გოგონა–უბედურება: როგორ შევწყვიტოთ გარემოების მსხვერპლად ყოფნა

0
897

ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში ხშირად გვხვდება ქალების ტიპი, რომლებიც თავისი გარეგნობით და ქცევით ნეგატიურ გარემოებებს იზიდავენ. თან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისინი გაცნობიერებულად ან ქვეცნობიერ დონეზე ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ პირად ცხოვრებასა თუ სამსახურში უსიამოვნებები მოხდეს. ასეთი ქალის ცხოვრება მუდმივ უარყოფით სტრესად იქცევა, რომელიც მათ ცხოვრებას ანადგურებს. რა უნდა გააკეთოთ ამ მანკიერი წრის გასარღვევად?

გააცნობიერეთ, რომ მსხვერპლი ხართ

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია აღიარება, რომ მსხვერპლი ხართ. ბევრს დაჯერება არ სურს, რომ მუდმივად ამ როლში ცხოვრობს, ამასთან ეს როლი მოსწონთ. სახის გამომეტყველება, სხეულის პოზა, ხმა იმაზე მეტყველებს, რომ ამ მდგომარეობით ამაყობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან ერთად წლები არ იცხოვრებდით. გსურთ იცხოვროთ სხვანაირად და სიხარულით სავსემ? მაშინ მეორე ნაბიჯზე გადადით.

საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღეთ

ეს ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ საქმეში რთულია. თუ ვინმეში ან რამეში თქვენს წყენას და ტანჯვას ეძებდით, მაშინ შეწყვიტეთ. გარემოების და სხვა ხალხის დადანაშაულებით მთელ დანაშაულს მათ კიდებთ და მსხვერპლის როლში ცხოვრებას აგრძელებთ. შეჩერდით და მიიღეთ ფაქტი, რომ თქვენს გრძნობებზე, ფიქრებსა და განწყობაზე პასუხისმგებელი თავად ხართ. თავად წყვეტთ, თუ ამა თუ იმ მდგომარეობაში რა განიცადოთ. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამთ, რომ მსხვერპლი აღარ იყოთ.

მოთმინება მოიკრიფეთ

ერთ დღეში მსხვერპლის როლიდან ვერ გამოხვალთ. ამისთვის დროა საჭიროა. მოითმინეთ და განსაზღვრეთ, თუ როგორ სიტუაციებში ხართ მსხვერპლი. მოთმინება სტრესისგან დასვენების საშუალებას მოგცემთ, რომელსაც თავად იქმნით, როცა ცხოვრებას და სხვებს ყველაფერში ადანაშაულებთ. უკვე ძალა მოკრეფილმა შეგიძლიათ წინსვლა გააგრძელოთ.

თვითმხარდაჭერის უნარები გამოიმუშავეთ

ყველაზე პატარა წარმატებისა და მიღწევის გამო საკუთარი თავის პატივისცემა ისწავლეთ. მიზნები დაისახეთ და მათი შესრულების შემდეგ საკუთარ თავს პატივი ეცით. ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას მიაღწევთ, საკუთარ თავს მხარი დაუჭირეთ, უთხარით, რომ ჭკვიანი ხართ და ყველაფერი გამოგივათ. ასე წარმატებული ქალის როლისთვის ძლიერ საძირკველს ააგებთ, ხოლო მსხვერპლის როლს თქვენს ცხოვრებაში ადგილი აღარ ექნება.

წარუმატებლობა აღიქვით, როგორც ნიშანი

წარუმატებლობა ბედის ნიშნად აღიქვით. ის მიგანიშნებთ, თუ რა უნდა შეცვალოთ საკუთარ თავში. ინტუიცია განავითარეთ, რადგან ის ყოველთვის თქვენს მხარესაა. ცხოვრებაში ნეგატიური გარემოებები მაინც მოხდება, მაგრამ დამოკიდებულების შეცვლით შეძლებთ მათ აღქმას, როგორც აუცილებელ გამოცდად და არა მსხვერპლის როლში ჩაძირვის მიზეზად.

საკუთარი ინტერესების დაცვა ისწავლეთ

გარემოების მსხვერპლის როლის თამაშით ფაქტიურად გავიწყდებათ, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. წუწუნით, რომ თქვენს აზრს არავინ ითვალისწინებს, სინამდვილეში ამბობთ, რომ საკუთარი ინტერესები არ გაქვთ. თქვენ უჭკუო მონა არ ხართ. გაიხსენეთ, რომ თქვენი ცხოვრება და ინტერესები გაქვთ, რომლებიც უნდა დაიცვათ. ასე მიიღებთ კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ მართვის სადავეები ხელში აიღოთ.

ნახეთ, ვისთან ერთად ცხოვრობთ

თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობის მსხვერპლი ხართ, გაიხსენეთ, რომ ურთიერთობა ორი ადამიანის საქმეა. თქვენს მამაკაცს გულწრფელად დაელაპარაკეთ. უამბეთ, თუ რა ხდება თქვენს თავს. რა თქმა უნდა, ბრაზის დაგროვება და შემდეგ დაქალებთან წუწუნი ადვილია, მაგრამ ასე მიზნებს ვერ მიაღწევთ. თუ ურთიერთგაგებას ვერ იპოვით, გამოდის, ასეთი მამაკაცი არ გჭირდებათ.

ესაუბრეთ გულწრფელად, მშვიდად, ყვირილის და ხელების შლის გარეშე

თუ ხედავთ, რომ ასეთ საუბარს სარგებელი არ მოაქვს, მაშინ გადაწყვეტილება მიიღეთ. საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი თავად ხართ და არა ვინმე სხვა.

საკუთარი თავისთვის რაიმე გააკეთეთ

თუ მსხვერპლის როლს მიჩვეული ხართ, თვითკმარ ადამიანად თავის წარმოდგენა გაგიჭირდებათ. ყოველდღე რაღაც ახალი გააკეთეთ, თუნდაც საკუთარ სილამაზე იზრუნეთ ან ახალი ჰობით დაკავდით. ასე საკუთარ თავთან ურთიერთობის ახალ მოდელს შექმნით. მაშინ თვითკმარი და გარემოებებზე დამოუკიდებელი იქნებით.

მეტყველებას ყურადღება მიაქციეთ

თუ ცხოვრებაზე წუწუნი კვლავ მოგინდათ, შეჩერდით. დააკვირდით, როგორ ლაპარაკობთ. უკეთესი იქნება, თუ სხვებთან თქვენი ცხოვრების სასაცილო მომენტებზე მოყვებით. სხვა დანარჩენზე უბრალოდ არ ილაპარაკოთ! ასე ახალ ურთიერთობას ისწავლით და შეძლებთ დაფიქრდეთ საკუთარ თავზე როგორც ადამიანზე, რომელსაც სირთულეებთან გამკლავება შეუძლია.

სპორტით დაკავდით

ყველაზე მარტივით დაიწყეთ – თავდაცვის ვარჯიშით. სავარჯიშო დარბაზში გასწავლიან როგორ დაიჭიროთ მუშტი და არა როგორ იწუწუნოთ და გაექცეთ მწვრთნელს. გარდა ამისა, ნახავთ, რომ საკუთარი თავის დაცვა შეგიძლიათ. ისწავლით იყოთ ძლიერი და მიხვდებით, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ.

სამწუხაროდ, არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც გარემოების მსხვერპლის როლიდან ერთ დღეში გამოგიყვანთ. ამ პრობლემაზე მუდმივად უნდა იმუშაოთ, ასე ცხოვრების შეცვლას შეძლებთ და ის სხვა, სასიხარულო განცდებით სავსე იქნება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ