8 კითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ გოგონას პირველ შეხვედრაზე, განქორწინების პროცესში მონაწილე ადვოკატების აზრით

0
42

იმაზე ფიქრი, თუ როგორ დავაღწიოთ თავი განქორწინებას, პირველსავე შეხვედრაზე შეიძლება.Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებული ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, თქვენი პირველი შეხვედრა მაქსიმალურად პროდუქტიული და პერსპექტიული იქნება. თქვენს დასახმარებლად მოვიდნენ პროფესიონალი იურისტები!მართალია, ისინი ყველანი ამერიკელები არიან, მაგრამ ამან არ უნდა დაგაბნიოთ. აშშ-ში განქორწინების ინსტიტუტი ძალიან კარგად არის განვითარებული და ამერიკელ სპეციალისტებს ურთიერთობების შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლიათ.

რამდენად ხშირად ეკონტაქტები მშობლებს და და-ძმას? – ,,აუცილებლად ჰკითხეთ გოგონას, რამდენად ახლოსაა საკუთარ ოჯახთან, – გვეუბნება იურისტი კარლა შიფ დონელი პიტსბურგიდან. ხშირად განქორწინება ხდება იმის გამო, რომ ერთ-ერთი მეუღლეთაგანი ძალიან ახლოსაა თავის ოჯახთან და მის ინტერესებს, მეუღლის ინტერესებზე მაღლა აყენებს. წესით კი, ქორწილის შემდეგ, თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ პრიორიტეტული იყოს თქვენი ოჯახური ურთიერთობა. და პირიქით, გოგონას ცუდი ურთიერთობა ახლობელ ადამიანთან, შეიძლება მიანიშნებდეს არასტაბილურ ფსიქიკაზე და ახლო ურთიერთობების შენარჩუნების უუნარობაზე”.

გჯერა თუ არა გამონათქვამის ,,და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად”? – ნიუ-როშელელი ადვოკატი ეისოლდ მილერი გვაფრთხილებს: ,,ნებისმიერ ურთიერთობას სჭირდება ძალისხმევა და კომპრომისებზე წასვლა. თუ გოგონა თვლის, რომ ფინალი ,,დიდხანს და ბედნიერად” თავისთავად ხდება, საეჭვოა, რომ იგი ადეკვატური პარტნიორი იქნება”.

გათხოვილი ხარ? – კითხვა უცნაურად ჟღერს რომანტიკული შეხვედრისათვის, თუმცა ატლანტელი იურისტი რენდალ კესლერი გვაძლევს ამ კითხვის დასმის რეკომენდაციას. პასუხები ,,ცალ-ცალკე ვცხოვრობთ” ან ,,დაშორებას ვაპირებ” იგივე არაა, რაც ,,განქორწინებული ვარ”. თუ შორსმიმავალი გეგმები გაქვთ, დარწმუნდით, რომ გოგონა ოფიციალურად განქორწინებულია.

გიყვარს შენი სამსახური? – ,,გაიგეთ, რა დამოკიდებულება აქვს გოგონას საკუთარი სამსახურის მიმართ. სამსახურის ერთგულია თუ ისე რა? უკეთესია, მალევე გაიგოთ, რომ დაქორწინებულია საკუთარ სამსახურზე და არასოდეს არ ექნება დრო – კვირას დილით თქვენთან ერთად საწოლში ნებივრობისა, დასასვენებლად გამგზავრებისა ან უბრალოდ კინოში წასვლისა”, – გვაფრთხილებს ადვოკატი ლიზა ჰელფენდი მეიერი ლოს-ანჯელესიდან.

ბოლოს სად დაისვენე? – ბოსტონელი იურისტი ქეროლინ სინ ვან თაინი გთავაზობთ დასვათ ეს კითხვა, რათა თავიდან აიცილოთ სხვა უფრო უხერხული კითხვის დასმა. ,,სინამდვილეში თქვენ გსურთ გაიგოთ, რამდენი ფული დაახარჯა გოგონამ საკუთარ შვებულებას. საქმე იმაშია, რომ განქორწინების ერთ-ერთი მიზეზია პარტნიორების განსხვავებული დამოკიდებულება ფინანსების მიმართ. შვებულებასთან დაკავშირებული კითხვა დაგეხმარებათ გაიგოთ ამ გოგონას დამოკიდებულების შესახებ ფულთან მიმართებაში, ვისთანაც პირველად ხართ შეხვედრაზე. მაგალითად, თუ შვებულება კარგ ადგილას გაატარა, შეგიძლიათ წამოიძახოთ: ,,უჰ, ალბათ ეს ძალიან ძვირი დაგიჯდა!” თუ გოგონა გიპასუხებთ, რომ ,,მერე რა, უკვე მეხუთე საკრედიტო ბარათი მედო გამოუყენებლად და ბებიამაც მასესხა”, მაშინ, ალბათ საჭიროა ანგარიში მოითხოვოთ, გადაიხადოთ და გაიქცეთ”.

იცი ვინ არის ოლეგ ბასილაშვილი? – ,,ამ კითხვის მეშვეობით შეგიძლიათ დაადგინოთ გოგონას ასაკი. არ დაიჯერებთ, მაგრამ ჩემი კლიენტების უმრავლესობამ განქორწინებამდეც კი არ იცის საკუთარი მეუღლის ნამდვილი ასაკი”,– გვარწმუნებს რენდალ კესლერი. ჩვენ მისი გვჯერა.

როგორ დასრულდა შენი ბოლო ურთიერთობა? – ,,მიაქციეთ ყურადღება იმას, როგორ ხსნის გოგონა მისი ბოლო დაშორების მიზეზებს, – გვირჩევს კარლა შიფ დონელი. თუ იგი ყველაფერში ყოფილს ადანაშაულებს, ეს ძალიან ცუდის ნიშანია. მაგრამ, თუ გოგონა აღიარებს, რომ თვითონაც დამნაშავეა ამაში, ეს ლაპარაკობს მისი ხასიათის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა ჰუმანურობა, სამართლიანობა და პირადი განვითარების უნარი”.

წარსულში დაბრუნებას თუ შეძლებდი, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში? – ლიზა ჰელფენდ მეიერი გვარწმუნებს, რომ ამ კითხვას ყველაზე მეტად შეუძლია გაჩვენოთ ადამიანის ნამდვილი მოტივები და ხასიათი. ,,ცუდი იქნება თუ გოგონა გიპასუხებთ: ,,სხვაგან გადავიდოდი, რომ დედაჩემისგან უფრო შორს მეცხოვრა”. ძალიან ცუდი იქნება თუ გიპასუხებთ: ,,მე ვიბრძოლებდი ჩემი პირველი შეყვარებულისათვის, რომელიც ახლაც მიყვარს”. და თუ იტყვის: ,,ავიხდენდი საკუთარ ოცნებას და გავხდებოდი მსახიობი ან ექიმი” – ეს ნორმალურია”,- გვიხსნის ადვოკატი.