საკუთარი თავის ბარისტა: როგორ მოვამზადოთ არომატული ყავა სახლში

0
629

ვინც რა არ უნდა თქვას, იდეალური დილა ყავით იწყება. სასიამოვნო დილის რიტუალი არა მხოლოდ გამხნევებთ და მთელი დღის ენერგიას გაძლევთ, არამედ განწყობას ზრდის. ბევრისთვის ყავის მომზადების პროცესი ერთგვარი მედიტაციაა. სახლში ბარისტას უნარების დაუფლება და დილით სამზარეულოში ფინჯანი არომატული სასმელის მომზადების სწავლა რთული არაა. დღეს გიამბობთ დეტალებზე, რომლებიც ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

აირჩიეთ მარცვალი

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მზა ყავის გემო დიდწილად სწორად შერჩეულ მარცვალზეა დამოკიდებული. უფრო ზუსტად, ეს ბრძოლის ნახევარია. კარგია, თუ სახეობებსა და გემოს პარამეტრებში უკვე ერკვევით, თუ არა, დროა გადაწყვიტოთ. ამ მრავალფეროვნებაში ყველაზე პოპულარულად ითვლება არაბიკა დახვეწილი არომატით და რობუსტა უფრო ძლიერი, მწარე გემოთი, მათ შემდეგ რეიტინგში გვხვდება ლიბერიკა და ეუჟენიოდისი. თუმცა პირველ ადგილს იკავებს არაბიკა თავისი მდიდარი გემოს თვისებების და გაჯერებული არომატული ჩრდილებით. სწორედ ამიტომ, ყავის მცოდნეები ხშირად მას ირჩევენ. Starbucks-ში ყავის მთელი ხაზი შექმნილია 100% არაბიკის მაღალი ხარისხის ყავის მარცვლებისგან, ყავის მწარმოებელი ყველაზე ცნობილი რეგიონებიდან.

ყავის მარცვლების სახეობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეწვის არჩევა დაიწყეთ. აქ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ძლიერი ყავა გიყვართ. Starbucks 3 სახის შეწვის ყავას გთავაზობთ: ღია – მსუბუქი და რბილი გემოთი, საშუალო – დაბალანსებული გაჯერებული არომატით, მუქი შეწვა – ღრმა, ნათელი გემოს მოყვარულებთათვის. ღია შეწვის ბრენდები: Starbucks Blonde Espresso Roast – რბილი გემო ტკბილი ნოტებით და Veranda Blend კაკაოს ნოტებით. საშუალოს შეწვის ბრენდები: Pike Place Roast შოკოლადის ნოტებით და House Blend გაჯერებული გემო ირისის ნოტებით. მუქი შეწვის ბრენდები: Espresso Roast მდიდარი გემოთი და კარამელის ნოტებით, ლატეს მთავარი რეცეპტი Starbucks–დან ან Caffe Verona მუქი კაკაოს მწკლარტე გემოთი და ტკბილი ნოტებით.

ყავა სწორად შეინახეთ

ყავამ არომატი და გაჯერებული გემო დიდხანს რომ შეინარჩუნოს, შენახვის წესები აუცილებლად უნდა დაიცვათ. წესები მარტივია და ყავის სახეობაზეა დამოკიდებული. მარცვლოვანი და დაფქული ყავისთვის გამოიყენეთ ქილა მჭიდრო სახურავით. უშუალოდ ყავის მოდუღების წინ გახსენით და დიდხანს ღიად არ დატოვოთ. სინათლე და ჰაერი გემოს მთავარი მტრები არიან. ქარხნული შეფუთვის ვარიანტიც გამოგადგებათ. Starbucks–ის პროდუქციას აქვს სპეციალური სარქველი, რომლითაც შეფუთვა შეგიძლიათ მჭიდროდ დახუროთ და ზედმეტი ჰაერის და ტენის შესვლა არ დაუშვათ.

კაფსულებთან ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. მაღალი ხარისხის ნატურალური დაფქული ყავა კაფსულებში ჰერმენტულად შეფუთულია, რაც არომატის და ყავის ხარისხის დიდხანს შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

წყალი მოამზადეთ

წყალი გაფილტრული ან ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებული უნდა იყოს, ზედმეტი მინარევების და სუნის გარეშე. რა თქმა უნდა, პროფესიონალები წყლის წმენდის სპეციალურ სისტემას იყენებენ, რომელიც ჯერ წყალს წმენდს, შემდეგ უფრო მინერალურ წყალს ამატებენ და წყლის სიხისტის და ph დონის იდეალურ თანაფარდობას იღებენ. სახლში შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილტრი, სასურველია დამარბილებლებით და მინერალური მოდულებით. კიდევ ერთი წაუგებელი ვარიანტი – ბოთლის წყალი.

მოდუღების ეტაპზე წყალი ძალიან ცხელი არ უნდა იყოს – მდუღარე წყალი უბრალოდ გემოს „კლავს“ და ყავის არომატს აქრობს. იდეალური სქემა – 1 კოვზი ცხელი წყალი, რომელშიც ყავის ნარევი გაიხსნება და შემდეგ 80-90 გრადუსი წყალის აუცილებელი რაოდენობა.

როგორ მოვამზადოთ?

1. ფრენჩ პრესი

ერთ–ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდი სახლში საყვარელი სასმელის მოსამზადებლად. ფრენჩ პრესისთვის სჯობს მსხვილად დაფქული ყავა გამოიყენოთ – 6 გრ 100 მლ წყალზე. 1 ფინჯან (250 მლ) ყავაზე 15 გრ (3 ჩ/კ) დაგჭირდებათ.

თავდაპირველად წყალი აადუღეთ და 90-95 გრადუსამდე გააგრილეთ. დაფქული ყავა ფრენჩ პრესში ჩაყარეთ და ნელ–ნელა ზუსტად 100 მლ ცხელი წყალი დაასხით. ზუსტად 1 წუთში დარჩენილი წყალი ფრთხილად დაუმატეთ – ყურადღება მიაქციეთ, რომ მიღებული ყავის ქაფი არ დააზიანოთ. კოლბს თავსახური დაახურეთ და 3 წუთით გააჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ დგუში ბოლომდე ჩაწიეთ. მზა ყავა კერამიკის ფინჯნებში ჩაასხით.

2. თურქული ყავა

სტანდარტული 1 ფინჯანი ყავისთვის დაგჭირდებათ 6-10 გრ (2 ჩ/კ) 100 მლ წყალზე. თუ უფრო ძლიერი ყავა გიყვართ, შეგიძლიათ მოცულობა გაზარდოთ. როცა პროპორციებს გადაწყვეტთ, ყავა ჯეზვაში ჩაყარეთ. ამ ეტაპზე სურვილის მიხედვით დაუმატეთ შაქარი, სხვადასხვა სანელებელი და სუნელი: კოჭა, დარიჩინი, ზაფრანი, ანისული, მიხაკი და სხვა. მიღებულ ნარევს წყალი ყელამდე დაასხით, რომ ჰაეროვანი გოროხები მოიშოროთ. ყავა საშუალო ცეცხლზე 2,5-4 წუთით ხარშეთ, სანამ სასმელი დუღილს არ დაიწყებს. ცეცხლიდან გადმოდგით და იმწამსვე ფინჯანში ჩაასხით.

3. პუროვერი ან ძაბრი

გაფილტრული ან ბოთლის წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. სანამ წყალი ადუღდება, აუცილებელი რაოდენობის დაფქული ყავა მოამზადეთ – ყოველ 100 მლ წყალზე 6-7 გრ ყავა დაგჭირდებათ, სტანდარტულ 250 მლ ფინჯანზე – 18 გრ. ძაბრი ფინჯანში მოათავსეთ, ქაღალდის ფილტრი ჩადეთ და ცხელი წყლით დაასველეთ. ძაბრში ყავა ჩაყარეთ და ოდნავ შეანჯღრიეთ, რომ ზედაპირი გაასწოროთ. აუჩქარებლად, ნელ–ნელა ცხელი წყალი წრიული მოძრაობით დაასხით. დაელოდეთ, სანამ მთელი წყალი ყავიდან არ გამოვა, 3-4 წუთით დააყენეთ. ძაბრი მოაშორეთ და თქვენი ყავა მზადაა.

თქვენ ყავის მოდუღების რომელ მეთოდს ანიჭებთ უპირატესობას?

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ