უბიძგეთ ადამიანს სამსახურის დაწყებისაკენ. რიტუალი ლურსმნებით!

0
66

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – აღწერილია რიტუალი, რომლის ჩატარებაც უბიძგებს ადამიანს სამსახურის დაწყებისაკენ.ხდება ხოლმე, რომ ადამიანი რაღაც მიზეზის გამო რჩება სამსახურის გარეშე. იგი ცდილობს ახალ სამსახურში მოწყობას, მაგრამ არ გამოსდის. იმედგაცრუების გამო წყვეტს სამსახურის ძებნას და წვება დივანზე, ტელევიზორის წინ. ადამიანს უქვეითდება ენერგიის დონე და სჭირდება პატარა ბიძგი, რომლის შემდეგაც, იგი თავად დაიწყებს მოქმედებას. მას გაუჩნდება სამსხურის პოვნის სურვილი.

რიტუალისთვის აუცილებელია თეთრი ქსოვილის, ცხვირსახოცის ზომის ნაჭერი და 5 განსხვავებული ზომის, ახალი ბრჭყვიალა ლურსმანი.თქვენს წინ, მაგიდაზე დაფინეთ ნაჭერი და ზედ დაალაგეთ ლურსმნები. დაიწყეთ მარცხენა მხრიდან, ყველაზე პატარა ლურსმნით და დაალაგეთ ზრდის მიხედვით.ახლა, მარჯვენა ხელით აიღეთ ყველაზე პატარა ლურსმანი და წარმოთქვით შემდეგი სიტყვები:

,,თხელო ფოლადო, ხმაურიანო, ზარმაცს უჩხვლიტე, საწოლიდან წამოაგდე, სახლიდან გააგდე, სამსახურში გააქციე, რომ იშრომოს, სახლში ფული შემოიტანოს, ცოლს ასიამოვნოს, ფეჩთან არ იწვეს!”

შემდეგ, ლურსმანი დადეთ ისევ თავის ადგილზე და აიღეთ შემდეგი. ეს სიტყვები უნდა გაიმეოროთ 5 ჯერ, ანუ თითოჯერ სათითაო ლურსმანზე. ამის შემდეგ, ლურსმნები შეკარით ამავე ნაჭრით და დადეთ იქ, სადაც უმუშევარი დროის დიდ მონაკვეთს ატარებს. თუ მამაკაცია, რომელიც დივანზე წევს და ტელევიზორს უყურებს, ესე იგი დივანის ან საწოლის ქვეშ.ჩვეულებრივ, რამდენიმე დღის შემდეგ ადამიანი ხდება ენერგიული, იწყებს მოძრაობას, რეკავს, აგზავნის რეზიუმეს, ეძებს სამსახურს.რიტუალი შეიძლება ჩატარდეს ცოლზე ან შვილებზე. მას შემდეგ, როგორც კი მიხვდებით, რომ რიტუალმა იმუშავა, ნაჭერი შეგიძლიათ გადააგდოთ და მადლობა გადაუხადოთ სამყაროს!

გჯეროდეთ სამყაროს სიძლიერისა და სიკეთის და აუცილებლად აიხდენთ ოცნებებს. უბრალო სიტყვები ,,გმადლობ, სამყარო!” სავსებით საკმარისი იქნება ბალანსის შენარჩუნებისა და ენერგიების გაცვლისთვის. ,,მიიღე – რაიმე გაეცი სანაცვლოდ”. სამყაროს, მადლიერება შეგიძლიათ გაუგზავნოთ, პირდაპირ ამ პოსტის კომენტარებში!

მშვიდობას და სიყვარულს გისურვებთ ყველას!