რომელი ნიშნებია ყველაზე მეტად თავსებადი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

0
1398

ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ჩვეულებრივი ჰოროსკოპის გარდა არსებობს ჩინურიც, თუმცა მას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. და სულ ტყუილად, რადგან მასში არანაკლებ საინტერესო ინფორმაციას იპოვით.

აღმოსავლური ჰოროსკოპი ევროპულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ მასში არის ისეთი ასპექტი, როგორიცაა ნიშნების თავსებადობა. ამასთან, ის უფრო მოქნილი და ცვალებადია.

დღეს გიამბობთ, თუ რომელი ნიშნები ეთავსება ერთმანეთს ჩინურ ჰოროსკოპში და რატომ.

რა არის ტრინები (4 სამკუთხედი)

სანამ ნიშნების თავსებადობაზე გადავალთ, გიამბობთ, თუ როგორ ხდება ნიშნების დაყოფა ჩინურ ჰოროსკოპში. თუ ჩვეულ ჰოროსკოპში არსებობს მიწის, ცეცხლის, ჰაერის და წყლის ნიშნები, აქ მათ ნაცვლად ტრინებია (4 სამკუთხედი).

თითოეულ ტრინში 3 ნიშანია:

  • 1–ლი სამკუთხედი: ვირთხა, დრაკონი და მაიმუნი.
  • მე–2 სამკუთხედი: ხარი, გველი და მამალი.
  • მ–3 სამკუთხედი: ვეფხვი, ცხენი და ძაღლი.
  • მე–4 სამკუთხედი: კურდღელი, თხა და ღორი.

ნიშნების განაწილება მათ მიზნებსა და ხასიათის საერთო თვისებებზეა დაფუძნებული. სწორედ ეს საერთო მომენტები ეხმარება ერთი ტრინის ნიშნებს საერთო ენის სწრაფად პოვნასა და მომგებიანი და ჰარმონიული სამუშაო და პირადი ურთიერთობის აწყობაში.

შესაბამისად, თუ  ტრინის ერთ–ერთ წარმომადგენელს ე.წ. მტერი ჰყავს, დიდი ალბათობით მისი „მეზობელი“ ნიშნებიც მას ცუდად შეეწყობიან.

მაგალითად, ვეფხვი და მაიმუნი მოსისხლე მტრები არიან, ანუ ცხენი და ძაღლი, რომელთანაც ვეფხვი სამკუთხედში იმყოფება, მაიმუნის მიმართ ასევე მტრულად განწყობილნი იქნებიან.

1–ლი ტრინი: ვირთხა, დრაკონი და მაიმუნი

ზემოთქმულიდან გამომდინარე პირველი ტრინის თავსებადობის ანალიზით დავიწყოთ.

ვირთხა, დრაკონი და მაიმუნი სხვადასხვა ისტორიის გმირები არიან. ჩინურ ჰოროსკოპში ამ ცხოველებს (უფრო ზუსტად ამ ნიშნების წარმომადგენლებს) ბევრი საერთო აქვთ. თითოეული მათგანი ნოვატორი, პროგრესორი და გარემო სამყაროს სარგებელზე ორიენტირებულია. ამ ტრინში დაბადებულ ადამიანებს კარგი ინტუიცია აქვთ, ინიციატივას ხშირად იჩენენ და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიზნისკენ პირდაპირ მიიწევენ.

თუ ამ ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები შექმნიან კავშირს (სამუშაო ან ქორწინება), მათ ნამდვილად წარმატება ელოდებათ.

დრაკონი ყველაზე ძლიერი აღმოსავლური ნიშანია, ვირთხა 1–ლი სამკუთხედის ინტელექტუალური ცენტრია, ხოლო მაიმუნი სუპერ ელჩია, რომელიც ნებისმიერთან საერთო ენას პოულობს.

ნებისმიერი კომბინაციით ამ ნიშნებს მაქსიმალურად ნაყოფიერი ტანდემის შექმნა შეუძლიათ.

ამ ნიშნების უარყოფითი თვისებები: ეჭვიანობა, ეგოიზმი, აგრესია, შურისძიება. ამ თვისებებს პიროვნულ ურთიერთობაში თავისი წილი შეაქვს და შედეგების მიღწევას ხელს უშლის.

მე–2 ტრინი: ხარი, გველი და მამალი

მათ თამამად შეგიძლიათ უწოდოთ ყველაზე შეუპოვარი, მშრომელი და ჯიუტი ცხოველები ჩინურ ჰოროსკოპში. ამ წლებში დაბადებული ადამიანები სამართლიანობით და გულწრფელობით გამოირჩევიან (ზოგჯერ საკუთარი თავის საზიანოდ). ისინი არ ეშმაკობენ, ცდილობენ ყველაფერს მხოლოდ ამტანობით და შეუპოვრობით მიაღწიონ.

ამ ნიშნების წარმომადგენლები არ ბრაზდებიან, არამედ ძალიან გონიერები და დაფიქრებულნი არიან.

გველი – ყველაზე გონიერი ცხოველი აღმოსავლურ ჰოროსკოპში, ხარი – ყველაზე შეუპოვარი და თავშეკავებული, მამალი გამოირჩევა საიმედოობით და ნებისმიერ სიტუაციაში თავისი ხიბლის შემატებით.

მეორე ტრინის ნიშნები ერთმანეთს იდეალურად ეწყობიან. ასეთ წყვილებში ურთიერთობა ძალიან ბრძნული და კეთილია.

უარყოფითი თვისებები: ეგოიზმი, რუტინისკენ მიდრეკილება, თვითკმაყოფილება და პირფერობა.

მე–3 ტრინი: ვეფხვი, ძაღლი და ცხენი

რაც შეეხება ამ ნიშნებს, მათზე უფრო ჰუმანურ ადამიანებს ვერ იპოვით. ასეთი ხალხი პირველი უდგანან გვერდში დაუცველებს ან მათზე ნაკლებად იღბლიანებს. ვეფხვის, ძაღლის ან ცხენის წელში დაბადებული ადამიანები არ ღალატობენ.

ვეფხვი ყველაზე გაბედულია ამ სამეულში, ამასთან ხშირად სასოწარკვეთა და უგუნურება იპყრობს. ძაღლი ერთგულებით და საიმედოობით გამოირჩევა. ამ ნიშნის უარყოფითი მხარე – ზედმეტი ნერვიულობა. ცხენი, თავის მხრივ, ინტროვერტი და არაპროგნოზირებადია.

ეს ნიშნები რომანტიკულ თუ მეგობრულ ურთიერთობაში პარტნიორს და მისთვის ახლობელი ადამიანის ინტერესებს მუდმივად დაიცავენ.

უარყოფითი თვისებები: სიჯიუტე, ზედმეტი მგრძნობელობა, ურჩობა, წუწუნისკენ მიდრეკილება, სხვა ადამიანებზე უარის თქმა.

მე-4 ტრინი: კურდღელი, ღორი და თხა

ბოლო სამკუთხედის წარმომადგენლებს ნამდვილად შეგიძლიათ უწოდოთ ჩინური ზოდიაქოს მთავარი მშვიდობისმყოფელები. ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული ინტუიციით და ამავდროულად სიმშვიდით. ამ წლებში დაბადებული ადამიანები არტისტები არიან და იშვიათად გრძნობენ, რომ თავის ადგილზე არ არიან.

ზოგჯერ ამ ნიშნის წარმომადგენლები თავიანთი მზრუნველობით და მსხვერპლშეწირვით „ახრჩობენ“.

კურდღელი – კეთილი და ძალიან გამჭრიახი არსება, ღორი – კეთილი და მაქსიმალურად ნაზი სხვების მიმართ. რაც შეეხება თხას, ამ ტრინში მთავარი შემოქმედია, ასევე ყველაზე არტისტული ცხოველი მთელ აღმოსავლურ ჰოროსკოპში.

როგორც წინა სამეულებში, ეს ნიშნებიც ერთმანეთს ყველა სფეროში ეწყობიან და მათ შორის ურთიერთობა ძალიან ჰარმონიული და მშვიდია.

უარყოფითი თვისებები: მიამიტობა, თავდაუჯერებლობა, პესიმიზმი, ზედმეტი პედანტიზმი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ