
ქალები იშვიათად დგამენ პირველ ნაბიჯს სიყვარულში, იმიტომ, რომ ყოველთვის არ არიან დარწმუნებული, რამდენად ორმრხივია მათი გრძნობები. ამ გაგებით, თუ სხეულის ენას დიდ ყურადღებას დაუთმობთ, ბევრ რამეს მიხვდებით და ცხოვრებაც გაგიმარტივდებათ.
დღეს ჩვენ გთავაზობთ, შეამოწმოთ ჟესტების კითხვის უნარი, რათა შეძლოთ საინტერესო საიდუმლოს ამოხსნა!
რომელი ქალბატონი მოსწონს მამაკაცს ნახატიდან? თქვენი მიზანია, უპასუხოთ, თუ რომელი მათგანი მოსწონს ახალგაზრდა მამაკაცს ყველაზე მეტად. ყურადღებით დახედეთ ნახატს, პასუხი დეტალებში იმალება.
როგორც ალან პიზი თავის წიგნში “სხეულის ენა” წერს, არსებობს უამრავი ნიშანი, რომლებიც მამაკაცის ქალისადმი ფარულ გრძნობებზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჟესტებს შორისაა გაფართოებული გუგები, წელზე შემოწყობილი ხელები თუ სხვა, ადამიანთან პირადად ურთიერთობისას, საკმაოდ მარტივია მათი ამოცნობა, თუმცა, როგორ ამოვიცნოთ ეს ინტერესი რამდენიმე გოგონას შორის?
აღმოჩნდა, რომ ესეც შესაძლებელია! დახედეთ ნახატს კიდევ ერთხელ და მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ საითაა მიმართული მისი ფეხსაცმლის ცერები! ალან პიზის მტკიცებით, მამაკაცის სხეულის ეს ნაწილი, ჩვეულებრივ, მიანიშნებს იმ ქალზე, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს კონკრეტულ მომენტში. აღმოჩნდა, როცა მამაკაცს ქალი მოსწონს, იგი გაუაზრებლად ტრიალდება მისკენ მთელი სხეულით, ან ფეხის ცერებს ატრიალებს მაინც.
ამ შემთხვევაში, მამაკაცს მესამე გოგონა მოსწონს. სულ ეს იყო! ახლა უკვე გეცოდინებათ, რომელ რაინდს იზიდავთ, როცა დიდ კამპანიაში ხართ.