აირჩიეთ ყველაზე ბედნიერი წყვილი და გაიგეთ, როგორი ხართ ურთიერთობაში

0
912

ბევრი ადამიანი ხშირად ეკითხება საკუთარ თავს, თუ რა არის სიყვარული. ამ კითხვაზე პასუხი ინდივიდუალურია ყოველი ჩვენგანისთვის. სიყვარული კმაყოფილება, ტკივილი, გამოცდილება და ბედნიერებაა – ყველაფერი ერთად. სიყვარული ყველაზე ლამაზი რამაა, რაც ამ სამყაროში არსებობს, ეს კი ისაა, რაც აერთიანებს მეგობრებს, ოჯახებსა და, ზოგადად, ადამიანებს. სიყვარულის გრძნობა გვაუმჯობესებს.

თუმცა, ჩვენ სიყვარულს ერთნაირად არ განვიცდით. აი, რატომ გთავაზობთ ამ საინტერესო ტესტის გავლას – გაიცანით თქვენი ჭეშმარიტი რომანტიკული ბუნება.

უბრალოდ აირჩიეთ წყვილი, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე ბედნიერია. მზად ხართ? მოდით, დავიწყოთ.

აი, რას ამბობს თქვენი არჩევანი თქვენი ურთიერთობების შესახებ.

  1. ამ წყვილის არჩევა იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი ურთიერთობები სავსეა მგრძნებარე ვნებით. თქვენ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა თქვენს პარტნიორთან ერთად გადაღებული ფოტოების გამოფენა ან მის შესახებ წერა სოციალურ ქსელში. ეს იმიტომ, რომ სოციალურ ქსელებზე არსებული ყურადღება თქვენ არ გაინტერესებთ. გირჩევნიათ, იცხოვროთ რეალურ სამყაროში, პირდაპირ აქ და ახლა!
  2. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ინტერნეტსა თუ სოციალურ ქსელებში გრძნობების გამოხატვას არ ერიდებით. გიყვართ ყველასთვის “ყვირილი”: “შეხედეთ, ეს სიმპათიური ბიჭი ჩემია!” ფრთხილად იყავით, ყველამ არ უნდა იცოდეს, რომ თქვენ და თქვენმა საყვარელმა ადამიანმა ახალი ნაბიჯი გადადგით ურთიერთობაში ან ახალ დონეზე გადახვედით.
  3. თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი ზრდასრულები ხართ. ერთმანეთის გჯერათ და იცით, რომ სხვების აზრი თქვენი ურთიერთობების შესახებ უმნიშვნელოა. იცით, რომ სამყაროსთვის იმის ჩვენება, თუ რამდენად ბედნიერი ხართ თქვენ ან თქვენი პარტნიორი, თქვენი ურთიერთობის მთავარ მიზანს არ წარმოადგენს. თამამად უყურეთ აწმყოსა და მომავალს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ