ წარბები ძალიან თხელია

ამ შემთხვევაში წარბების შეღებვა დაგეხმარებათ. ასე წარბები უფრო ფართო გახდება. თვალები ვიზუალურად უფრო დიდი და გახსნილი რომ გამოჩნდეს, წარბები ოდნავ დაამოკლეთ: წარბების ხაზი უნდა დასრულდეს წერტილზე, რომლის პოვნაც მარტივია. სახეზე ფანქარი დაიდეთ ისე, რომ ცხვირის წვერი და თვალის გარე კუთხე შეაერთოთ. ამ სწორ და იდეალურ წერტილზე წარბები უნდა დასრულდეს.
თუ წარბები ძალიან სქელია

ძგიდესთან ახლოს მზარდი თმის მოშორებით ხედვას უფრო ღიას, ხოლო წარბებს სწორს გახდით. ამასთან ბუნებრივ ფორმას შეინარჩუნებთ. თმის ზრდის ზედა ხაზის შეღებვით და წარბების სიფართეს ადვილად გაასწორებთ. მზადაა!
თუ წარბები არათანაბრად იზრდება

ზოგჯერ წარმატებული ფორმის შემთხვევაში, წარბები ერთნაირად არ გამოიყურება: სადღაც თმა უფრო სქლად იზრდება, სადღაც „პრობლემებია“. „სქელი“ ნაწილის მცირე კორექტირებით და ცარიელ ადგილზე თმის „გაზრდით“ სასიამოვნო შედეგს მიიღებთ.
თუ თვალები ასიმეტრიულია

ერთი თვალი ოდნავ დახუჭული, მეორე კი უფრო ღიაა – ეს პოპულარული პრობლემაა! წარბების დახმარებით დავაკორექტიროთ: პატარა თვალთან წარბი ასწიეთ, წარბის ქვედა ხაზზე თმა მოაშორეთ, შეღებვით გაასწორეთ და გელის დახმარებთ ზემოთ დაივარცხნეთ და ესეც ასე, მზადაა!
თუ წარბები ძალიან ღია ფერისაა

სწორი ფორმის და იდეალური სისქის ლამაზი წარბებიც შეიძლება წამგებიანად გამოიყურებოდეს, თუ თითქმის არ ჩანს. 1 ტონით მუქ ფერში შეღებვა სიტუაციას გამოასწორებს და სახე უფრო გამოხატული გახდება.