როგორ შევარჩიოთ დამატენიანებელი კრემი? დერმატოლოგის რჩევები

0
999

დაატენიანეთ, დაატენიანეთ, დაატენიანეთ – ერთხმად გაიძახიან კოსმეტოლოგები და დერმატოლოგები. ეს პროცედურა ეფექტური რომ იყოს, კრემის არჩევისას რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.

1. მჭირდება?

უმეტეს შემთხვევაში – დიახ, თქვენი კანი გაუწყლოებულია. იღბლიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ეკოლოგიურად სუფთა რაიონებში ბუნებრივი ტენიანობით 60% და საშუალო დღიური ტემპერატურით დაახლოებით +25 გრადუსი, შეუძლიათ წაკითხვა არ გააგრძელონ. სხვა შემთხვევაში კანი თვითდატენიანებას ვერ უმკლავდება, რადგან ცენტრალური გათბობის, კონდიციონერის ჰაერის, ქუჩის მტვრის და ნისლის, ქარის და ექსტრემალურად დაბალი და მაღალი ტემპერატურის სახით გამოცდებს ხშირად ვუტარებთ. გაითვალისწინეთ, კანისთვის ტემპერატურის ექსტრემალური ცვლილებაა 15 გრადუსი, ანუ შენობაში +22, ქუჩაში +7, ეს უკვე კანისთვის სტრესია.

2. ცხიმიანი კანი მაქვს

ხმელი ორცხობილა რომ აიღოთ და კარაქი წაუსვათ, ისე ახალი პურის ნაჭერი ვერ გახდება, არამედ კარაქიანი ორცხობილა იქნება. ასეა კანთან: ბევრი ცხიმის წარმოება ტენიანობის დონეზე გავლენას არ ახდენს. ცხიმიანი კანის ერთადერთი პლიუსი – ზედაპირული ფირის ფორმირებით ტენს უკეთ ინარჩუნებს. უბრალოდ აირჩიეთ კრემი, გელი ან ფლიუდი, სასურველია ნიშნით oil free, მაგრამ დატენიანებაზე უარი არ თქვათ.

3. როგორ მოქმედებს დამატენიანებელი კრემი

კანის დასატენიანებლად რამდენიმე კომპონენტი არსებობს: დამატენიანებლები, ემოლენტები და ოკლუზივები. პირველი უშუალოდ ატენიანებს, მეორე კანს კვებავს და არბილებს, მესამე ზედა ფენებში ტენს იკავებს და აორთქლების საშუალებას არ აძლევს. ოპტიმალურ დამატენიანებელ კრემს ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

4. რომელი ინგრედიენტია უფრო მნიშვნელოვანი?

გლიცერინი (მითი მისი ზიანის შესახებ დიდი ხანია გააქარწყლეს), ჰიალურონის მჟავა, კარბამიდი (აღინიშნება როგორც urea), ალფა ჰიდროქსი მჟავა (გლიკოლის და რძის მჟავა – საუკეთესოა), მცენარეული ზეთები (განსაკუთრებით ქოქოსი, ში, გარგარი და ნუში). კარბამიდი და AHA  კანის ზედაპირს მკვდარი უჯრედებისგან წმენდს, ჰიალურონის მჟავა და გლიცერინი ატენიანებს, ხოლო ზეთი არბილებს და იცავს.

5. მნიშვნელოვანია თუ არა, როდის და როგორ ვისვამ კრემს?

დიახ და თან ძალიან. იდეალური ვარიანტი – კრემი სველ კანზე წაისვით, სალფეთქით ან რბილი პირსახოცით ოდნავ შეიმშრალეთ. კანი გაშრობისთანავე გაუწყლოებას განიცდის, ამიტომ სჯობს ტენი შიგნით „ჩაკეტოთ“, ფორებს გახსნის საშუალება, ხოლო ზედა ფენის უჯრედებს „გამოშრობის“ საშუალება არ მისცეთ.

6.ძვირადღირებული კრემი ყოველთვის იაფიანზე კარგია?

პრაქტიკა აჩვენებს, რომ არა. მთავარია, დამატენიანებელი საშუალება თქვენ და თქვენს კანს უხდებოდეს. წამყვანი ლაბორატორიების მიერ შექმნილმა სუპერ ექსკლუზიურმა პროდუქტმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს ან შეწოვაზე უარი თქვას, ხოლო ბიუჯეტური ვარიანტი მოულოდნელად თქვენი ფავორიტი შეიძლება გახდეს. იდეალური იქნება, თუ კრემს დერმატოლოგთან ან კოსმეტოლოგთან ერთად შეარჩევთ, თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, შეარჩიეთ ჰიპოალერგიული ბრენდები და კრემები აღნიშვნით „მგრძნობიარე კანისთვის“. კრემი თვეში რამდენჯერმე არასდროს გამოცვალოთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ