
მაშ ასე, დადგა ეს დროც! თუ თქვენი რომანტიკული ცხოვრება ვნებებში არ იყო გახვეული, შეგიძლიათ ქალწულში შესული ვენერა დაადანაშაულოთ. თუმცა ახლა, როცა სიყვარულის, სილამაზისა და ფულის პლანეტა სასწორში გადავიდა, ყველაფერი შეიცვლება. ვენერა იქ 21 ნოემბრამდე გაჩენდება, ამ დროში კი თქვენ შეძლებთ, პლანეტის გავლენის ყველა სიამოვნება იგემოთ. ჰაერის ნიშნები (ტყუპები, სასწორი, მერწყული) ამ ტრანზიტში ყველაზე უფრო იღბლიანები აღმოჩნდნენ მაშინ, როცა ვერძი, კირჩხიბი და თხის რქა მოულოდნელ დრამას უნდა ელოდონ.
1. ვერძი
ეს შესანიშნავი დროა ოცნების ურთიერთობების შესაქმნელად, მიუხედავად იმისა, ამ წუთას მარტო ხართ თუ არა. ახლა დარწმუნებით მოქმედების დროა! ვენერას არ უყვარს ისინი, ვინც მუდმივად ეჭვობს და ბორძიკობს. თუ არსებობს ვინმე, ვინც მოგწონთ, მისწერეთ მას. დიახ, ახლავე! თუ რაღაც ამ ურთიერთობაში არ მოგწონთ, არ გაჩერდეთ – ამის შესახებ პარტნიორს უნდა უამბოთ. აღნიშნულ ტრანზიტში ძალიან ბევრია დამოკიდებული თვენზე და თქვენს მტკიცე ნაბიჯებზე.
2. კურო
სასწორში მყოფი ვენერა ისე იზამს, რომ თქვენი ურთიერთობები კოლეგებთან და უფროსობასთან მაქსიმალურად კარგად წარიმართოს. რაც უფრო მეტს ითანამშრომლებთ სამსახურებრივ საკითხებში, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. უფრო პირად დონეზე, ესაა შესანიშნავი დრო თავის მოვლისთვის. ყველა ჯანსაღი ჩვევა, რომლის შემოტანასაც ცხოვრებაში სწორედ ახლა ეცდებით, თქვენს რუტინაში დიდხანს შენარჩუნედება. თუ მოწევისთვის თავის დანებება ან ყოველ დილით სირბილი გადაწყვიტეთ, დაიწყეთ ეს 21 ნოემბრამდე.
3. ტყუპები
ალბათ, ყველა ნიშანს შორის, ამ ტრანზიტიდან ყველაზე მეტ სარგებელს სწორედ თქვენ მიიღებთ. ეს იმიტომ, რომ თქვენი რუკის მეხუთე სახლი, რომელიც რომანტიკაზე, სექსსა და გართობაზე აგებს პასუხს, აქტიურდება. თუ უბრალოდ მსუბუქი ინტრიგა ან სექსი მოვალეობების გარეშე გსურთ, წინ! ვერავინ შეგაჩერებთ. თუ ახლა გრძნობთ, რომ მზად ხართ რამე უფრო სერიოზული და ღრმა ურტიერთობისთვის, მაინც არ გაჩერდეთ, სასიყვარულო კავშირის გაბმა უფრო მარტივი აღმოჩნდება, ვიდრე გეგონათ.
4. კირჩხიბი
ახლა შესანიშნავი დროა სახლის სიმყუდროვეზე ფიქრისთვის. ვენერა თქვენს ენერგიას საცხოვრებლის მოწყობისკენ მიმართავს და, საუბარი არა ა მხოლოდ საახალწლო დეკორაციებზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, უკვე ნაწილობრივ შეიძინეთ. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ მოულოდნელად გაგიმარტივდათ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, ყველა ის კონფლიქტი კი, რომლებიც თქვენს შორის მძვინვარებდა, ნულამდე დავიდა. არსებობს საფრთხე იმისა, რომ საიდანღაც ყოფილი ამოტივტივდება, თუმცა, ეს მცირე ხნით და უმტკივნეულოდ ჩაივლის.
5. ლომი
სასწორში შესული ვენერა თქვენც გარგებთ. ეს სარგებელი იმაში გამოიხატება, რომ ლომი ქალი უფრო მკვეთრი და მომხიბლავი იქნება, ვიდრე მანამდე. თქვენი ხიბლი გაასმაგდება, თითქოს ციური სხეული აფეთქდაო, ამიტომ, არ გაუშვათ ხელიდან ეს მომენტი, თუ ურთიერთობის დაწყება გსურთ, სწორედ ახლა ამის დროა. მაშინაც კი, თუ გადაწყვეტთ, რომ ურთიერთობები ამ დროისთვის თქვენი პრიორიტეტების სიაში არაა, მაინც შეძლებთ ამ ტრანზიტის სარფიანად გამოყენებას. იპოვით უამრავ შესაძლებლობას, შეიძინოთ ახალი მეგობრები და გააფართოვოთ სანაცნობო წრე.
6. ქალწული
თუ გარკვეული დროის წინ ახალი ურთიერთობა წამოიწყეთ, ახლა მისი სტატუსის შეცვლისთვის საუკეთესო დროა. თუ დიდი ხანი საუბრობდით იმის შესახებ, რომ მომავალში დაქორწინება გსურთ, აი, ისიც – მომავალი სწორედ ახლა დადგა! დანარჩენი კუთხით, თქვენი პირადი ცხოვრება ამ პერიოდში მოსაწყენი იქნება. ახლა ვენერა მთელ ენერგიას თავს უყრის სახლში, რომელიც ფინანსებზე აგებს პასუხს. ელოდეთ შემოსავალს, თანაც, მოულოდნელს. შესაძლოა, მოიგოთ ლატარეა ან მიიღოთ მოულოდნელი მემკვიდრეობა თუ ჰონორარი, რომლის შესახებაც უკვე დაგავიწყდათ.
7. სასწორი
ვენერა თქვენს ნიშანშია და უხვად გიზიარებთ თავის ენერგიას. როცა თქვენი პლანეტა-მმართველი თქვენსავე ნიშანში შედის, ერთბაშად ყველაფერს იღებთ: შესანიშნავად გამოიყურებით, თავსაც კარგად გრძნობთ, შინაგანად ანათებთ! ეს შესანიშნავი დროა სტილის შესაცვლელად, ახალი ვარცხნილობისთვის ან განსხვავებული მაკიაჟისთვის. ვენერას სურს, რომ მაქსიმალურად კარგად გამოიყურებოდეთ – ასე იგრძნობთ თავს საუკეთესოდ. თქვენს ნიშანს წელს ბევრი უსიამოვნება შეემთხვა, ახლა ამოსუნთქვის დროა.
8. მორიელი
არ გაგიკვირდეთ, თუ ჰორიზონტზე ერთი-ორი ყოფილი წამოყოფს თავს. ვენერას უნდა, რომ პირად ცხოვრებაზე კონცენტრირდეთ და გასცეთ საკუთარ თავს პასუხი კითხვაზე, თუ ვისი დატოვება გინდათ იქ და ვისი გაგდების დროა. ეს უკიდურესად ემოციური, თუმცა მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება თქვენთვის. შესაძლოა, მეგობრების როტაციაც იგრძნოთ: ერთნი წავლენ, სხვანი მოვლენ… დააკვირდით “კადრთა ჩანაცვლებას” და მოუსმინეთ საკუთარ გულს.
9. მშვილდოსანი
თქვენი სოციალური ცხოვრება ამ ტრანზიტის ცენტრში მოხვდება. შეხვდებით ახალ ადამიანებს, მოისმენთ საინტერესო სახელებს – მოქმედ ნეთვორქინგს. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თქვენ იფიქრებთ, რომ სამყაროში ყველაზე პოპულარულ ადამიანად იქეცით, ნაწილობრივ კი ასეც იქნება. იყავით ადამიანებს შორის – ესაა რჩევა, რომელსაც ვენერა მოგცემდათ. ერთი ერთზე ურთიერთობა ახლა თქვენი ძლიერი მხარე არ იქნება, აქედანვე გაფრთხილებთ.
10. თხის რქა
ახლა ურთიერთობებში რაღაცის შეცვლის დროა. განსაკუთრებით, თუ გრძნობთ, რომ ბოლო დროს ისინი ჭაობად იქცა. თუ დაქორწინებას გეგმავდით, დაუბრუნდით ამ საუბარს, თუ განშორება გსურთ – ახლა ამის დროა. იგრძნობთ, რომ თქვენი ურთიერთობები ადამიანებთან გამარტივდა, ადრინდელი კონფლიქტები ჩაცხრა. ეს ხელსაყრელი დროა გულდასმით მუშაობისთვის, ამიტომ, თუ უფროსი გყავთ, ახლა იგი ყურადღებით დააკვირდება თქვენს საქმიანობას.
11. მერწყული
გასაოცარი, ექსცენტრული, ზოგგან მოუხერხებელი, უცნაურიც კი – სწორედ ახლა, ვენერა თქვენს ცხოვრებაში შემოიყვანს ასეთივე უცნაურ, მოუხერხებელ და ექსცენტრულ ადამიანებს. რა მოუხერხოთ მათ – ემეგობროთ, შეიყვაროთ თუ გააგდოთ, ეს მხოლოდ თქვენი საქმეა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამდენად მსგავს ადამიანებთან ურთიერთობით უამრავ სიამოვნებას მიიღებთ.
12. თევზები
ვენერა სასწორში თქვენს რუკაზე სიახლოვის ზონას ანათებს. თქვენი სექსუალური ცხოვრება ამ ტრანზიტით მეორე სიცოცხლეს მიიღებს. სექსი უბრალოდ ფანტასტიკური გექნებათ, თანაც არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ დონეზეც, რასაც თევზები განსაკუთრებულად აფასებს.