წამოზრდილი ძირები და უხილავი ჰაილაითები: მოდური შეღებვის 25 სტილი 2021 წლის ზამთრისთვის

0
1334

თითოეული სეზონის ცვლილება თმის ფერის შეცვლის საბაბია. ღრმა შავი, იასამნისფერი, ღია ჰაილაითები – საქმეში ყველაფერი ერთვება. თუ უკვე ფიქრობთ ფერის შეცვლაზე, ჩვენს იდეებს გადახედეთ. ეს ზამთარში მოდური იქნება.

1. პრაქტიკულად შავი

ფიქრობთ, რომ ზამთარში მუქი ფერის თმა კლიშეა? როცა ამ შავ ფერს თვალით ნახავთ, მიხვდებით, რომ მოსაწყენი საერთოდ არაა. ის ბზინვარე, ღრმა და უბრალოდ იდეალურია სწორი ბობისთვის.

2. ცეცხლოვანი

კეკე პალმერის მდიდრული ფაფარი ამ ცეცხლოვანი ფერით კიდევ უფრო მდიდრული გახდა. ცივ, სუსხიან ზამთარში პოზიტივით მხოლოდ ეს ფერი დაგმუხტავთ!

3. იასამნისფერი კულულები

თუ იმიჯის სრულად შეცვლა არ გსურთ, რამდენიმე კულული იასამნისფრად შეიღებეთ. შავი ან ყავისფერი თმის ფონზე განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურება.

4. ოქროსფერი ჰაილაითები

არ მოგწონთ ჩვეულებრივი ზამთრის ცივი შეფერილობა? მაშინ ოქროსფერი ჰაილაითები გაიკეთეთ – თქვენს საზაფხულო განწყობას მოუხდება.

5. თბილი ყავისფერი თმა

გგონიათ, ეს ჩვეულებრივი ყავისფერი თმაა? არა და არა! თუ დააკვირდებით, რბილ თბილ ანარეკლს დაინახავთ. სხვათა შორის, ამისთვის შეღებვა საჭირო არაა – შეგიძლიათ ტონიკ–შამპუნი ან ბალზამი შეიძინოთ.

6. ღია ცისფერი თმა

რაღაც ექსტრაორდინალურს ეძებთ? მაშინ ზამთრის სეზონზე ღია ცისფერი თმით შეიჭერით. ჩოლკიან ბობს ძალიან უხდება!

7. კრემისფერი კულულები სახეზე

ზაფხულის ფერიდან ზამთარში გადასასვლელად სახეზე კულულების ღია ფერში ტონირება და უფრო მშვიდი ელფერის მინიჭება იდეალურია. სითბო მაინც იქნება, მაგრამ არც ისე შესამჩნევი.

8. ღრმა შოკოლადისფერი

ზამთარში ღრმა შოკოლადისფერზე უფრო კლასიკური არაფერია. სპეციალისტს რამდენიმე ღია კულულების დამატება სთხოვეთ, რომ თმის ფერი უფრო ღრმა გამოჩნდეს.

9. სპილენძისფერი ხვეულები

თუ დიდი ხანია თმის წითლად შეღებვაზე ფიქრობთ, მაგრამ ვერ ბედავთ, თავიდან სპილენძისფერი შეფერილობა სცადეთ – ეს არის რაღაც ყავისფერსა და წითელს შორის.

10. ქერა ემილი

დიახ, ზამთარში ქერად შეღებვა ცოტა უცნაურია, მაგრამ ემილი რატაკოვსკის მსგავსი ცივი ტონები სათანადოდ და ელეგანტურად გამოიყურება. ასეთ შეღებვას ის პლიუსი აქვს, რომ შეგიძლიათ ძირები არ შეიღებოთ, ანუ სალონში უფრო იშვიათად მოგიწევთ წასვლა.

11. ორ ფერში შეღებვა

ალბათ შეღებვის ერთ–ერთი ყველაზე მოდური სტილი ამ წელს – ორ ფერში შეღებვა სახის წინა კულულებზე აქცენტით. მაგალითად, ეს ვარიანტი ატმისფერი–ვარდისფერი კულულებით და შოკოლადისფერით ძალიან მოგვწონს. ლამაზია, არა?

12. მუქი ყავისფერი

შავ ფერზე მხოლოდ 1–2 ტონით ღია და აღსაქმელად უკვე დიდ სხვაობას იძლევა. თუ თმის ტონირებას გარისკავთ, სილამაზის რუტინაში ცისფერი შამპუნის დამატება არ დაგავიწყდეთ, რომ თმას ცივი შეფერილობა მიანიჭოთ.

13. შავი ძირები დუა ლიპის მსგავსად

დუა ლიპი 2020 წლის შეღებვის დედოფალია, ამიტომ ამ სიაში მისი მოხვედრა არ გაგიკვირდეთ. ამას ექსტრემალური ომბრე ვუწოდოთ – სუპერ მუქი ძირები და სუპერ ღია ბოლოები.

14. ლავანდა

ლავანდისფერი თმა ზამთარში ძალიან მოდურად გამოიყურება – როგორც პრინცესებს. იასამნისფერის, ვარდისფერის და ცისფერის კომბინაცია თითქმის ყველას უხდება.

15. ღია ბალაიჟი

ბალაიჟი ღია კულულებით უკვე კლასიკა გახდა. მას ბევრი პლიუსი აქვს: დაწყებული იმით, რომ მისი შენარჩუნება ადვილია და დასრულებული იმით, რომ შეგიძლიათ მოირგოთ, უფრო ღია და მშვიდი ბალაიჟი გამოიყენოთ.

16. გოლოგრაფიკი

სიცივე მიზეზი არაა, რომ პასტელური შეფერილობები მოიშოროთ. სიკაშკაშე, ბზინვარება და გოლოგრაფიკის ეფექტი დაუმატეთ, რომ თოვლზე არა ნაკლებ იკაშკაშოთ.

17. ნახევარტონების კომბინაცია

სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ჰაილაითები სხვა თმებს შორის გამოიყოფა, მაგრამ ახლა ტრენდშია კულულები, რომლებიც ბაზიდან თითქმის არ გამოირჩევა და მხოლოდ 1–2 ტონით განსხვავდება.

18. თბილი ჰაილაითები

ზოგი ფიქრობს, რომ ზამთარში ჰაილაითებზე უარი უნდა ვთქვათ, მაგრამ ისინი, პირიქით, წლის ცივ პერიოდში სახეს აჯანსაღებენ, სითბოს მატებენ.

19. დახშობილი ვარდისფერი

სტილისტები თვლიან, რომ ამ ზამთარს მოდური იქნება ვარდისფერი შეფერილობა. ოღონდ არა ღია ვარდისფერი, არამედ რბილი, დახშობილი.

20. თბილი წაბლისფერი

ცივი ყავისფერი თმა დაივიწყეთ, რომელსაც ინსტაგრამში ხშირად ხედავთ. ის თბილი წაბლისფერი შეფერილობით ჩაანაცვლეთ. თბილი ტონის კანის მქონე გოგოებს განსაკუთრებით უხდებათ.

21. მოწითალო–სპილენძისფერი თმა

წითელი თმა ძალიან ლამაზი და სექსუალურია, თუმცა ამ სეზონზე უპირატესობა სპილენძისფერ შეფერილობას ენიჭება. ის უფრო მეტ ადამიანს უხდება.

22. კაკლისფერი კულულები

ალბათ უკვე მიხვდით, რომ ყავისფერი შეფერილობა ამ ზამთრის მოდიდან არ გასულა. მნიშვნელოვანია მუქი ჰაილაითების და კაკლისფერი ტონირებით სიღრმე შემატოთ.

23. მარწყვისფერი ქერა

თუ ქერა თმა გაქვთ, ამ ზამთარს მარწყვისფერი ტონირება გაიკეთეთ. ჯერ ღია შეფერილობა აირჩიეთ, სიკაშკაშეს ყოველთვის დაამატებთ. უსულფატო შამპუნის გამოყენება არ დაგავიწყდეთ – ასე თმის ფერს დიდხანს შეინარჩუნებთ.

24. ცივი კრემისფერი

პლატინის შეფერილობა დღემდე მოდაშია, მაგრამ გირჩევთ ყურადღება ცივ კრემისფერზე გააკეთოთ. ის წლის ცივ სეზონზე უფრო გონივრულია – თქვენს გარეგნობას უფრო თბილს გახდის.

25. კარამელის ომბრე

ადრე ომბრე კაშკაშა და მკვეთრი იყო, ახლა მოდაშია უფრო მშვიდი გადასვლები, რომელიც სახეს უფრო აჯანსაღებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ