6 მოდური ვარცხნილობა საშუალო სიგრძის თმაზე 2020 წლის შემოდგომისთვის

0
2371
Photo credit: instagram.com/modernsalon

2020 წლის მოდური საშემოდგომო ვარცხნილობის მთავარი წესი საშუალო სიგრძის თმაზე – სწრაფად დავარცხნის შესაძლებლობა. თუ zoom-ში შეხვედრა 5 წუთში იწყება, თქვენ კი ახლახანს გაიღვიძეთ, ამას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

მარტივი და ეფექტური

პირველ რიგში, ლამაზია. მეორეც, ძალიან აჯანსაღებს. მოგრძო ვარცხნილობას უსწორმასწორო კიდეებით ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. სწორედ ამიტომ, როგორც ახალგაზრდა გოგოზე, ასევე 50+ ქალზეც შესანიშნავად გამოიყურება. ბოლოების დათხელებით დამატებით მოცულობას შექმნით. ასეთ ფორმას ყურადღება მიაქციეთ, თუ ძალიან სქელი თმა არ გაქვთ.

როგორც რიანას

მოგრძო ბობი, რომელიც რიანას ძალიან უყვარს, ყველაზე მეტად მრგვალი და კვადრატული სახის ფორმის მქონე გოგოებს მოუხდებათ. ვარცხნილობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ წინა კულულები (სხვათა შორის, სჯობს დაისწოროთ, რომ ფორმა უკეთ შეინარჩუნოთ) სახის გვერდითა ნაწილებს ფარავს, რაც ლოყებს და მკვეთრ კუთხეებს უხილავს ხდის.

თხელი თმისთვის

კვლავ ბობი, ოღონდ კლასიკური ვარიანტით – მათთვის, ვინც შემოდგომის ცვლილებებისთვის მზადაა. ასეთი ვარცხნილობა კეფაზე მოცულობას ქმნის, რის ხარჯზეც თმა 3–ჯერ უფრო მეტი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. მშრალი შამპუნით ან მსუბუქი კრემით მისი დავარცხნა ერთი სიამოვნებაა.

ჩოლკით და კასკადით

ამ შემთხვევაში მოგრძო ბობი ჩოლკის დახმარებით უფრო საინტერესოდ გამოიყურება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ფრანგული ან გაზრდილი ჩოლკა არაა, არამედ სულ სხვა რამ. სავარაუდოდ, სტილისტმა წინა კულულების ნახევარი სიგრძე უბრალოდ შეჭრა, შემდეგ ფრთხილად კასკადი გააკეთა.

აჩეხილი ბოლოებით

კლასიკური და სადღაც მოსაწყენი კარე ძალიან მოდურ ვარცხნილობად გადაიქცა, მხოლოდ აჩეხილი ბოლოების და სწორი შეღებვის დამატებით. ზოგადად, რამდენიმე კულულის გაღიავება, თითქოსდა თმა მზეზე გახუნდა, ნებისმიერ ვარცხნილობას სიცოცხლეს მატებს. ამ ვარიანტის ვარცხნილობაზე ასეთი შეღებვა საუკეთესოდ გამოიყურება.

ვარსკვლავურ სტილში

გრძნობთ, რომ ჩოლკისთვის მზად ხართ? მაშინ გადახედეთ გოლდი ჰოუნის ვარცხნილობას აჩეხილი ბოლოებით და სქელი ჩოლკით. სხვათა შორის, შეგიძლიათ თმა ქერად შეიღებოთ, რომ სტილს 100% შეესაბამებოდეთ. თუმცა ასეთი ვარცხნილობა შავგრემანებსაც ძალიან უხდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ