ნაბიჯი საკუთარი თავისკენ: თქვენი ქვეცნობიერის კარი

0
1240

ცოტამ თუ იცის, რა იმალება ჩვენი ქვეცნობიერის სიღრმეში, და დიდი ტყუილი იქნება თქვენი დარწმუნება იმაში, რომ ერთი ნახატის არჩევით შეძლებთ ადამიანის მთელი არსის ამოცნობას, მისი აზრების წაკითხვას, გაგებასა და მიწვდომას.

სამაგიეროდ, ნამდვილად შეიძლება იმის დამტკიცება, რომ ასეთი არჩევნის დახმარებით, სავსებით რეალურია ადამიანის ხასიათის გარკვეული თვისებების ამოცნობა.

გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევებია, როცა ტესტის გავლის მომენტში განიცდით რამე მკვეთრ ემოციას, სტრესულ სიტუაციაში ხართ ან რეალობისგან ხართ შორს.

ყურადღებით დახედეთ გამოსახულებას და აირჩიეთ ის კარი, რომელიც ყველაზე მეტად უხდება თქვენს განწყობასა და მდგომარეობას. უმჯობესია, აირჩიოთ ის ვარიანტი, რომელიც პირველად მოგივათ თავში – სწორედ ის იქნება ჭეშმარიტი და სწორი გადაწყვეტილება.

დააკაკუნეთ და გაგიღებენ!

1. თქვენ თბილი და ძალიან მყუდრო ადამიანი ხართ, რომლისთვისაც პირველ ადგილას ოჯახი, მისი კეთილდღეობა და კმაყოფილებაა. სახლის სიმყუდროვე, გემრიელი საკვები, სამეგობრო წრეში ჯდომა თქვენთვის დროის გატარების საუკეთესო საშუალებაა.

ცხოვრებისგან ბევრს არ მოითხოვთ და გაქვთ უნარი, დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაქვთ. ადამიანი კი, რომელიც არ იციკლება მოლოდინზე, არ განიცდის იმედგაცრუებასაც. სწორედ ამიტომ უყვარხართ ახლობლებსა და მეგობრებს. თქვენ ასხივებთ ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანის დადებით, მშვიდ და კეთილ ენერგეტიკას.

2. თუ ეს კარი აირჩიეთ, დიდი ალბათობით, თქვენს ცხოვრებაში ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად არაა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბავშვურად უმანკო და ცოტათი მიამიტი სული, რომელიც, გარემოებათა გამო, მუდმივად ზრდასრულ და სერიოზულ პიროვნებად იკატუნებს თავს.

თქვენ არ ამბობთ უარს და ძალიან ცდილობთ, თუმცა, სამყაროს მოთხოვნებსა და თქვენს შეგრძნებებს შორის არსებული უთანხმოების გამო, გეწყებათ შინაგანი კონფლიქტი, რომელსაც, ნაწილობრივ, დათრგუნულ მდგომარეობამდე, დეპრესიამდე, იმედგაცურებამდე მიჰყავხართ.

3. ამ კარის არჩევა მიუთითებს შფოთვაზე, რომელიც წარსულიდან რაღაც დაუსრულებელ ან აკრძალულ სიტუაციას უკავშირდება. თითქოს, ყველაფერი ნათელი და გასაგებია, თუმცა, არ გაქვთ ის, რაც შეძლებდა თქვენი მოგონებების ჩახშობას და მოგცემდათ ცხოვრების გაგრძელების საშუალებას, უთქმელობის ფიზიკური შეგრძნების გარეშე.

რომ არა ეს მომენტი, თქვენს ცხოვრებას გაცილებით უკეთ აღიქვამდით. შესაძლოა, უნდა სცადოთ ამ ყველაფრის გამოსწორება.

4. მეოთხე კარს ისინი ირჩევენ, ვინც ავანტურიზმის, ცნობისმოყვარეობის, სიცოცხლისუნარიანობისა და აზარტის მნიშვნელოვან წილს ფლობს. თქვენ მოძრავი და არაორდინალური ადამიანი ხართ, რომელმაც იცის, რა უნდა ცხოვრებისგან და ცდილობს, ყოველთვის მიიღოს სასურველი. თქვენ ძლიერი მფარველი ანგელოზი გყავთ, რომელიც სასწაულებრივად ახერხებს თქვენს “გამოთრევას” საშიში სიტუაციებიდან.

ასეთი მფარველის ყოლა კარგია, თუმცა, მაინც, სცადეთ თავდაცვის შეგრძნების განვითარება, რამდენადაც შემდეგში თქვენი დამშვიდების ერთადერთ საშუალებად ცივი შხაპი დარჩება.

5. გარეგანი სიმშვიდე, სტაბილურობა ან თავის სტაბილურ, გაწონასწორებულ, უპრობლემო ადამიანად მოკატუნება – ასე შეიძლება იმ ადამიანის უნარების დახასიათება, რომელმაც მეხუთე კარი აირჩია. უფრო სწორად, არა ადამიანის, არამედ როლის, რომელიც მას წარმატებულად და მომგებიანად მიაჩნია. უკონტაქტობა, ჩამორჩენა, განმარტოებისკენ მიდრეკილება, სამყაროს ნაკლოვანებისა და მოვლენების უსამართლობის შეგრძნება ასეთი ქცევის რეალური მიზეზებია.

გეჩვენებათ, რომ თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ, მაგრამ რატომღაც არ გსურთ ამისთვის ძალისხმევის დატანება. ყველაფერი თავზე უნდა დაგეცეთ, თანაც, სასურველია, სწრაფად. ასე არ ხდება, კიბორჩხალაც კი მცირედით იწყებს და თანდათან იზრდება, ვითარდება, შემდეგ კი უფრო მოსახერხებელ და ტევად ნიჟარაში გადადის.

სამყაროს თუნდაც ძალით უნდა გაუღიმოთ, რაც ჩვევაში გადაგეზრდებათ, იგი კი, თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებს თქვენს ზოგად მდგომარეობასა და განწყობაზე.

6. ადამიანი დღესასწაული, ადამიანი ორკესტრი, კამპანიის სული, თვითმმუხტავი ელემენტი – ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანი, რომელმაც მეექვსე კარი აირჩია. ცოტამ თუ იცის და ესმის, რა ძალისხმევად უღირს მას ასეთი ქცევა და “მსუბუქი” ხასიათი.

საკუთარ თავთან განმარტოებისას, იგი თქვენი გარეგანი ნიღბის ურთიერთსაწინააღმდეგო მხარედ იქცევა. ეს ცუდი არაა – ესაა გააზრებული არჩევანი. მზის ნაცვლად განათება და გარესამყაროს გაკეთილშობილება, გაბრწყინება ყველას არ შეუძლია. ამისთვის საჭიროა უზარმაზარი შინაგანი ძალა, თვითკონტროლი და გარშემომყოფებისადმი გიგანტური პატივისცემა, რათა არ მისცეთ საკუთარ თავს ცუდი განწყობის, დათრგუნვისა და სხვებისთვის ნეგატივის მოხვევის საშუალება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ