
რატომ უარვყოთ, ყველას უყვარს. ჭორები, ყურად მოკრული ამბები, ახლობლებისთვის ძვლების გადატეხვა – სუფთა სიხარულია, რომელიც კაცობრიობამ ევოლუციის პროცესში შეიძინა. ეს ამაღელვებელი და წარმოუდგენლად სასიამოვნო პროცესი მოდუნების მხრივ უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მედიტაცია. და რატომ არ უნდა მიიღოთ ასეთი სიამოვნება ხშირად და დიდხანს. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, საშუალო სტატისტიკურ ადამიანი ჭორაობაზე დღეში 1 საათსაც არ ხარჯავს. საინტერესოა, რა გვიშლის ხელს დიდხანს ჭორაობაში? მოდით გავარკვიოთ.
რამდენ ხანს?
ჟურნალ Social Psychological and Personality Science-ში გამოქვეყნებულმა კალიფორნიის უნივერსიტეტის ირვინეს კვლევამ აჩვენა, რომ საშუალო სტატისტიკური ადამიანი ჭორაობაზე დღეში ზუსტად 52 წუთს ხარჯავს. და რაც უფრო სამწუხაროა, ამ დროის უმეტესი ნაწილი ეხება არა კრიტიკას, თუ რას აკეთებენ ახლობლები, არამედ დეტალების გადმოცემას, რაც ჯოჯოხეთურად მოსაწყენია.
როგორ გაარკვიეს მეცნიერებმა ჭორაობაზე დახარჯული დრო? ძალიან მარტივად. რამდენიმე ასეულ რესპოდენტს მთელი დღე პორტატული ჩამწერი მოწყობილობის ტარება აიძულეს, რომლებიც შემდეგ ფსიქოლოგებმა გაანალიზეს.
ჩვეულებრივ რაზე?
„აღმოჩენა გახდა, რომ ინფორმაციის უმეტესობა, რომელთაც ადამიანები ერთმანეთს უცვლიან, ნეიტრალურია“ – ამბობს კვლევის ავტორი, ექიმი მეგან რობინსი. ჩვენი საუბრის ¾ ანალიტიკას, პოზიტიურს ან ნეგატიურს მოკლებულია“.
ფაქტიურად ჩაწერილი საუბრების მხოლოდ 15% ჟღერდა მწვავედ ან კრიტიკულად, რაც გულწრფელად რომ ვთქვათ, შთამბეჭდავია. გამოდის, რომ ახლობლების გასაკიცხად აზრის გამოთქმა, კრიტიკა ან შექება საჭირო არაა. გარდა ამისა, ეს 15% შეიძლება სასარგებლო იყოს. მეცნიერები თვლიან, რომ თუ გაიგებთ, რომ კოლეგები თქვენს სამუშაო სტილს აკრიტიკებენ, ცოტა ხნით დაფიქრდებთ, შემდეგ კი იმ ასპექტებს გამოასწორებთ, რის გამოც გაკრიტიკებდნენ. ამავდროულად, მათ, ვინც ძვლებს გიტეხს, შეუძლიათ დამეგობრდნენ, რადგან საერთო განსხილველი თემა ნახეს: თქვენი აღმაშფოთებელი უგუნური ქცევა. დიახ, ასეთია ოფისის ჯუნგლების ცხოვრება.
როგორი ჭორები უყვარს ტვინს?
თანამედროვე რეალობის გაფუჭებული ცნობიერების საყვარელი დესერტი – ცნობილ ადამიანებზე ჭორაობაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვარსკვლავი რაღაც უჩვეულოს აკეთებს, რაც დიდ ინტერესს იწვევს. ეს ინფორმაციული ბალზამი თვალებს და ყურებს გვითბობს, მაგრამ ტვინი ამ სამარცხვინო სიამოვნების დამალვას ცდილობს. ინსტიქტურად ამ განცდილი სისასტიკის გვრცხვენია – იმის, რასაც გერმანელები უწოდებენ მშვენიერ სიტყვას „Schadenfreude” (სხვისი წარუმატებლობით სიხარულის განცდა).
საუბრების ჩაწერის გარდა მეცნიერებმა რამდენიმე რესპოდენტი დაითანხმეს ტვინის სკანირებაზე ყოველგვარი ჭორის მოსმენის დროს – საკუთარ თავზე, მეგობრებსა და ნაცნობებზე. ვარსკვლავებზე ნეგატიური ჭორები ყველაზე გამძლე აღმოჩნდა. მაშინ როცა კვლევის მონაწილეები ირწმუნებოდნენ, რომ ასეთ ჭორებში არაფერი საინტერესო არაა, მათი ტვინი სიამოვნების ცენტრში აქტიურ სიგნალებს აგზავნიდა. სასიამოვნო ცვლილებებთან ერთად ჭორები ცნობილებზე ტვინის თვითკონტროლის ადგილებს აღაგზნებდა, რაც ადასტურებს სიამოვნების დამალვის შეგნებულ სურვილს.