„გადამისამართება“ vs „სჯობს ვიყო მარტო, ვიდრე ვინმესთან“: რომელი სტრატეგიაა უკეთესი

0
482

მიხეილ ლაბკოვსკი საუბრობს, თუ სად გადის ზღვარი განურჩევლობასა და ზედმეტ პედანტურობას შორის, როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი სიყვარულს, პირად საზღვრებს და ბედნიერ ცხოვრებას.

ერთი მხრივ, ყოველთვის ვამბობ, რომ ურთიერთობა მხოლოდ ისეთ ადამიანთან უნდა ააგოთ, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. თუ ურთიერთობა უნდა მოითმინოთ, აღზარდოთ, მართოთ, მანიპულირება მოახდინოთ – გამოდის, ურთიერთობა ტოქსიკურია, ხოლო მისი მონაწილეები ღრმად ნევროზული ხალხი. მედლის მეორე მხარეც არსებობს, როცა გოგოსთვის ყველა ბიჭი საკმარისად კარგი არაა და ურთიერთობას დასაწყისშივე წყვეტს, რადგან დარწმუნებულია, რომ უკეთესს იპოვის. მოდით გავარკვიოთ, რაშია საქმე.

რა თქმა უნდა, ყველას სურს რომ მამაკაცმა არ დალიოს, არ მოწიოს და ყოველთვის ყვავილები აჩუქოს, მოწესრიგებული, უზრუნველყოფილი, პერსპექტიული, მომხიბვლელი, იუმორით აღსავსე, მზრუნველი და მამაკაცური იყოს. ვინ კამათობს, სჯობს ჯანმრთელი და მდიდარი იყოს, ვიდრე ღარიბი და ავადმყოფი. მაგრამ ეს ყველაფერი არის „თავიდან“, ეს გაანგარიშებაა.

პრობლემა იმაშია, რომ არავის არავინ უყვარდება განსაკუთრებული დამსახურების გამო. არავინ გეტყვით: „მიყვარს ჩემი ქმარი, რადგან არ სვამს და არ ეწევა“ ან „შემიყვარდა, როცა გავიგე, რამხელა ხელფასი აქვს“. ღირსებებისთვის შეგიძლიათ პატივი სცეთ, აღფრთოვანდეთ, მაგრამ არ გიყვარდეთ.

ამის მიუხედავად, ბევრი გოგო ურთიერთობას ანგარების საფუძველზე იწყებს, რადგან სიყვარულში იმედგაცრუებულია. ვერ შეხვდნენ თავიანთ სიყვარულს და გადაწყვიტეს, რომ არანაირი სიყვარული არ არსებობს. წლები მიქრის, ხოლო ჰერმანი მაინც არ ჩანს. და ისინი ამბობენ: „კარგ ბიჭს შევხვდები და ბედნიერები ვიქნებით“. თუ ასეთ გოგოს გულწრფელად დაელაპარაკებით, გაარკვევთ, რომ მის ცხოვრებაში სიყვარული იყო. არ არსებობს, რომ 25-30 წლის ადამიანს ერთხელაც არ ყვარებოდა. უბრალოდ რაღაც ისე არ მოხდა: მან მიატოვა, დაქორწინება არ სურდა, ცუდად ეპყრობოდა ან რაღაც სხვა. ასეთი ისტორიების სიმრავლე განსაკუთრებით გვაზიანებს. ყალიბდება მტკინეული დოგმა: სიყვარული – ტანჯვაა, ტანჯვა არ მსურს – ანუ სიყვარული არ მჭირდება.

ნორმალური, ჯანსაღი სიყვარული შესაძლებელი გახდება, როგორც კი გოგო თავის პრობლემებს გააცნობიერებს: რადგან ყოველთვის არასწორ ბიჭებს ირჩევს, თავდაჯერებული არაა, ტოქსიკურ ოჯახში გაიზარდა, კომპლექსები აქვს – მიზეზი მილიონი შეიძლება იყოს. მაგრამ საკუთარ თავს უნდა გაუმკლავდეთ. თავდაჯერებული გოგო, რომელსაც საკუთარი მოთხოვნები გაცნობიერებული აქვს, საკუთარ და სხვების საზღვრებს პატივს სცემს, აუცილებლად მოიზიდავს წესიერ ადამიანს და მათ ნამდვილად შეუყვარდებათ ერთმანეთი. ასეა მოწყობილი ცხოვრება: მსგავსი მსგავსს იზიდავს. თუ მუდმივად აგრესორები გხვდებიან, გამოდის, თქვენ გარკვეული მიზეზით გჭირდებათ და მათ იზიდავთ. შესაძლოა აგრესიული მამა გყავთ, შესაძლოა დედას სცემდა და ოჯახის მტკივნეული მოდელი ქვეცნობიერში ჩადებული გაქვთ. თუ გულგრილი და თანაგრძნობის უნარის არ მქონე მამაკაცი გვხვდებათ, შესაძლოა ბავშვობაში სიყვარული უზრუნველყოფით იყო ჩანაცვლებული: კარგი კვება, ჯანმრთელობა, სათამაშოები  გაქვს – ნახვამდის, კიდევ რა გჭირდება. ფსიქოლოგის დახმარებით ან დამოუკიდებლად ამაში გარკვევით გოგონა ცხოვრების შეცვლას შეძლებთ და აღმოაჩენს, რომ ირგვლივ ბევრი მაგარი ბიჭია, რომელთანაც ჯანსაღი ურთიერთობის აწყობა შეიძლება. უსასრულოდ ნერვიულობა არ ღირს, რომ მარტო დარჩებით.

ანუ „პირველ შემხვედრზე გაყოლის“ პრობლემა გაქრება, როგორც კი თავიდან მოიშორებთ ფიქრს, რომ „ანგარებით გათხოვება უკეთესია, ვიდრე სიყვარულით“ ან „ნებისმიერ ფასად და ძალიან მალე უნდა გავთხოვდე“.

უფრო მეტს გეტყვით: ანგარებით შექმნილი ოჯახი დაშლისთვის არის განწირული, თუ ეს არაა ფიქტიური ქორწინება ორივე მხარის შეთანხმებით. სხვა შემთხვევაში, ერთ–ერთ პარტნიორისთვის საწოლის უცხო ადამიანისთვის გაზიარება ფიზიკურად უსიამოვნო იქნება, მისი ხმა, სუნი გააღიზიანებს, კამათი გარდაუვალი იქნება, ხოლო შერიგების სურვილი არ გექნებათ. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში შეყვარების უნარი უნდა მიიღოთ და იყოთ მოსიყვარულე, მეორეც – ყველა მამაკაცს პოტენციურ ქმრად ნუ განიხილავთ, უბრალოდ იცხოვრეთ.

ახლა „ჭირვეულების“ შესახებ. ყველაფრით კარგია, მაგრამ ცოტას შოულობს. მდიდარია, მაგრამ ქალებს ხელთათმანებივით იცვლის. თითქოსდა ერთგულია, მაგრამ დედასთან ერთად ცხოვრობს. კიდევ ვეძებთ. რა დგას ამის უკან? შიში. ურთიერთობის შიში, რადგან იდეალური არავინაა. ეს კოლექტიური გამოსახულებაა, რომლითაც რეალობიდან შემოსაზღვრული ხართ. ის იქმნება, რადგან ადამიანი დარწმუნებული არაა, რომ ცოცხალ ადამიანთან ნორმალური ურთიერთობის აწყობა შეუძლია.

როგორ გავატაროთ ზღვარი პათოლოგიასა და ნორმას შორის? ყველაფერი მარტივია. თქვენი გრძნობები თქვენს აზრებს უნდა ემთხვეოდეს. როგორც კი ეს მოხდება – ათეულში მოხვდებით. ანუ ურთიერთობაში ყველა დონეზე თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ, იქნება ეს ემოციური, ფიზიკური და გონივრული დონე. როცა ადამიანი გიზიდავთ, მაგრამ ობიექტურად ხვდებით, რომ შეგეფერებათ. არა უბრალოდ „მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია“, არამედ „მსურს ამ სერიოზულ, საიმედო, წესიერ და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანთან ყოფნა, რომელიც ძალიან მიზიდავს“.

შეხვდებით თუ არა მას? თუ მე–6 აბზაცი ყურადღებით წაიკითხეთ – აუცილებლად.

ყველა იმას ვიღებთ სიყვარულში, რასაც ვიმსახურებთ. ჩვენი პარტნიორი ყოველთვის ჩვენი ანარეკლია. ასე რომ გაიღიმეთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ