
აღმოსავლელი ქალის გარეგნობა ჩვენში იდუმალებასა და თავშეკავებულობასთან, შესანიშნავ შავ თმასთან, ხავერდოვან კანთან და მყარ ფრჩხილებთან ასოცირდება. აღმოსავლური სილამაზე მართლაც იმსახურებს ჩვენს ყურადღებას, ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ზოგიერთი რეცეპტი, რომელთა გამოყენებას ქართულ რეალობაშიც შეძლებთ.
აღმოსავლელი ქალების სილამაზის საიდუმლო
აღმოსავლურ სილამაზეს საფუძვლად უდევს უძველესი რეცეპტები, რომელთა აქტუალობა დღემდე არ დაკნინებულა: ბრძენმა აღმოსავლელმა ქალებმა თავის მოვლისთვის საჭირო ყველაფერი ჯერ კიდევ ათასი წლის წინ გაიგეს! რა თქმა უნდა, მათი საიდუმლო მოიცავს სხვადასხვა ზეთსა და ნატურალურ პროდუქტს, სასიამოვნო არომატებსა და, რა თქმა უნდა, აბაზანის კულტურას.
1. არგანის ზეთი

არგანის ხის ძვირფასი ზეთი ნომერ პირველი საშუალებაა არაბი ქალების სილამაზისთვის. მას ძველი დროიდან იყენებდნენ, თუმცა, ზეთი დღემდე არ თმობს პოზიციებს. გოგონები მას სუფთა სახით, კოსმეტიკური დანამატების გარეშე, არამხოლოდ თმებზე, არამედ სახესა და სხეულზეც იყენებენ. არგანის ზეთს კანში არამხოლოდ სიგლუვისა და სიმკვრივისთვის, არამედ არომატისთვისაც იყენებენ – ამ საშუალებას ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს.
2. ამლას ექსტრაქტი
ამლა, იგივე ინდური ხურტკმელი, დიდი პოპულარობით სარგებლოს ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში, თმის სასწაულმოქმედი საშუალების სახით. ამლას ექსტრაქტს შეხვდებით ფხვნილის ან ზეთის სახით: პროდუქტს ნიღბის სახით ისვამენ. იგი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს თავის კანზე, შესაძლოა, აღმოსავლელ ქალბატონებს ასეთი ხშირი თმა არამხოლოდ გენეტიკის, არამედ სწორი მოვლის გამოც აქვთ! თუ საუბარი ამლას ფხვნილზეა, იგი უნდა გააზავოთ შამპუნსა და ბალზამში, ეფექტის გასაძლიერებლად.
3. ვარდის წყალი

ესაა შესანიშნავი ტონიკი სახისთვის, გამაბრუებელი არომატით. ადრე ქალები მას ძირითადი მოვლისთვის იყენებდნენ, დღეს კი ამ საშუალებას მიცერალური წყლით ანაცვლებენ. გარდა ამისა, ვარდის წყალს დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს, ხსნის სიწითლესა და ანთებას. აღმოსავლური სილამაზის კიდევ ერთი საიდუმლო – უმჯობესია, ვარდის წყალი მაცივარში შეინახოთ, კანი უკეთ რომ დაატენიანოს.
4. კურკუმა
კურკუმას ფხვნილით დამზადებულმა ნიღბებმა ინდურ და პაკისტანურ ტრადიციებში ფესვები ღრმად გაიდგა, როგორც პატარძლის ქორწილისთვის მოსამზადებელი რიტუალის ნაწილმა. საბედნიეროდ, კურკუმას შეძენა უკვე ყველგან შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ უპრობლემოდ მოამზადებთ ინდოელი პატარძლის ნიღაბს სახლშიც! ამისთვის აიღეთ 2 ს.კ. ფქვილი, 1 მწიკვი კურკუმა, 2 ს.კ. ვარდის წყალი და ამდენივე რძე. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ და წაისვით სახეზე 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. აი, ასეთია აღმოსავლელი ქალბატონების სილამაზის საიდუმლო.
5. ინა

ინის ფხვნილის მღებავი თვისებების შესახებ, ალბათ, უკვე გსმენიათ ან გამოგიცდიათ კიდევაც. მაგალითად, მეჰენდი, ტატუ ინით უკვე დიდი ხნის წინ გასცდა ახლო აღმოსავლეთის, ინდოეთისა და აფრიკის ფარგლებს. ხელოვნური საღებავებისგან განსხვავებით, ინა სავსებით უსაფრთხო და სასარგებლოც კია. ჩვენ არ მოგიწოდებთ თმის შეღებვას (უფერული ინა გამოდგება გამაძლიერებელი ნიღბის დასამზადებლად) ან ტატუს გაკეთებას, თუმცა, წარბების შესაღებავად ინა იდეალური საშუალებაა.
6. ლიმონი
ლიმონის მჟავა კანის ნატურალური მათეთრებელია, რომელიც შესანიშნავად აახლებს მას. ჩვენ გარუჯული კანი უფრო მოგვწონს, აი, აღმოსავლელი გოგონები კი, პირიქით, ცდილობენ კანის გათეთრებას, ლიმონის წვენით გაწმენდის გზით. სხვათა შორის, არსებობს კიდევ ერთი გავრცელებული ბიუთი-ხრიკი აღმოსავლელი ქალბატონებისთვის: ლიმონის კანის რბილი მხარე შესანიშნავი სკრაბია, თუ ამით სახეს გაიხეხავთ. თუმცა, პირველ რიგში, კონსულტაცია გაიარეთ კოსმეტოლოგთან, რანდენადაც ლიმონი ძლიერი ალერგენია.
7. მდოგვის თესლის ზეთი

მდოგვის თესლის ზეთთან დაკავშირებული ისტორია საკმაოდ სადავოა: 2012 წლამდე, ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთში, ამ ზეთზე ამზადებდნენ კერძებს, შემდეგ კი იგი აიკრძალა საკვებ პროდუქციაში, მავნე ერუკის მჟავის გამო. თუმცა, თმა სულ სხვა საქმეა! მრავალი საუკუნის წინ, გოგონები ზეთს თმაში მისი ზრდისთვის, კონდიციონირებისა და ელვარებისთვის იზელდნენ. იგი მართლაც ეფექტური საშუალებაა. თუ წელამდე თმის სწრაფად გაზრდა გსურთ, ეს საშუალება ნამდვილად გამოგადგებათ.
8. ნატურალური ცვილი Halawa
Halawa-ს ცვილი დაუჯერებლად პოპულარულია აღმოსავლეთის ქვეყნებში. იგი ნატურალური ზეთების, პარაფინისა და ფუტკრის ცვილისგან შედგება, აქვს სანდალოზის ხის სუნი. ეს საშუალება უნივერსალურია: მაგალითად, ცვილი შეგიძლიათ შეიზილოთ ფრჩხილებში, რათა იგი მყარი და მოელვარე იყოს, ან წაისვათ იმ ადგილებში, სადაც ოფლიანობთ – ცვილი შესანიშნავი დეზოდორანტია. დიახ, ოფლთან ბრძოლის ასეთ საშუალებას აღმოსავლელმა ქალებმა საუკუნეების წინ მიაკვლიეს. რაც ყველაზე საინტერესოა, ნატურალური ცვილი პოპულარული ხდება სხვა ქვეყნებშიც, ავიწროებს ჩვენთვის ნაცნობ პროდუქტებს.
9. ჰამამი

რთულია აღმოსავლური კულტურის წარმოდგენა ჰამამის ან, როგორც მას უწოდებენ ხოლმე, თურქული აბაზანის გარეშე. რეალურად, ჰამამს საფუძვლად რომაული აბაზანები დაედო და დღემდე ახლო აღმოსავლეთის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ექიმების რწმუნებით, ეს სველი აბაზანები მართლაც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, და ლამაზმანებიც არ უშვებენ ხელიდან დაორთქლვის შანსს. ამის წყალობით, ორგანიზმიდან ფორების გავლით გამოიყოფა “ჭუჭყი”, კანი კი იდეალურად გლუვდება. გარდა ამისა, აბაზანაში აუცილებლად მიაქვთ თან სხეულის ნატურალური სკრაბი, ამიტომ ცელულიტს, როგორც პრობლემას, არ იცნობენ.
10. ნატურალური პარფუმერია
რა თქმა უნდა, არაბ ქალბატონებს სუნამოებზე ხელი მიუწვდებათ, თუნდაც, ეს ყველაზე ძვირიანი მოდელი იყოს, თუმცა, ნატურალური პარფუმერია, რომელიც ეთერზეთებზეა დამზადებული და გამოირჩევა აღმოსავლური არომატებით, არ თმობს თავის პოზიციებს. ჟასმინი, მუშკი, ვანილი, ვარდი, სანდალოზის ხე – როგორ უნდა მოხიბლონ აღმოსავლელი პრინცი, თუ არა ამ შლეიფით? არაბული პარფუმერია იქმნება ზეთზე, სპირტის გარეშე, ამიტომაც ძალიან დიდხანს ძლებს.