7 კგ 1 კვირაში: სწორედ ამას გპირდებათ შვრიის დიეტა.

0
1030
Photo credit: pixabay.com

გახდომა, ნაწლავური ფუნქციის დარეგულირება და კანის მოწესრიგება – ამ ყველაფერში დაგეხმარებათ დიეტა, რომელიც დაფუძნებულია ყველასათვის ბავშვობიდან ნაცნობ ბურღულზე. მთავარია, ყველა წესი სწორად დაიცვათ.

ჩვენ ვიცით, რომ შვრიის ფაფის დილაობით მირთმევა მნიშვნელოვანია, რამდენადაც იგი მთელი დღისთვის საკმარის ენერგიას, დანაყრების შეგრძნებასა და სასარგებლო ნივთიერებებს გვაძლევს, აგრეთვე, “რთავს” ნაწლავების ნორმალურ ფუნქციას. თუმცა, რა მოხდება, თუ მას არამხოლოდ დილაობით, არამედ მთელი დღის განმავლობაში მიირთმევთ? 1 კვირაში 7 კგ-მდე დაიკლებთ. შვრიაზე დაფუძნებული დიეტა მარტივი და სასარგებლოა არამხოლოდ ფიგურისა და კუჭის, არამედ კანისთვისაც. ამიტომ, მის შედეგს არამხოლოდ სასწორზე, არამედ სარკეშიც იხილავთ. შვრიის ჭარბ წონასთან ბრძოლისთვის გამოყენების რამდენიმე გზა არსებობს, ჩვენ კი მათგან ყველაზე ეფექტურებს გაგაცნობთ:

სასარგებლო თვისებები

  • დაბალკალორიული პროდუქტია – 100 გრამზე მხოლოდ 90 კკალ;
  • ბოჭკოს მაღალი შემცველობა ხელს უწყობს სწრაფ დანაყრებას, ტოქსინების გამოდევნას, აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
  • შვრიის ფაფა დადებითად ისახება გარეგნობაზეც. თუთია, რომელსაც იგი შეიცავს, ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, წმენდს კანს, ავიწროებს კანის ნასვრეტებს, მარგანეცი კი ახშობს შეშუპებას.
  • А  და Е ვიტამინები ის ანტიოქსიდანტებია, რომლებიც არამხოლოდ ებრძვის კიბოს უჯრედებს, არამედ აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ხელს უშლის კანის დაბერებას, ზრდის მის ელასტიკურობას.
  • ცხიმოვანი მჟავები და ლიპიდები ატენიანებს კანს.

შედეგები

შვრიის ფაფის დიეტას რამდენიმე ვარიანტი აქვს, თითოეული მათგანიც საკმაოდ ეფექტურია. ყველაზე მკაცრი მონოდიეტაა (მხოლოდ და მხოლოდ შვრიის ფაფის მირთმევა). მისიდ აცვა დიდხანს არ შეიძლება, თუმცა, 1 კვირაში 5-7 კგ-ს თავისუფლად დაიკლებთ. თუ სხვა პროდუქტებსაც ჩართავთ, უფრო დიდხანს გაძლებთ და 2 კვირაში 10-15 კგ-ს მოიშორებთ.

რომელი შვრიაა უკეთესი დიეტისთვის

Photo credit: pixabay.com

ძალიან მნიშვნელოვანია მთავარი ინგრედიენტის, შვრიის ფანტელების სწორად შერჩევა. მისი უამრავი სახეობა არსებობს, დღეს პოპულარულია პაკეტები, რომლებსაც უბრალოდ მდუღარე წყალი უნდა დაასხათ, 1 წუთში კი მათი მირთმევა შეგეძლებათ. ასეთი პროდუქტი დიეტისთვის არ გამოდგება. თუ მარცვლები ზედმეტად გაწმენდილია, სასარგებლო ნივთიერებებს თითქმის არ შეიცავს, აი, შაქარსა და სხვადასხვა დანამატს საკმაო რაოდენობით შეიცავს.

აირჩიეთ მაქსიმალურად საღი მარცვლები. ფაფა არანაკლებ 5 წუთით უნდა იხარშებოდეს. სჯობს, ცოტა მეტი დრო დახარჯოთ, სამაგიეროდ, არ იდარდებთ ჯანმრთელობასა და უსარგებლობაზე.

8 მთავარი წესი

  1. შეზღუდვებიანი რაციონისთვის სწორად უნდა მოემზადოთ. კურსის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, გამორიცხეთ მავნე პროდუქტი (ტკბილი, ცხიმიანი, მარილიანი), ჩაანაცვლეთ უფრო სასარგებლო ანალოგებით.
  2. დღეში 5-6-ჯერ უნდა მიირთვათ. საკვების ულუფები დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს.
  3. ფანტელები მხოლოდ წყალზე, მარილისა და შაქრის გარეშე უნდა მოხარშოთ.
  4. ფაფაში შეიძლება თაფლის, ხილისა და კენკრის დამატება (გარდა ბანანისა და ყურძნისა).
  5. დღეში თითო ჭიქა კეფირიც დალიეთ. იგი დამატებით ასტიმულირებს ნაწლავებს.
  6. აუცილებლად მიირთვით დღეში 2 ლ-მდე წყალი. აგრეთვე, დაშვებული და მისაღებია ჩაის დალევაც. გამორიცხეთ ყავა.
  7. არ მიირთვათ დაძინებამდე 3 საათით ადრე.
  8. შეზღუდვათა კურსის დასრულების შემდეგ, უფრო მძიმე პროდუქტი თანდათან უნდა ჩაამატოთ რაციონში.

მონოდიეტა

ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური დიეტაა, ამავდროულად, ყველაზე მკაცრიც. უმჯობესია, იგი 1 კვირაზე მეტხანს არ დაიცვათ.

  1. დღეში 5-6-ჯერ უნდა მიირთვათ. ძირითადი პროდუქტი, რა თქმა უნდა, ფაფა უნდა იყოს, უმარილოდ, უშაქროდ, წყალზე მოხარშული. პირველ დღეებში მხოლოდ მისი მირთმევაა დაშვებული. ამასთან, მიირთვით წყალი ნებისმიერი რაოდენობით.
  2. მეოთხე და მეხუთე დღეს შეგიძლიათ ხილითა და ბოსტნეულით წახემსებაც. მოგვიანებით, დაუმატეთ ცოტაოდენი ხორცი. რაციონის დღიური კალორიულობა უკვე არანაკლებ 1200 კკალ-ს უნდა შეადგენდეს.
  3. ძილის წინ, მიირთვით 1 ჭიქა კეფირი.
  4. შეგიძლიათ, ივარჯიშოთ კიდევაც, თუმცა, ნუ იქნებით ძალიან აქტიური შვრიის ფაფის ჭამის პერიოდში.

რაციონი “-10”

Photo credit: pixabay.com

რთული არაა იმის მიხვედრა, რომ ეს ფაფა მათთვისაა, ვისაც 10+ კგ-ს დაკლება სურს. მისი ხანგრძლივობა 1 კვირას შეადგენს

მენიუ

პირველი დღე:

  • უზმოზე მიირთვით ბრინჯის ნახარში წყალი (45 გ ბრინჯს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, გააჩერეთ მთელი ღამით, დილით მოხარშეთ ნელ ცეცხლზე).
  • 5 საათის განმავლობაში, არაფერი მიირთვათ.
  • მთელი დღე მხოლოდ მსუბუქი საკვების მიღებაა დაშვებული.

მეორე-მეშვიდე დღე:

  • დღეში 200-200 გ ფაფა, 5-6-ჯერ.
  • სურვილისამებრ, მიირთვით ვაშლი ან რძის პროდუქტი.
  • აუცილებელია წყალიც (ჭამამდე 30 წუთით ადრე ყველაზე კარგი დროა).

ოთხკვირიანი დიეტა

შეგიძლიათ, ეს დიეტა 7 ან მეტი დღითაც დაიცვათ.

დაახლოებითი მენიუ ერთი კვირისთვის

პირველი დღე:

  • საუზმე: შვრია.
  • სადილი: შვრია, კიტრი.
  • სამხარი: 1 ჭიქა კეფირი.
  • ვახშამი: ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

მეორე დღე:

  • საუზმე: შვრია.
  • მეორე საუზმე: ბოლოკის ან კიტრის სალათი.
  • სადილი: შვრია.
  • სამსარი: 1 ჭიქა კეფირი.
  • ვახშამი: ქათმის მოხარშული მკერდი პომიდვრით.

მესამე დღე:

  • საუზმე: შვრია.
  • მეორე საუზმე: ხაჭო (შეიძლება თაფლითაც).
  • სადილი: შვრია.
  • სამხარი: 1 ჭიქა კეფირი.
  • ვახშამი: მოხარშული თევზი ბრინჯით.

მეოთხე დღე:

  • საუზმე: შვრია.
  • მეორე საუზმე: მოხარშული კვერცხი.
  • სადილი: შვრია.
  • სამხარი: 1 ჭიქა კეფირი.
  • ვახშამი: მოთუშული ბოსტნეული, ფორთოხალი.

მეხუთე დღე:

  • საუზმე: შვრია.
  • მეორე საუზმე: მაწონი.
  • სადილი: შვრია.
  • სამხარი: 1 ჭიქა კეფირი.
  • ვახშამი: ქათამი ბოსტნეულით.

მეექვსე დღე:

  • საუზმე: შვრია.
  • მეორე საუზმე: სრულმარცვლოვანი პური ხაჭოთი და თაფლით.
  • სადილი: შვრია.
  • სამხარი: 1 ჭიქა კეფირი.
  • ვახშამი: მოხარშული კრევეტები ლიმონით, ბოსტნეულის სალათი.

მეშვიდე დღე:

  • საუზმე: შვრია.
  • მეორე საუზმე: ვაშლი.
  • სადილი: შვრია.
  • სამხარი: 1 ჭიქა კეფირი.
  • ვახშამი: მოხარშული ღვიძლი, ბოსტნეულის სალათი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ