ზეთი რომელიც ნებისმიერი ტიპის კანს მოუხდება და მათი გამოყენების გზები.

0
350

ნატურალური კოსმეტიკის პოპულარობის ტალღაზე, ჩვენ ისევ დავაფასეთ სილამაზის პროდუქტები, რომლებსაც საკუთარ სამზარეულოშივე ვიპოვით. ამ სიაში, რა თქმა უნდა, პირველი ადგილი ზეთებს უჭირავს.

რა საჭიროა ზეთების გამოყენება?

ზეთების ძირითადი უპირატესობაა პოლიფენოლები, ცხიმოვანი მჟავები და ანტიოქსიდანტები მათ შემადგენლობაში. იგინი კარგად უმკლავდება ანთებებს, ამცირებს გაღიზიანებას და აქტიურად აღადგენს კანის ლიპიდურ ბარიერს. აგრეთვე, უბრალოდ ატენიანებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

კანის რომელ ტიპს უხდება ზეთი?

დავიწყოთ მთავრით: არა, ზეთი მხოლოდ მშრალ კანს არ სჭირდება. რეალურად, იგი ღირსეულად ეხმარება ნორმალურ და კომბინირებულ კანსაც, ცხიმიანი კანისთვის კი საერთოდ შესანიშნავია.

საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ, თუ ჭარბ ცხიმიან კანს ხელოვნურად გამოაშრობთ (რასაც ბევრი აკეთებს), იგი გაცილებით მეტ სებუმს გამოყოფს. ანუ, ეფექტი მოლოდინის საწინააღმდეგო აღმოჩნდება. აი, თუ მოვლისას ზეთებს გამოიყენებთ, კანი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს და თითქმის მაშინვე შეამცირებს ქონის გამოყოფას.

უბრალოდ, ყურადღებით იყავით მგრძნობიარე ან ალერგიისადმი მიდრეკილი კანის შემთხვევაში. ნატურალური პროდუქტები, შესაძლოა, უფრო ალერგიული იყოს, ვიდრე სინთეტიკური. ამიტომ, ზეთის გამოყენების დროს ნებისმიერი დისკომფორტის ან სიწითლის შემთხვევაში, ამოიღეთ ზეთი მოვლის რუტინიდან.

რომელი ზეთის გამოყენება შეიძლება სახეზე?

გულწრფელად რომ ვთქვათ, თითქმის ნებისმიერი ნატურალური ზეთი, დანამატების გარეშე, გამოდგება კანის დასატენიანებლად და გამოსაკვებად. მაგრამ, თუ ეფექტურობისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ტოპ-3 ზეთიდან რომელიმეს გამოიყენებთ, მიანიჭეთ უპირატესობა მზესუმზირის, ზეითუნის ან ქოქოსის ზეთებს.

1. მზესუმზირის ზეთი

კვლევებმა აჩვენა, რომ მარტივი და ყველასათვის ნაცნობი ზეთი სხვებზე უკეთ აძლიერებს კანის ბარიერს, ამასთან, არ აუარესებს ატოპიური დერმატიტის მდგომარეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ დამატენიანებელი საშუალების სახით,  E ვიტამინთან ერთად, ზეთის გამოყენება შეიძლება სახის ან სხეულის ძალიან მგრძნობიარე კანზე.

2. ზეითუნის ზეთი

extra virgin ზეითუნის ზეთი კიდევ ერთი უსაფრთხო საშუალებაა, პოტენციური ალერგიული რეაქციების მიხედვით. А, D, Е და К ვიტამინები მის შემადგენლობაში იმას ნიშნავს, რომ ზეთი არამხოლოდ სალათისთვის, არამედ დღის კრემის დასამზადებლადაც გამოდგება. აგრეთვე, ზეთი შესანიშნავად არბილებს ზედმეტად აგრესიულ გამწმენდ საშუალებებსაც: შეურიეთ ზეთი ცოტაოდენ დასაბან ქაფს ან გელს და დატკბით არამხოლოდ სისუფთავით, არამედ რბილი კანითაც.

3. ქოქოსის ზეთი

ესაა ზეთი, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, თავად კლეოპატრა იყენებდა, სასიამოვნოდ დნება ხელებში, კანი მას მარტივად იწოვს და ახდენს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ ეფექტს (შემადგენლობაში Е და К ვიტამინების წყალობით). მისი წასმა შეიძლება და აუცილებელიცაა სხეულის ყველა მონაკვეთზე, მაქსიმალური კვებისთვის, აი, სახეზე კი უმჯობესია მხოლოდ ნიღბის სახით გამოყენება (მაგალითად, ნებისმიერ ღამის კრემთან ერთად), ოღონდ ღამით არ უნდა გაიჩეროთ. ამის მიზეზი მკვრივი ტექსტურაა, რომელიც კანს დაამძიმებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ