რომელი ქალი იტყუება? სწორ პასუხამდე ყველა ვერ მიდის

0
724

შეგიძლიათ არავერბალური მეტყველების კითხვა?

პიროვნებათშორისი კავშირი მოიცავს არამხოლოდ ჩვენ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, რომლებიც სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციას ექვემდებარება, არამედ იმასაც, თუ რას ვფიქრობთ და ვინ ვართ რეალურად – ეს ყველაფერი სხეულის ენასა და უმცირეს ჟესტებსაც კი უკავშირდება. მსგავსი მინიშნებების სწორად წაკითხვა მნიშვნელოვნად ამარტივებს ცხოვრებას. საბედნიეროდ, ამ უნარის ათვისება ძალიან მარტივია.

არავერბალური მეტყველება, ხშირად, უფრო მეტს გვიყვება, ვიდრე ათასი სიტყვა. ადამიანი ამბობს ერთს, მისი ქცევები ან სახის გამომეტყველება კი, შესაძლოა, სულ სხვა რაღაცაზე მიუთითებდეს. შეგიძლიათ ასეთი გაუგებარი შეტყობინებების კითხვა? ამის შემოწმებაც მარტივია – უბრალოდ, ამოხსენით თავსატეხი.

ნახატზე ჩვენ ვხედავთ ერთსა და იმავე ქალს, ოთხ სხვადასხვა მდგომარეობაში. თქვენი მისიაა, მისი ჟესტების მიხედვით ამოიცნოთ, როდის იტყუება.

ვინ გიმალავთ სათქმელს? აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი.

1. მისი გახსნილი ხელისგულები იმაზე მიუთითებს, რომ თავად ძალიან გახსნილი ადამიანია და, დიდი ალბათობით, ვერ იტანს ტყუი;ს. ზოგიერთი ადამიანი არ ენდობა მას, ვინც ძალიან ბევრ ჟესტს გამოხატავს საუბრის დროს, თუმცა, როგორც წესი, ეს სავსებით გაუაზრებლად ხდება და კონკრეტულს არაფერს ნიშნავს. იგი ნამდვილად არაა მატყუარა.

2. მისი სხეულის მდგომარეობა იმაზე მიუთითებს, რომ იგი ძალიან საეჭვოა. ნერვული ტიკი, რომელიც თქვენი ყურით დაჭერის სურვილს ეფუძნება, შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ მას თქვენი მოტყუება ან, უკიდურეს შემთხვევაში, სიმართლის ნაწილობრივ დამალვა სურს. მას შეუძლია, თუმცა, თავდაჯერებით ვერ ვიტყვით, რომ ეს ქალი იტყუება.

3. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს შესანიშნავი არჩევანია. მას აქვს თქვენი თითოეული სიტყვის მოთმინებით მოსმენისა და გაანალიზების უნარი. ნიკაპის დაჭერა ამის საუკეთესო მტკიცებულებაა. ესაა გულწრფელი ქალი, რომელსაც არ აქვს ტყუილის საბაბი.

4. მისი სხეულის მეტყველება იმაზე მიუთითებს, რომ სწორედ ისაა მატყუარა. ამაზე მეტყველებს შეუმჩნეველი, თუმცა არსებითი სიგნალი. ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ პირის დაფარვის მცდელობა იმის პირველი ნიშანია, რომ რაღაცას გიმალავენ. ყველა ვარიანტს შორის, ეს ყველაზე თვალსაჩინოა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ