არამხოლოდ მუქარა და შანტაჟი: როგორ აღვზარდოთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ბავშვები

0
444

მართალია, მუქარა და შანტაჟი უბრალოდ ხუმრობა იყო, თუმცა, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისებური მიდგომა სჭირდება – ბავშვები გამონაკლისი არ არიან. დღეს მოგიყვებით, თუ როგორ უნდა აღზარდოთ თქვენი შვილები, ზეციური მნათობების მიხედვით.

1. ვერძი 

ამ ნიშნის პატარა წარმომადგენელი მთელი ძალით ცდილობს, გადმორთოს გარშემომყოფთა ყურადღება საკუთარ თავზე, იგი ჯიუტია და სურს, “მთავარი როლი შეასრულოს”. ემოციათა ასეთი საშიში კოქტეილის საკეთილდღეოდ გამოყენება სავსებით შესაძლებელია. ბავშვის აქტიურობის წყალობით, მარტივად შეძლებთ მისი ნიჭის განვითარებას. რეგულარულად შეაქეთ მისი მიღწევები, უამბეთ გარშემომყოფებს მისი წარმატების შესახებ. რაღა თქმა უნდა, ბავშვის თანდასწრებით. იგი თავს მნიშვნელოვნად, აზრიანად იგრძნობს. რამდენადაც ვერძი საკმაოდ კონფლიქტურია, ასწავლეთ მას გარშემომყოფებთან ურთიერთობა. დათმობაზე მხოლოდ წახალისების მიზნით უნდა წახვიდეთ.

2. კურო

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა, ნაზი გრძნობების გამოვლინება და ტაქტილური კონტაქტი. მიუხედავად დროის უქონლობისა, მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ პატარას. ეკონტაქტეთ მას და ჩართეთ საოჯახო საქმეებში. ესაუბრეთ ბავშვს საკუთარი გრძნობების შესახებ. ეთამაშეთ განსავითარებელი თამაშები. კუროს ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან კომფორტის მიმართ. უზრუნველყავით ისინი ხარისხიანი ტანსაცმლითა და გემრიელი საკვებით. ნებისმიერი დისკომფორტი სიბზრაზესა და გაღიზიანებას გამოიწვევს. არ მოახვიოთ კუროს თავს იგი, რაც არ მოსწონს.

3. ტყუპები

ამ ნიშნის წარმომადგენლები ცნობისმოყვარე და მოუთმენლები არიან. მათთვის რთულია ერთი საქმისთვის გულის დადება დიდი ხნით. ეცადეთ, ისინი დააინტერესოთ და შეუცვალოთ საქმიანობა, როგორც კი გაღიზიანების პირველ ნიშნებს გამოავლენს. პატარა ტყუპებს უყვარს ყველაფერი ლამაზი და არტისტული. კითხვა? მხოლოდ ლამაზი და საინტერესო წიგნებისა. მართლწერა? მხოლოდ ყველაზე ლამაზ რვეულში, საყვარელი ფერადი კალმით. ეცადეთ, მისთვის ყველა ყოველდღიური საქმიანობა საინტერესო პროცესად აქციოთ. მეტად იკონტაქტეთ ბავშვთან – ამ შემთხვევაში, ურთიერთობები ჰარმონიული და სანდო გახდება.

4. კირჩხიბი

პატარა კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარეა. იგი მშობლების ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, დელიკატურ მოპყრობას საჭიროებს. თქვენს ემოციებს ბავშვი ღრუბელივით იწოვს. კირჩხიბი რომ არ გააღიზიანოთ, ესაუბრეთ მშვიდად, არ წაახალისოთ ბავშვური კაპრიზების გამოვლინება. ეცადეთ, ყველა ოჯახური სკანდალი გადაიტანოთ და ურთიერთობა ბავშვისგან მალულად გაარკვიოთ, არ გააგონოთ კამათი. მშობლების ურთიერთობაში გაჩენილი ნებისმიერი პრობლემა უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

5. ლომი

ზოდიაქოს მეფე მცირე ასაკში გარშემომყოფებისადმი სიყვარულით გამოირჩევა. მას ლიდერობა სურს ყველგან და ყველაფერში. საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ სახლში. ბავშვს სიყვარულითა და პატივისცემით მიუდექით. არ შეზღუდოთ ან დასაჯოთ. ამით მაინც ვერ მიიღებთ ლომისგან სასურველ ქცევას. იგი ჯინზე შეეწინააღმდეგება დედასა და მამას. ასწავლეთ ბავშვს დათმობაზე წასვლა და სხვების აზრის გათვალისწინება, საზოგადოებრივი წესების დაცვა. ეცადეთ, იგი კარგი საქციელისთვის შეაქოთ და საჩუქრებით წაახალისოთ.

6. ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენელი ყველაფერში იდეალური წესრიგისკენ მიილტვის. იგი  ფრთხილი და პუნქტუალურია, რაციონალურად აზროვნებს. მხარი დაუჭირეთ და განავითარეთ ეს თვისებები. პატარა ქალწული ძალიან მგრძნობიარეა. ეცადეთ, არ შეცვალოთ მისი დღის წესრიგი. რძე, რომელსაც მისთვის ულამაზო ფინჯანში ჩაასხამთ, ან შვრიის ფაფით საუზმობა, სიმინდის ფანტელების ნაცვლად, ქალწულს ძალიან გააბრაზებს.

7. სასწორი

ეს პატარა ბავშვი სხვებისგან კომპლიმენტებისა და ქებისადმი გულგრილი არაა. სხვა ადამიანების აზრი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უზრუნველყავით პატარა დიდი სანაცნობო წრით, რათა მან შეძლოს კონტაქტის დამყარება და თავის გამარჯვებულად ცნობა. თუ მეგობრებისა და ნათესავების წრეში მიდიხართ, თან წაიყვანეთ სასწორიც. იგი გამოავლენს თავის ნიჭს და წახალისდება. მარტოობა ძალიან ცუდად მოქმედებს ასეთ ბავშვზე. ნუ გამოავლენთ ჭარბ სიმკაცრეს – ამას მხოლოდ დაკნინება და აპათია შეუძლია.

8. მორიელი

“მთელი სამყარო ჩემ გარშემო ტრიალებს!” – სწორედ ასე ფიქრობს მორიელის ნიშნის ყველა წარმომადგენელი. ნებისყოფისა და ჩაკეტილობის წყალობით, იგი რეგულარულად მანიპულირებს ზრდასრული ადამიანებით. მშობლები დასჯითა და შზღუდვებით ვერ მიიღებენ მორიელისგან სასურველ შედეგს. იგი მაინც იპოვის მოტყუების გზას და ყველაფერს თავისებურად გააკეთებს. პატარა მორიელს თავისუფლება და არჩევნის უფლება სჭირდება. ეს მას დაეხმარება სამომავლოდ მრავალი შეცდომის თავიდან აცილებაში. ბავშვი არაა გულრგილი კომფორტის მიმართაც. კარგი ქცევის შექების სახით, აჩუქეთ მას სათამაშოები და საბავშვო ტანსაცმელი, ზოოპარკისა და ცირკის ბილეთები.

9. მშვილდოსანი

ამ ნიშნის წარმომადგენელი ბავშვი სწრაფად ვითარდება და ინფორმაციასაც ასეთი სიჩქარით იწოვს. მას ურჩევნია, გარშემომყოფებს თავისი დამოუკიდებლობა და უპირატესობები აჩვენოს. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც დადებითი, ისე გამანადგურებელი შედეგები. არ სცადოთ მშვილდოსნის შეზღუდვა. ნებისმიერი აკრძალვა უნდა ახსნათ, ეცადეთ, ბავშვი გაართოთ საინტერესო საქმიანობით და შეცვალოთ გარემოცვა, რათა ზოდიაქოს ნიშნის უარყოფითი თვისებები ჩაახშოთ.

10. თხის რქა

ესაა იდეალისტი და ჯიუტი ბავშვი, ჯერ კიდევ გახვევის პერიოდიდან. ამ ნიშნის წარმომადგენელს შეუძლია რამდენჯერმე ჩაადგას ფეხი ერთსა და იმავე გუბეში, დასკვნა საერთოდ ვერ გამოაქვს. ყველა შეცდომას მანამ დაუშვებს, სანამ არ დარწმუნდება თავისი ქცევის არასწორობაში. მიაჩვიეთ პატარა თხის რქა დისციპლინასა და დღის წესრიგს. გააგებინეთ, რომ იგი სახლში მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ თხის რქა ძალიან ნელი და ჟინიანია. ნუ იჩქარებთ მის განსჯას.

11. მერწყული

მერწყულ ბავშვს მარტო ურჩევნია დროის გატარება, საკუთარ ოცნებებთან ერთად. რამდენადაც მას ხშირად ეცვლება განწყობა, მშობლები დელიკატური და ყურადღებიანი უნდა იყვნენ. სულ რაღაც 5 წუთის წინ, ბავშვი იცინოდა, ახლა კი უკვე ტირის. როგორ მოვიქცეთ? გაგებით მოეკიდეთ! თუ ბავშვი ხასიათზე არაა, დაანებეთ თავი. ნუ ეცდებით მერწყულთან ხასიათის მკვეთრი ცვლილების მიზეზის გარკვევას ან მის დამშვიდებას. იგი თავისით გამოფხიზლდება. ასეთი ბავშვები ძალიან არტისტულები არიან, ამიტომ მშობლებმა მათი შემოქმედებითი ნიჭები უნდა განავითარონ.

12. თევზები

პატარა თევზები ძალიან მოწყვლადი და მგრძნობიარეა. მის განწყობაზე ყველაფერი მოქმედებს. მშობლების ემოციური მდგომარეობით დაწყებული, ნანახი მულტფილმისგან დარჩენილი შთაბეჭდილებით დასრულებული. ბავშვს სჭირდება ხელმძღვანელი. ასეთი ავტორიტეტი მას დაეხმარება საკუთარ იდეალებსა და ემოციებში გარკვევაში. ეცადეთ, მას მეტი ყურადღება დაუთმოთ. ჰკითხეთ მისი განცდებისა და ოცნებების შესახებ. დაუჭირეთ მხარი მორალურად და შეაქეთ კარგი ქცევისთვის. ასწავლეთ პატარა თევზებს, ყველაფერში ენდოს მშობლებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ