
ბევრი ფიქრობს, რომ დიეტის წარმატება მტკიცე ნებისყოფასა და წარმოუდგენელ მოტივაციაზეა დამოკიდებული, მაგრამ სინამდვილეში არსებობს ფაქტორების საკმაოდ შთამბეჭდავი სია, რომელიც თქვენს მეტამორფოზს (ასაკი, ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე, გენეტიკა და ა.შ.) ხელს უშლის. გახდომის ეფექტური მეთოდი საკმაოდ უნიკალურია: ზოგისთვის მხოლოდ ტკბილეულის აკრძალვა საკმარისია, ზოგისთვის – 16 საათიანი შიმშილობის დაცვა, ზოგისთვის კი რაციონში ცილების დამატება. სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ჩამოაყალიბეს 3 უნივერსალური წესი ნებისმიერი დიეტის ეფექტურობის გასაზრდელად.
კვლევის შესახებ
ექსპერიმენტში 18-50 წლის ასაკის 609 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, კაცების და ქალების რაოდენობა თითქმის ერთნაირი იყო. მკვლევარებს ბიოლოგიური ფაქტორების და სხვადასხვა დიეტის ურთიერთკავშირის დადგენა სურდათ. მონაწილეების ნახევარი 1 წელზე მეტი კეტოგენურ დიეტას იცავდნენ – ეს დაბალ ნახშირწყლოვანი კვების სისტემაა ბევრი ცხიმით და ზომიერი ცილებით. მეორე ნახევარი იცავდა მენიუს ცხიმების და ნახშირწყლების დაბალი შემცველობით და ცილოვან პროდუქტებზე აქცენტით. ექსპერიმენტის დინამიკას მეცნიერების ჯგუფი აკვირდებოდა. მკვლევარები შედეგების მიხედვით 3 წესი შეიმუშავეს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დიეტის წარმატების გარანტიას აძლევს.
3 წესი წარმატებული გახდომისთვის
მკვებავი პროდუქტები შეარჩიეთ
დიეტა უნდა „მოატყუოთ“ და დაბალანსებული საკვები დაამატოთ. არჩევანი ნატურალურ და ხარისხიან პროდუქტებზე გააკეთეთ: თევზი, ბოსტნეული, უტკბილო ხილი, მცენარეული ზეთი. მაგალითად, კეტო დიეტის დროს უფრო სასარგებლოა ავოკადო, ვიდრე ყველი, რადგან პირველ შემთხვევაში უფრო მეტ ვიტამინს მიიღებთ.
თეთრი ფქვილის პროდუქტებს მოერიდეთ
თეთრი ფქვილის პროდუქტები სანუკვარ ციფრს გაშორებთ. სჯობს არჩევანი გააკეთოთ მთელი მარცვლეულის პურზე, ნუშის ფქვილისგან მომზადებულ ბლინებსა და პანქეიქებზე.
დიეტის საფუძველი – ბოსტნეული
ბოსტნეული მინიმუმ კალორიას და მაქსიმუმ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს. ასე დიდი ხნით დანაყრდებით და მავნე პროდუქტებზე „აფეთქებებს“ თავიდან აიცილებთ.