პომადების 5 ელფერი, რომლებიც მაკიაჟს ძვირადღირებულ იერს სძენს

0
1046
Photo credit: unsplash.com

მატე, კრემისებრი თუ მოელვარე? “ნაკოცნი” ტუჩების ეფექტი თუ მკაფიო კონტური? პომადის სახეობა ისევე, როგორც მისი წასმის სტილი, ბევრნაირი შეიძლება იყოს. აი, ელფერი კი, თუ იაფფასიანი ლუქის მიღება არ გსურთ, სწორად უნდა შეირჩეს.

1. წითელი

სამყაროში ყველაზე სექსუალური ელფერი, მამაკაცების აზრით, ნებისმიერი ქალის კოსმეტიკურ ჩანთაში უნდა იყოს. ამიტომ, თუ იგი არ გაქვთ, ახლავე შეიძინეთ. წითელში ყველაფერი შესანიშნავია: მაქსიმალურად ქალური გზავნილი (მაშინაც კი, თუ ოვერსაიზები და კედები გაცვიათ), ლუქში მთავარ აქცენტად ქცევის უნარი, და მაგია, რომელიც ვარსკვლავად გაქცევთ. ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ წითელი ტუჩები იდეალურ ტონს მოითხოვს.

2. კენკრისფერი

ჩვეულებრივ, ასე უწოდებენ ახალი ტყის კენკრის ელფერს, რაღაც შუალედს ჟოლოსა და მაყვლისფერებს შორის, რომლებიც ყველას უხდება, გამონაკლისის გარეშე. მისთვის საუკეთესო სეზონი შემოდგომა და ზამთარია, რამდენადაც ცხოვრებას ნათელ ფერებს მატებს. თუმცა, ესაა უნივერსალური ისტორია, რომელიც უნდა გამოიყენოთ თქვენი და გარშემომყოფების განწყობის ასამაღლებლად. სხვათა შორის, რჩევა: წაისვით ტუჩსაცხი ფერუმარილის სახითაც, რათა მაკიაჟი ჰარმონიული გახდეს.

3. შოკოლადისფერი

ცხელი შოკოლადის ფერით თავს თითქმის სამი ათწლეულის წინ იწოდებდნენ სინდი კროუფორდი და ჯულია რობერტსი. ასეთი პომადა ყოველთვის ძვირადღირებულად გამოიყურება და ყურადღებას აუცილებლად იპყრობს. უბრალოდ, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ არ სკდებოდეს – აუცილებლობის შემთხვევაში, წაისვით რამდენიმე ფენად.

4. ღვინისფერი

მართალია, წითელ ტუჩებს პედესტალიდან ვერ ჩამოაგდებთ, თუმცა, თუ ეს ვინმეს შეუძლია, სწორედ ღვინისფერია. ღრმა ელფერი, რომელიც ნებისმიერ ლუქს ქალურად აქცევს, საღამოსთვისაა შესაფერისი. თუმცა, თუ მზად ხართ, ხალხი მოხიბლოთ და დაიპყროთ დილის 9 საათიდან, სამსახურის გზაზე, რატომაც არა. ჩაინიშნეთ: ასეთი ტუჩები საუკეთესოდ გამოიყურება შავ ისრებთან ერთად. სახის შეუდარებელი ტონი კი, როგორც წითელი “კოლეგის” შემთხვევაში, აუცილებელი პირობაა.

5. კარამელისფერი

კარამელისფერი ყველაზე უნივერსალური ნუდია. იგი არ იკარგება ფერმკრთალ კანზე, არ “ეკამათება” კანს, რომელიც სიწითლისადმია მიდრეკილი, და ლამაზად უსვამს ხაზს ზეთისხილისფერ კანს. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველას უხდება, გამონაკლისების გარეშე. ელფერი იდეალურად რომ დაგაჯდეთ, იპოვეთ “თქვენი” კარამელისფერი. ან გამოიყენეთ ხრიკი: 1-2 ტონით მუქი კონტურით ტუჩებზე ლამაზ გრადიენტს შექმნით და მიანიჭებთ მოცულობას.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ