რატომ ვერ იკლებთ ჭარბ წონას: 7 რამ, რაც ამაში გიშლით ხელს

0
560
Photo credit: ShutterStock

ჭარბ წონას, შესაძლოა, თქვენი ემოციებიც იწვევდეს. თუ მათ ამოცნობასა და მათთან ბრძოლას ისწავლით, იდეალურ ფიგურას მიიღებთ.

ბევრი დიეტა სცადეთ, სპორტ-დარბაზიდან არ გამოდიხართ, წონა კი არსად მიდის? იცოდით, რომ ამაში დამნაშავე, შესაძლოა, თქვენი ქვეცნობიერი აზრები იყოს, რომლებიც ხელს უშლის გახდომის პროცესს? მათ გამო, თქვენი ორგანიზმი ფიქრობს, რომ გახდომა საერთოდ არ გჭირდებათ ან რეალურად არ გინდათ.

1. არ მიყვარს საკუთარი თავი

თავდაუჯერებლობის გამო, ჩვენ გაუაზრებლად გვინდა, უფრო სოლიდურად გამოვიყურებოდეთ, რაც ჭარბ წონას იზიდავს. ჩვენ გვინდა, სხვებს მოვაწონოთ თავი, შემდეგ კი, მაგალითად, სტუმრად ყოფნისას ბოლომდე ვჭამთ მოწოდებულ საკვებს, თავაზიანობის გამო, მაშინაც კი, თუ უკვე გაძეხით.

2. სამყარო უსაფრთხო არაა

ეს სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება. გადატანილი სტრესი და ბავშვობაში ან უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში დაგროვილი ნეგატივი ან თავდაუჯერებლობა, საბოლოო ჯამში, ცხიმოვან ფენებს აიძულებს თქვენს დაცვას გარე სამყაროსგან.

3. არ მინდა, მამაკაცები ყურადღებას მაქცევდნენ

ასეც ხდება. კომპლექსების, წარსულში მომხდარი ნეგატიური მოვლენების ან აღზრდის თავისებურებების გამო, ქალს, შესაძლოა, ეშინოდეს ყურადღების ცენტრში ყოფნისა. სწორედ ასე აძლევს ორგანიზმს სიგნალს იმის შესახებ, რომ საერთოდ არ სჭირდება ლამაზი და გამხდარი ფიგურა, პირიქით, ნაკლებად შესამჩნევი გარეგნობა სურს.

4. ყურადღება არ მყოფნის

მეორე უკიდურესობაა. როგორც წესი, ესეც ბავშვობიდან მოდის, როცა ბავშვს არ ჰყოფნიდა დედობრივი სიყვარული, ალერსი. საბოლოო ჯამში, იგი გაუაზრებლად იმატებს წონაში, რათა გარშემომყოფებმა შეამჩნიონ.

5. ცხოვრებით ტკბობა არ შემიძლია

ასეთი ქალის ცხოვრებაში ინტერესები არ არსებობს. ალბათ, იგი ყოფაცხოვრებაში ჩაიძირა. შესაძლოა, თავად იზღუდავს თავს რაღაც სიამოვნებებისგან, იქნება ეს შიშის, ეკონომიის თუ რამე სხვა მიზეზების გამო. საკვები ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სიამოვნებაა.

6. არასდროს ვარ კმაყოფილი ჩემი ფიგურით

ეს ძალიან საშიში აზრია. თუ ასე ფიქრობთ, რამდენადაც არ უნდა გახდეთ, ვერ იქნებით კმაყოფილი. გახდომა ცხოვრების აზრად იქცევა და ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს.

7. სტრესი მაქვს

ემოციური ჭამა მუდმივი სტრესის, ნერვული დაძაბულობის, ნერვიულობისა და ამ ყველაფერთან ბრძოლის უნარის არქონის შედეგია.

როგორ მივცეთ თავს გახდომის უფლება

თუ წონას ფსიქოსომატური პრობლემების გამო ვერ იკლებთ, რომელი დიეტა ან სპორტიც არ უნდა სცადოთ, ისე ვერ გახდებით, როგორც გინდათ. ან, მაინც უკმაყოფილო იქნებით და უფრო სწრაფად მიილტვით სრულყოფილებისკენ, აქედან კი ანორექსიაც ძალიან ახლოსაა.

1. ისწავლეთ სიამოვნების მიღება ჭამისგან, არ ჩაახრჩოთ სტრესი ლუკმებში

ისწავლეთ მშვიდად, აუჩქარებლად ჭამა. პირველ რიგში, აუჩქარებლად დაღეჭილი საკვები უფრო გვაძღობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებ საკვებს მივიღებთ. ამასთან, შეძლებთ თავად საკვების შეგრძნებას და არა ემოციების ჩაკვლას.

ყოველ ჯერზე, მაცივრისკენ მიმავალ გზაზე, იფიქრეთ იმაზე, რეალურად გსურთ თუ არა ჭამა და ხომ არ აძლევთ ემოციებს თქვენი მართვის უფლებას?

2. ისწავლეთ მოდუნება და სიცოცხლით ტკბობა

საკვები ცხოვრებაში არა ერთადერთი სიხარულია. როცა ცხოვრებაში სხვა სიამოვნებებს შემოიტანთ, საკვებისთვის ადგილი უბრალოდ არ დარჩება.  იპოვეთ ჰობი, სამსახური, ისეთი საქმე, რომელიც დაგაინტერესებთ. ამასთან, ასეთი საქმიანობა შეგძენთ მეგობრებსაც და, შესაძლოა, სიყვარულსაც შეგახვედროთ.

3. შეურიგდით ახლობლებს

თავად რომ დამშვიდდეთ, მნიშვნელოვანია ურთიერთობების დალაგება გარშემომყოფებთანაც. ყოველ შემთხვევაში, ეცადეთ მაინც. ან გაუშვით ეს პრობლემა და იცხოვრეთ ნორმალურად.

4. გათავისუფლდით ძველი წყენისა და კომპლექსებისგან

შესაძლოა, ფსიქოლოგის დახმარებაც დაგჭირდეთ, თუმცა, ამ პრობლემას ნამდვილად სჭირდება გადაჭრა. ბავშვური წყენები, შესაძლოა, ძალიან ღრმად იჯდეს თქვენს სულში და არ გაძლევდეთ ნორმალურად ცხოვრების საშუალებას. ისინი უნდა გაიაზროთ და მიიღოთ. აგრეთვე, უნდა მიიღოთ საკუთარი თავიც, ყველა ღირსებითა თუ ნაკლით.

5. შეიყვარეთ საკუთარი თავი

ეს, ალბათ, ყველაზე რთული, თუმცა რეალურად მიღწევადი ნაბიჯია. მიიღეთ საკუთარი თავი, იმუშავეთ თქვენს თვითშეფასებაზე – დამოუკიდებლად, ან ფსიქოლოგის დახმარებით. მაშინ, შესაძლოა, მიხვდეთ, რომ გახდომა ისედაც არ გჭირდებოდათ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ