
ძლიერი თმის ცვენის პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს, განსაკუთრებით შუა სეზონურ პერიოდში, როცა ორგანიზმი ვიტამინების და ენერგიის დეფიციტს განიცდის. რა უნდა გააკეთოთ, რომ თმის დაკარგვა თავიდან აიცილოთ, მისი ჯანმრთელობა გააძლიეროთ, გლუვი და ბზინვარე გახადოთ? დასახმარებლად მივმართეთ გამოცდილ ტრიქოლოგს მარინა გაიდაიჩუკს, რომელმაც თმის სილამაზის და ჯანმრთელობის საიდუმლოებები გაგვიზიარა.
თმა ორგანიზმში ნებისმიერ დისბალანსზე რეაგირებს. თუ თმის ცვენის პრობლემას დროულად არ იპოვით და არ აღმოფხვრით, პროცესი შეუქცევადი, ქრონიკული გახდება. „თმის ცვენა ყოველთვის უხილავი პრობლემის აშკარა შედეგია. ამის დასადგენად ზოგჯერ უამრავი მონაცემების შეგროვებაა საჭიროა: კვების ჩვევიდან და ცხოვრების წესიდან დაწყებული გენეტიკური მაჩვენებლებით დამთავრებული. ზოგჯერ პრობლემის გადასაჭრელად უბრალოდ შამპუნის შეცვლა საკმარისია“ – ამბობს მარინა გაიდაიჩუკი.
თმის ცვენის მიზეზები
- ვიტამინების დეფიციტი და არადაბალანსებული კვება. ზოგიერთი დიეტა, შეზღუდული კვება, მკვეთრად ვეგეტარიანულ ან ვეგანურ საკვებზე გადასვლა, ცილების და ცხიმების გამორიცხვა – ამ ყველაფერმა თმის ჯანმრთელობაზე შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს: თმის ძლიერი ცვენა, მტვრევადობა და ქერტლი გამოიწვიოს. დაუბალანსებელი კვება ორგანიზმს მიკროელემენტებს და ვიტამინებს ართმევს. თმის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია C, B9, B12, A, E, D, სელენი, თუთია და ფერიტინის ნორმალური დონე (რკინის მარაგი).
- ჰორმონალური დარღვევა. თმის ცვენის პროცესი შეიძლება ორგანიზმში ჰორმონალური ცვლის შემდეგ დაიწყოს, მაგალითად, კონტრაცეპტივების გაუქმების, მშობიარობის შემდეგ. ენდოკრინული ფონის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადებების გამწვავებამ – ფარისებრი ან კუჭქვეშა ჯირკვლები, ღვიძლი, თირკმლები.
- იმუნიტეტის შემცირება. ახლახანს გადატანილი დაავადება, ანტიბიოტიკების მიღება თმის მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
- სტრესი. ნერვიულობა, დეპრესია, ქრონიკული უძილობა, სტრესი სამსახურში, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება – ეს ყველაფერი თმის მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. არ ინერვიულოთ, თუ საქმე მცირე გაოგნებას ეხება, რომელიც სამსახურში დედლაინს და ცუდ განწყობას უკავშირდება, თმის მკვეთრი ცვენა მოსალოდნელი არაა. მთავარია, რომ სტრესი ქრონიკული არ გახდეს.
- გარე ფაქტორები. ამ კატეგორიას მიეკუთვნება თმის შეღებვის პროცედურები და სხვადასხვა სახის სტაილინგი.
- სეზონური ცვენა. შემოდგომა–გაზაფხულის პერიოდში თმის ცვენის პრობლემა ხშირად ვიტამინების დეფიციტს და იმუნიტეტის დასუსტებას უკავშირდება: ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს და შედეგად გაციებას.
ყველაფერში დამნაშავე გენებია
ექიმი გაიდაიჩუკის თქმით, გენები თმის ხარისხსა და რაოდენობაზე გავლენას ახდენს. სერიოზული დაავადებების მიმართ მიდრეკილების რისკი რომ განსაზღვროთ, როგორიცაა ანდროგენული ალოპეცია და კერისებრი ალოპეცია, აუცილებელია გენეტიკური ტესტი გაიკეთოთ. ეს დაავადებები როგორც ქალებში, ასევე კაცებში გვხვდება. კომპლექსური გენეტიკური ტესტი გიჩვენებთ, გაქვთ თუ არა ორგანიზმში რკინის, B ჯგუფის ვიტამინების დონის შემცირებისკენ მიდრეკილება, რომლებიც თმის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. არ იფიქროთ, რომ გენეტიკური მიდრეკილების გამო თმის ცვენისთვის განწირული ხართ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე პროფილაქტიკური ზომა უნდა მიიღოთ.
რა გავაკეთოთ?
თმის საერთო მოცულობას და ხარისხს ყურადღება უნდა მიაქციოთ. თმამ შეიძლება უმნიშვნელო სტრესზე რეაგირება მოახდინოს, მაგრამ, როგორც წესი, 1 თვეში სიტუაცია აღდგება. თუ არა, ტრიქოლოგს უნდა ეწვიოთ.
„ინტერნეტში წერენ, რომ დღეში 50-70, ზოგჯერ 150 ღერი თმის დაკარგვა ნორმალურია. ეს აბსოლუტურად არასწორი შეფასებაა, ზოგადად მიღებული ნორმა არ არსებობს. თითოეულ ადამიანს თავისი ნორმა აქვს“ – ამბობს ტრიქოლოგი მარინა გაიდაიჩუკი.
მარინა პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსურ მიდგომას გთავაზობთ: პირველ რიგში, თმის და თავის კანის დეტალური დიაგნოსტიკა გაიარეთ, რომ თმის ცვენის მიზეზი დაადგინოთ. სპეციალისტი პაციენტს ვიტამინების დონეზე ანალიზების ჩაბარებას ურჩევს. კიდევ ერთი საჩვენებელი ანალიზი – სტრესის დონის დღიური მონიტორინგი, რომელიც დღის განმავლობაში კორტიზოლის და დეჰიდროეპიანდროსტერონის დინამიკას ითვალისწინებს. ის გიჩვენებთ, თუ როგორ ფსიქოემოციურ მდგომარეობაში იმყოფებით. თმის ცვენის სამკურნალოდ შეიძლება სხვა სპეციალისტებიც ჩაერთონ: ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი, დიეტოლოგი.
პროფესიონალური მიდგომა
პროფესიონალური მეთოდები თმის ცვენას თავიდან აგაცილებთ, მას ჯანსაღ ბზინვარებას და მოცულობას მიანიჭებს:
- PRP თერაპია – თმის მკურნალობა თრომბოციტებით მდიდარი საკუთარი სისხლის პლაზმის ინექციებით. მეთოდი თმის ხარისხს, სტრუქტურას აუმჯობესებს, ზრდას სტიმულირებს.
- თავის კანის მეზოთერაპია კერატინის და პეპტიდების აპარატებით. თმის ბოლქვებს აძლიერებს, ახალი თმის ზრდას ააქტიურებს, ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს.
- რეკომენდებულია ფიზიოპროცედურები სამკურნალო პრეპარატებთან ერთად. როგორც წესი, მათი მოქმედება მიმართულია თმის ცვენის შეფერხებასა და ახალი თმის ზრდის სტიმულირებაზე. თმის ცვენის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის მეთოდების არჩევა ინდივიდუალურია და მხოლოდ ტრიქოლოგის მიერ ხდება.
- თავის მოვლის სქემის შერჩევა, რომელიც თქვენი თმის ინდივიდუალურ მახასიათებლებს ითვალისწინებს. მაგალითად, Eliokap-ის პროფესიონალური ხაზის დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ ინდივიდუალური შამპუნი, რომელშიც გაერთიანებული იქნება ფიტოესენციები და ზეთები, ვიტამინების კომპლექსი, ბალახების და მცენარეების ძლიერ აქტიური ექსტრაქტები.
შინაურული მოვლა
თმას ზრუნვა სჭირდება. ექიმი გაიდაიჩუკი გირჩევთ, რომ ყოველდღიური მოვლისთვის საშუალებები სწორად შეარჩიოთ.
- ეტიკეტი ყურადღებით წაიკითხეთ, სარეცხ საფუძველს ყურადღება მიაქციეთ;
- რაც უფრო ნაკლებ კონსერვანტს შეიცავს, მით უფრო ნაკლები შენახვის ვადა აქვს;
შამპუნის შემადგენლობაში ამ კონსერვანტებს თავი აარიდეთ: მეთილპარაბენი (E218), ეთილპარაბენი (E214), პროპილპარაბენი (E216).
კარგია, როცა შამპუნში შედის სასარგებლო მცენარეული კომპონენტები. მაგალითად, მშრალი თმისთვის სასარგებლოა ქოქოსის ზეთის და მაკადამიის ექსტრაქტები, ცხიმიანი თმისთვის – როზმარინის ზეთი, გვირილას ექსტრაქტი.
მითია, რომ ერთი და იმავე შამპუნის დიდი ხნით გამოყენება არ შეიძლება. თუ გიხდებათ, შეიძლება.
შინაურული მოვლისთვის უპირატესობა მიანიჭეთ ტრიქოლოგიურ ხაზს: Eliokap, Biologique Recherche. როგორც წესი, პროფესიონალური ტრიქოლოგიური შამპუნი მაღალკონცენტრირებულია და თავის კანზე სუფთა სახით არ უნდა წაისვათ. დაბანამდე საკმარისია ცოტა შამპუნი წყალს 1:3 პროპორციით აურიოთ;
თმის კონდიციონერი თავის კანზე არასდროს წაისვათ, რადგან ის თმის ძირებს გაუმტარი საფარით ფარავს და კანის ცხიმის ნორმალურ გამოყოფას, მიკროცირკულაციას ხელს უშლის, რაც კანის დაავადებების, მათ შორის ქერტლის, წარმოქმნას ხელს უწყობს.
ხალხური საშუალებების ჯადოსნური მოქმედების იმედზე არ უნდა იყოთ. გვირილას ან ოროვანდის ნახარში სავლებად შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ მდოგვის და წიწაკის ხსნარებმა შეიძლება თავის კანის დამწვრობა გამოიწვიოს.
თუ ამჩნევთ, რომ თმის ცვენა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს, პროცესი არ წყდება, ამასთან მოცულობა მცირდება, თმის ხარისხის შეიცვალა, დროა ტრიქოლოგს ეწვიოთ.