ურთიერთკავშირი ტერფზე არსებულ ,,ძვალსა” და ცუდ მხედველობას შორის. თვალის ვარჯიშის 7 ეფექტური ტექნიკა

0
44

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, საუბარია თვალის სწორი კუნთების ვარჯიშზე.სასაცილო და სამწუხაროა, როდესაც ინტერნეტში ისევ და ისევ მხვდება სპამი თემაზე: ,,მე მთელი ღამის განმავლობაში დავიტოვე ფეხზე ამ მალამოს კომპრესი და დილისთვის ეს ძვალი გამიქრა!”,,ეს ძვალი” – წანაზარდი არ არის! ეს არის ფეხის პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია (halluxvalgus).ვფიქრობ, ამ პრობლემას უკვე შეხვედრიხართ ან თქვენ თავად ან უფროსი ასაკის ნათესავებში და ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ზღაპარიც მოგისმენიათ.ახლა გავაბათილოთ მითები და დავხიოთ შაბლონები.

მეტატარსალური ძვლის ინვერსიის მრავალი მიზეზი არსებობს. ქუსლების ტარებიდან დაწყებული ტირილისა და წყენის შეკავებამდე, რაც იწვევს ჰიოიდური ძვლის გარშემო არსებული კუნთების დისბალანსს.დღეს ჩვენ გავაანალიზებთ მხოლოდ ერთ კავშირს, რომელსაც ისეთი პრობლემების გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა halluxvalgus-ი და ფეხების შეშუპება.

თვალები – წვივი. ახლა მე ხელახლა არ მოვყვები თომას მაიერსის თეორიას, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩვენს სხეულში ყველაფერი ფასციალური ქსოვილის ჯაჭვებით არის შემოსაზღვრული და თუ დაძაბულობა არსებობს კეფის უკანა ნაწილში – ეს აუცილებლად აისახება ქუსლზე და ასე შემდეგ.ასეა, თვალის სწორი კუნთების შემთხვევაშიც. მათი სისუსტე რეფლექტორულად იწვევს კანჭის კუნთების მუდმივ დაძაბულობას, რაც ასევე იწვევს აქილევსის მყესის დამოკლებას და შედეგად ,,ძვლის” გაჩენას ტერფზე.ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხედველობის პრობლემის მქონე ყველა გოგონა მიდრეკილია ჰალუქსვალგუსისკენ. თუ ისინი ატარებენ სათვალეს სწორი დიოპტრებით და ხშირად იყურებიან შორს, მაშინ მხედველობა სწრაფად არ გაუარესდება და პათოლოგიური პროცესები არ დაიწყება. თუმცა, თუ მუდმივად კომპიუტერთან მუშაობთ და თავისუფალ დროს კი ტელეფონში იყურებით, მაშინ ელოდეთ განგაშის ზარებს.არსებობს, თვალის სწორი კუნთების გასამაგრებელი უამრავი ვარჯიში. მე შემოგთავაზებთ კლიენტებზე გადამოწმებულ კომპლექსს:

  • 1. დაჯექით სწორად. თავი იწევს ზევით, მხრები დაბლაა დაშვებული.
  • 2. თვალები ფართოდ გაახილეთ. იმდენად ფართოდ, რამდენადაც შეძლებთ. ასეთ მდგომარეობაში გაჩერდით 30 წამის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ თვალების დახამხამება.
  • 3. ახლა თვალები დაახამხამეთ უფრო ხშირად და მეტი ძალისხმევით, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ქუთუთოები – პეპლის მძიმე ფრთებია და ქარს ეწინააღმდეგება. ეს გააკეთეთ რეალობის სურათის დანახვის შეწყვეტის გარეშე, ანუ ახამხამეთ ფართოდ გახელილი და არა დახუჭული თვალით.
  • 4. ახამხამეთ თვალები 20 წამის განმავლობაში, შემდეგ დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ თითქოს თქვენი წამწამები თხელი ძაფებით არის მიბმული წარბებთან და ვიღაც იწყებს მათ გამოწევას. თვალების გახელის გარეშე, ეცადეთ წამწამები ასწიოთ წარბებამდე და გაჩერდით დაძაბულობის უკიდურეს წერტილში ერთი წამის განმავლობაში.
  • 5. ასეთი რთული 20 წამიანი სამუშაოს შემდეგ, თვალები დატოვეთ დახუჭულ მდგომარეობაში და წარმოიდგინეთ, როგორ უნდათ მათ კეფიდან გამოხედვა – ძლიერ-ძლიერ შესწიეთ თვალის კაკლები შიგნით. ასეთ მდგომარეობაში, თვალებით დახაზეთ 5 წრე მარცხნივ და 5 მარჯვნივ.
  • 6. ახლა თვალები მოადუნეთ, თვალებს ნუ გაახელთ. მიადეთ მათ ხელისგულების ფუძეები, ხელები იდაყვებით დაილაგეთ მუხლებზე და აკურატულად დააჭირეთ თვალებს, გაჩერდით ასეთ მდგომარეობაში სასიამოვნო სითბოს და მოდუნების შეგრძნებამდე.
  • 7. გაახილეთ თვალი და დაიმასაჟეთ წვივი ქვემოდან ზევით, მოადუნეთ კანჭის კუნთები ხელებით.

გაიმეორეთ ეს მოკლე კომპლექსი ყოველდღე და მალე შენიშნავთ, რომ მხედველობა უკვე გაგიუმჯობესდათ და ფეხებშიც ნაკლებად გაწუხებთ სიმძიმე. ამას გარდა, როგორც უკვე მიხვდით, ეს იქნება საუკეთესო პროფილაქტიკა ტერფზე ,,ძვლის” გაჩენის საწინააღმდეგოდ.