პლატინისფერი ბობი: ტრენდი, რომელმაც ჰოლივუდი დაიპყრო და დაბრუნდა

0
1059

თუ ეძებთ იმიჯს, რომელიც სუპერჰიტი იქნება, ეს ისაა! ულტრამოურ კომბინაციას ქმნის ვარცხნილობა, შეღებვა და სითამამე.

მაშ ასე, ქერას თბილ, თაფლისფერ ელფერებს აწი ცივი ტონი ჩაანაცვლებს: პლატინისფერი, ვერცხლისფერი, ფერფლისფერი – როგორც გინდათ, ისე უწოდეთ – არავითარი სიყვითლე მოდურ ქალბატონს. ყოველ შემთხვევაში, სტილისტები ასე მიიჩნევენ. ვარცხნილობისა და ფერის შესანიშნავი შერწყმა გვაჩვენა ტეილორ სვიფთმა – მაშინ ჰოლივუდის თავების დიდი ნაწილი პლატინისფერი ქერა გახდა.

1. ტეილორ სვიფთი

Photo credit: Fotodom / Rex Features

უპირობოდ, ეს ტეილის საუკეთესო ლუქია!

2. ჯენიფერ ლოურენსი

Photo credit: Getty Images

მოულოდნელი და ძალიან მოდურია! ასიმეტრიული ბობი ჯენიფერის სახეს ძალიან უხდება.

3. ქეით ჰადსონი

Photo credit: Fotodom / Rex Features

ქეითი ასე არასდროს ბრწყინავდა!

4. რიტა ორა

Photo credit www.instagram.com/ritaora

თითქოს, რიტაში უეცრად გვენ სტეფანიმ გაიღვიძა.

5. გვენ სტეფანი

Photo credit: www.instagram.com/gwenstefani

გვენი კი თავისი თავის ერთგული რჩება. ისევ მოდური ტალღის თავზეა მოქცეული.

6. ქრისტენ სტიუარტი

Photo credit: Getty Images

გავიხსენოთ ქრისტენის ერთ-ერთი ყველაზე ნაზი ლუქი: კანის ფესტივალზე იგი შეუდარებლად გამოიყურებოდა! შეიარაღდით ამ იდეით.

7. ემა სთოუნი

Photo credit: Getty Images

ხანგრძლივი “ჟღალის” შემდეგ, ემა ქერათა რიგებში ჩაეწერა. თამამაც და ღირსეულად!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ