როგორ შევარჩიოთ სწორი ჩაი ჯანმრთელობისა და განწყობისთვის

0
508

იცით თუ არა, რომ პირველი ჩაიდანი თითქმის 5000 წლის წინ შექმნეს? ევროპამდე ჩაიმ გაცილებით გვიან მიაღწია და მე–17 საუკუნეში ბრიტანელი არისტოკრატების პოპულარული სასმელი გახდა. ამ კეთილშობილურმა სასმელმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა, საუკუნეების განმავლობაში დაადასტურა სასარგებლო გავლენა ჯანმრთელობაზე, განწყობაზე, მხნეობასა და კონცენტრაციაზე. ამის მიუხედავად, დღევანდელი ჩაი შეიძლება იყოს ცხელი, ცივი და საერთოდ არ შეიცავდეს ჩაის ფოთლებს, არამედ წარმოადგენდეს სხვადასხვა მცენარის, ყვავილის ან კენკრის კომბინაციას, რომელიც გამოყენებამდე მდუღარე წყალი უნდა დაასხათ და დააყენოთ.

ათასობით ნარევსა და სახეობას შორის მარტივად იპოვით იმას, რომელიც ახლა გჭირდებათ – ორიენტაცია თვითგანწყობასა და გრძნობებზე გააკეთეთ. კატეგორიებს „ინტერესების მიხედვით“ გადახედეთ, უფრო ზუსტად დადებითი ეფექტებით, რომელსაც ორგანიზმი ჩაის დალევის დროს მიიღებს.

თუ თქვენ გსურთ:

1. გამხნევება ან კონცენტრირება

1 ფინჯანი მწვანე ჩაი 25-35 მგ კოფეინს, ასევე ლ–ტეანინს, ნატურალურ დამამშვიდებელ და განწყობის მასტიმულირებელს შეიცავს. ეს ამინომჟავა კოფეინის აბსორბციას ხელს უწყობს, რაც ენერგიით დაგმუხტავთ არა სამმაგი ესპრესოს ფორმატით, არამედ მხნეობას რამდენიმე საათით შეინარჩუნებთ.

1 ფინჯანი შავი ჩაი 40-60 მგ კოფეინს შეიცავს. შესაბამისად, 2–ჯერ უფრო ძლიერ ააქტიურებს, ორგანიზმს აღვიძებს და კონცენტრაცას ზრდის. სწორედ ამიტომ, მისი დალევა დილით რეკომენდებულია.

ჩაი მატე (მატონიზირებელი სასმელი), რომელიც ბაძგის ხმელი, დაქუცმაცებული ფოთლებისა და ყლორტებისგან მზადდება, მდიდარია კოფეინით, შეიცავს ალკალოიდ თეობრომინს, ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს და მინერალებს, რაც ენერგიის სტიმულირებისთვის იდეალურ კომბინაციას ქმნის. სამხრეთ ამერიკიდან შემოსული ჩაი მატე მოდაში შემოვიდა და ახლა მის შეძენას ნებისმიერ სუპერმარკეტში შეძლებთ, მართალია სწორად მოსადუღებლად მთელ მეცნიერებას უნდა დაეუფლოთ.

2. დამშვიდება და დაძინება

სააფთიაქო გვირილის ყვავილების ნაყენის ჯადოსნური თვისებები მთელ მსოფლიოში ცნობილია. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ გვირილის ჩაი მოადუღეთ და თქვენ ნამდვილად მოდუნდებით და სწრაფად დაიძინებთ. მსგავსი მოქმედება აქვს ლავანდის ჩაის: არომატული სასმელი დაგამშვიდებთ, დაწოლისას თავს მყუდროდ და კომფორტულად იგრძნობთ.

ჩაი კატაბალახასთან ერთად მსგავს ეფექტს ფლობს, მაგრამ ტკბილ–მწარე გემო და სპეციფიკური არომატი აქვს, რაც ყველას არ მოსწონს, ამიტომ გვირილას და ლავანდას პოპულარობით ჩამოუვარდება.

3. შფოთვის მოშორება და მოდუნება

კატაბალახას ჩაის აშლილი ნერვების დამშვიდებაში თანასწორი არ ჰყავს. ინდოეთში პოპულარულია ნაყენი სახელით აშვაგანდხა – კატაბალახას აიურვედული ალტერნატივა. აშვაგანდხას დილით სვამენ. ასე არა მხოლოდ გამხნევდებით, არამედ ნერვიულობისგან გათავისუფლდებით.

ჩაი პასიფლორით – შესანიშნავი მასტიმულირებელი საშუალებაა, რომელიც იწვევს გამა–ამინოზეთოვანი მჟავის (GABA) გათავისუფლებას, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის ნეირომედიატორს აფერხებს. ასე დამშვიდებას და კონცენტრირებას შეძლებთ.

ჩაი ჯენშენით იდეალურია ფსიქიკური დაღლილობის საწინააღმდეგოდ. ჩვენი დედებისა და ბებიებისთვის ცნობილი პიტნის ჩაი შეიცავს მენთოლს, რომელიც ფსიქიკურ დაძაბულობას ამცირებას.

ჩაი ლემონგრასით არც თუ ისე ცნობილი სასმელია, თუმცა მას ბევრი უპირატესობა აქვს და სტრესის დონეს ეფექტურად ამცირებს. ამის მიზეზი სასარგებლო მინერალების მაღალი კონცენტრაცია და დაუვიწყარი არომატია, რომელსაც ნატუროპათები ქრონიკული შფოთვის საწინააღმდეგოდ გირჩევენ.

4. ბედნიერების შეგრძნება

ზაფრანის ჩაი წინა მენსტრუაციულ პერიოდში ემოციების ცვლილებებს აბალანსებს. ზაფრანი სეროტონინის ნეიროტრანსმიტერებს ააქტიურებს, რაც განწყობის ცვლილებების გარეშე უფრო ბედნიერს გხდის.

მწვანე ჩაი და კურკუმას ჩაი სეროტონინის და დოფამინის რეცეპტორებს სტიმულირებს, რაც პოზიტიური შეგრძნებების „ორმაგ დარტყმას“ უზრუნველყოფს.

ჩაი ფორთოხლის ცედრით ან ყვავილებით არანაკლებ კარგია, თუ გსურთ შეწყვიტოთ ნერვიულობა, თუნდაც ცოტა ხნით.

5. ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისგან

ჩაი ბაბუაწვერით სწორი არჩევანია, თუ კარდინალური დეტოქსი გადაწყვიტეთ. სარეველას ნაყენს საუკუნეების განმავლობაში ჩინელი ექიმები და ჩრდილო–ამერიკელი ინდიელები ღვიძლის ბუნებრივ გამწმენდად იყენებდნენ.

ჭინჭრის ჩაი რეკომენდებულია როგორც შარდმდენი საშუალება, რომელიც შარდსასქესო სისტემის ანთებას ებრძვის. მწვანე ჩაი თირკმლების მუშაობას ააქტიურებს, გარდა ამისა, შეიცავს EGCG, ეპიგალოკატექინ გალატს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და უფრო მეტ კალორიას წვავს.

ცერეცოს ჩაი უბრალოდ შეუცვლელია, თუ შებერილობა ან სპაზმები გაწუხებთ. კოჭის ჩაი გულისრევას და მგზავრობის დროს რყევის ეფექტს ამცირებს.

ყურადღება მიაქციეთ როიბოს. ცხელი სასმელი წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდანაა და მდიდარია ანტიოქსიდანტური ფლავონოიდით კვერცეტინით, რომელიც თავისუფალი რადიკალებისგან გვიცავს და კოლიკს, სპაზმებს, კუჭის აშლილობას და დიარეას ამცირებს. როიბოსი წყურვილს კლავს და ატონიზირებს, ასევე შესანიშნავად ცვლის ყავას მათთვის, ვისთვისაც ყავა უკუჩვენებულია. სწორედ ამ მიზეზით, როიბოსი შეგიძლიათ შეუზღუდავად მისცეთ პატარა ბავშვებს, გლუკოზის არსებობით მისი გემო უშაქროდაც ტკბილია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ