ინსტრუქცია: როგორ შევარჩიოთ თმის ოპტიმალური სიგრძე სწრაფად სახის ტიპის მიხედვით

0
582
Photo credit: unsplash.com

ნებისმიერ სტილისტს ჰკითხეთ და გეტყვით, რომ პრინციპში ნებისმიერი სახის ტიპი და ნებისმიერი სიგრძის თმის „დამეგობრება“ შეიძლება. პრობლემა იმაშია, რომ თუ სახლის გვერდით მდებარე სალონში მიდიხართ, თუ თქვენს სტილისტს „ტოპ“ მოწყობილობა არ აქვს, თუ მეგობარი გჭრით (ეს სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს), მაშინ გარანტიას ვერავინ მოგცემთ.

სასარგებლოა იცოდეთ, თუ როგორ შეარჩიოთ თმის იდეალური სიგრძე სწრაფად და ნერვიულობის გარეშე სახის მიხედვით, რომ სილამაზის სალონში უკვე მომზადებული მასალით მიხვიდეთ.

ყურადღება ფორმებზე

ყველაზე აშკარა ვარიანტი ოპტიმალური სიგრძის შერჩევისას – სახის ფორმა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული სიგრძის თმას სახის ნაკვთების „გასწორება“ ან „დაბალანსება“ შეუძლია. აი, რამდენიმე რჩევა:

  • ოვალური ფორმა – მოერიდეთ ძალიან გრძელ თმას და მაღალ ვარცხნილობებს, რომლებიც სახე დამატებით გაწელავენ. ერთ–ერთი საუკეთესო ვარიანტია ბობი ნიკაპამდე.
  • მრგვალი ან კვადტრატული ფორმა – გრძელი ან საშუალო სიგრძის თმა სახეს ვიზუალურად გაწელავს, ლოყებს და მახვილ კუთხეებს დამალავს. რეკომენდებულია, მოკლე საფეთქლებს თავი აარიდოთ (თუ ვარცხნილობა პიქსი არ გაქვთ), რომ მოცულობას ხაზი არ გაუსვათ.
  • გულის ფორმა – თმის სიგრძე ლავიწამდე და უფრო დაბლა სახის ფორმას უფრო სწორს გახდის. აი, ვარცხნილობა ბობზე, რომელიც ზუსტად ნიკაპზე სრულდება, სჯობს უარი თქვათ.

დამატებითი ფაქტორები

თმის იდეალური სიგრძის შერჩევა მხოლოდ სახის ფორმის მიხედვით რომ შეიძლებოდეს, ყველაფერი მარტივად იქნებოდა. ასე არაა? აი, კიდევ რამდენიმე მომენტი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:

  1. ყელი არ დაგავიწყდეთ. თუ გრძელი ყელი გაქვთ (ასეთს გედის ყელსაც უწოდებენ), მოკლე პიქსი ან კარე ყელს ლამაზად ხაზს გაუსვამს. თუ თქვენი ყელი მსგავსი თვისებებით ვერ დაიკვეხნის, ყურადღება მიაქციეთ, რომ თმის სიგრძე ყელს ზემოთ ან ქვემოთ მთავრდებოდეს.
  2. სახის მოცულობა გაითვალისწინეთ. თუ დიდი შუბლი გაქვთ და ჩოლკა ძალიან გინდათ, გრძელ და თხელი ჩოლკა (ფრანგული ჩოლკა) საუკეთესო ვარიანტი იქნება. თუ თქვენი სახე საკმაოდ ბრტყელია, შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი სისქის ჩოლკა, როგორიც გსურთ.
  3. აღნაგობაც მნიშვნელოვანია. აქ, ყველაფერი მარტივადაა: თუ თავი სხეულთან მიმართებაში პატარაა, მოკლე თმა და მოცულობითი უკეთესად გამოიყურება. და პირიქით, საკმაოდ დიდ თავზე გრძელი თმა მოგიხდებათ.

ტექსტურა და კიდევ ერთხელ ტექსტურა

ჩვენი თმა არა მხოლოდ სიგრძე, არამედ ტექსტურაა, რომელიც ამა თუ სიგრძეზე კარგად მუშაობს. აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  1. თხელი და სწორი თმა კიდევ უფრო თხელი გამოჩნდება, თუ არჩევანს გრძელ თმაზე გააკეთებთ. მოკლე თმა ვარცხნილობას მსუბუქს და ელეგანტურს გახდის.
  2. სქელი თმის „დამორჩილება“ უფრო მარტივია, თუ გრძელი იქნება. ასე უსარგებლო მოცულობას მოიშორებთ და თმას უფრო დამჯერს გახდით.
  3. ხვეული თმა სჯობს ფენებად შეიჭრათ და არა ხაზებად, რომ ფორმა უკეთ შეინარჩუნოს (აქ, ხვეული თმის კრემიც დაგჭირდებათ).

გახსოვდეთ, ეს ყველაფერი მხოლოდ რეკომენდაციაა და არა მოქმედების სახელმძღვანელო. იმიტომ, რომ გრძელი თმით და ოვალური სახით ან ძალიან მოკლე ყელით და თმით შეგიძლიათ იდეალურად გამოიყურებოდეთ. აირჩიეთ ის, რომელიც მოგწონთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ