ყავარჯნის პოზა, რომელიც ააქტიურებს საჭმლის მონელებას და დაგეხმარებათ უფრო ბრტყელი მუცლის მიღებაში. დაგჭირდებათ დღეში მხოლოდ 2 – 3 წუთი

0
25

ზოგჯერ, დილიდან საკმაოდ ძნელად ვიღვიძებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ფიზიკურ სხეულზე და კერძოდ კი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, რომელიც ჯერ კიდევ ძილის მდგომარეობაშია და არ სურს გამოღვიძება. ამ შემთხვევაში, ადამიანი ხშირად მიმართავს იოგას, რომელიც ეხმარება გამოღვიძებასა და რაიმეს გაკეთების სურვილის აქტივირებაში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სპეციალისტები არ გვირჩევენ სერიოზული ვარჯიშების გაკეთებას დღის 10 – 11 საათამდე, მაშინ ეს იდეალურია. ძალიან ბევრს მოსწონს ყავარჯნის პოზა, ოთხ საყრდენზე, ამიტომ Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, სწორედ ამ პოზაზე ვისაუბრებთ.

როგორც უკვე დასახელებიდან მიხვდებოდით ეს პოზა ამაგრებს პრესს და ასევე ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ეს კი დილიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს ვარჯიში ბევრს გაახსენებს ყველასათვის ნაცნობ ჯოხს ანუ ე.წ. ,,პლანკას”, რომელიც მე მაინცდამაინც არ მომწონს, მაგრამ ეს ვარჯიში ძალიან კარგია და ეფექტური. იგრძნობა, რომ მუშაობთ და არა უბრალოდ ისვენებთ. დასაწყისისთვის, ადამიანს გაუჭირდება 2 წუთის განმავლობაში ამ პოზაში გაჩერება და უკვე აღარ ვსაუბრობთ სამ წუთზე, მაგრამ ჩვენ ამ ვარჯიშით, სწორედ რომ ვავარჯიშებთ ჩვენს გამძლეობას, რათა მივიღოთ კარგი ეფექტი. ბუნებრივია, შეგვიძლია დავიწყოთ 5 – 10 წამიდან და თანდათან გავზარდოთ დრო. რას გვაძლევს ვარჯიში ყავარჯნის პოზა, ოთხ საყრდენზე:

  • პირველ რიგში, ეს არის ბრტყელი მუცელი – თქვენ მაშინვე იგრძნობთ, რომ ზემოქმედებთ ამ ზონაზე;
  • ამაგრებს ხელებს – მე ძალიან სუსტი ხელები მაქვს. აზიდვების გაკეთება წესიერად არ შემიძლია, მაგრამ ამ ვარჯიშს ვუმკლავდები;
  • ამაგრებს და ალამაზებს დეკოლტეს ზონას;
  • ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას;
  • ამაგრებს ფეხებს;
  • გვეხმარება ფიქრში.

ყავარჯნის პოზა ოთხ საყრდენზე (ჩათურანგა დანდასანა):

  • ვწვებით მუცელზე;
  • ხელები გვერდებზე;
  • ფეხის თითებით ვდგებით იატაკზე და ასევე ხელებითაც:
  • ვწევთ სხეულს;
  • ხელმა უნდა შექმნას მართკუთხა კუთხე;
  • სხეულმა უნდა შექმნას სწორი ხაზი, თითქოს ყავარჯნის ჯოხია.

ასეთ პოზაში ვჩერდებით 5 – 10 წამიდან 2 – 3 წუთამდე, რის შემდეგაც ვდგებით და მივდივართ საკუთარი საქმეების გასაკეთებლად.

ვიმედოვნებთ, რომ სტატია თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.