
ამას ყველა ვიზაჟისტი აკეთებს, თუმცა საიდუმლოს გამჟღავნება ყველას არ სურს. ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით ფარული გამოძიება ჩავატარეთ და ახლა შედეგებს თქვენს გაგიზიარებთ.
1. გამოიყენეთ პუდრა
შეიღებავთ თუ არა წამწამებს, არ აცადოთ ტუშს გაშრობა და წაისვით პუდრა ფუმფულა ფუნჯით. ახლა წაისვით ტუშის მეორე ფენა. ეს ხრიკი დაგეხმარებათ სქელი წამწამების ეფექტის მიღებაში, თუმცა, მხოლოდ მათთვისაა შესაფერისი, ვისაც საკმაოდ გრძელი წამწამები აქვს, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ სქელ “კუნძებს” მიიღებთ.
2. გამოიყენეთ ორი ფერი
ეს ხრიკი კი ყველასთვის გამოდგება: წაისვით წამწამებზე შავი ტუში, შემდეგ ფერადი (ან ყავისფერი, თუ შავგვრემანი ხართ) და ისევ შავი. ფერადი პიგმენტი შავის ქვეშაც გამოჩნდება და უფრო მოცულობითი თმის ეფექტს შექმნის.
3. გააფერადეთ წამწამებსშორისი სივრცე
ეს არც ისეთი სასიამოვნო პროცედურაა, თუმცა ნამდვილად იძლევა შედეგს: მკვრივი ფუნჯით აიღეთ გელ-ლაინერი ან მყარი ფანქარი და საფულდაგულოდ დაშტრიხეთ წამწამების ძირები. შესაძლოა, ამ დროს თვალები აცრემლიანდეს, ამიტომ გირჩევთ, ლაინერი წყალმედეგი იყოს. ეცადეთ, შეიღებოთ ლორწოვანას ზოლიც – ასე ეფექტი უფრო თვალსაჩინო იქნება. შემდეგ წაისვით წამწამებზე ტუში, ჩვეულებრივად.
4. დაიწყეთ ბოლოდან
წაისვით ტუში ჯერ წამწამების ბოლოებზე, აცადეთ გაშრობა, შემდეგ კი შეიღებეთ მთელი სიგრძე. დაბოლოებების შესქელება ოპტიკურად ახშირებს წამწამებს.
5. იმოძრავეთ ზიგზაგურად
წამწამების შეღებვისას, ნუ გადაატარებთ ტუშის ჯაგრისს უბრალოდ ძირებიდან ბოლოებამდე, შეასრულეთ მცირე რხევითი მოძრაობები მარცხნივ-მარჯვნივ. ასე, ყოველი წამწამი მეტ მღებავ პიგმენტს მიიღებს.
6. დაიხატეთ ისარი
წამწამების ზრდის ზოლამდე, თვალის გარე კუთხეში, დაიხატეთ ისარი, ოღონდ თვალიდან 1-2 მმ-ით დააშორეთ. გასაოცარია, მაგრამ ეს მანევრი ვიზუალურად აგრძელებს წამწამებს!