
ჩვენ მუდმივად გვასწავლიან, რომ ნაკლი ღირსებად უნდა ვაქციოთ. რა მოხდება, თუ ვიტყვით, რომ გარეგნობის ნიშნები, რომელთაც ნაკლად მიიჩნევთ, სინამდვილეში თქვენი ღირსებაა?
ჭორფლები
თუ ბავშვობიდან ჭორფლი გაქვთ, ალბათ მათ მოსაშორებლად გამოცდილი გაქვთ ყველაფერი – ლიმონის წვენის წასმიდან (არ გაიმეოროთ!) მათეთრებელ ნიღბამდე. დღეს სილამაზის ბლოგერები და ვიზაჟისტები ჭორფლებს იხატავენ, რადგან მას სრულყოფილ სილამაზედ მიიჩნევენ. ხოლო კაცები ყოველთვის ამბობენ, რომ ნებისმიერ ქალს ჭორფლი სიკაშკაშეს მატებს.
კბილებს შორის დაშორება
უბრალოდ დაიმახსოვრეთ: ეს თქვენი ნაკლი კი არა ხიბლია, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ. ამის შესახებ შესანიშნავად იციან მოდელებმა ჯორჯია მეი ჯაგერმა და ლინდსი უიკსონმა, რომლებმაც ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება და დამახსოვრება ნაწილობრივ კბილების ასეთი „ნაკლით“ შეძლეს. ფსონი გულწრფელ ღიმილზე დადეთ და თვალს ვერავინ მოგაშორებთ.

ფეხის ზომა
ზოგს გოგოს საკუთარი მაღალი სიმაღლის რცხვენია, ზოგი კი ვერ ხვდება, რატომ შეხვდათ ასეთი უზარმაზარი ფეხები. ტერფის დიდი ზომა, როგორც წესი, დიდი თითები და თხელი კოჭებია, რაც ქუსლიან სანდლებზე საოცრად გამოიყურება. არ გიფიქრიათ, რომ ქალის ფეხსაცმლის მოდელობაზე? სასწრაფოდ დაფიქრდით.
ლოყები
სანამ კაილი ჯენერის მოტივებით მკვეთრ ლოყებს იხატავთ, ის მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ რა მშვენიერია თქვენი ლოყები. საიდუმლო მარტივია: სახის მოცულობა ქვეცნობიერად ახალგაზრდობასთან, სიჯანსაღესთან და სიმსუბუქესთან ასოცირდება. რამდენიც არ უნდა დაიკლოთ, ლოყები თავის ადგილზე დარჩება, უბრალოდ მიიღეთ და შეიყვარეთ. ამავდროულად, ვარდისფერი ან ატმისფერი რუმიანით გამოკვეთეთ, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს.

პატარა მუცელი
რა თქმა უნდა, პრესის კუბები კარგია, მაგრამ პატარა მუცელი არაფრითაა ცუდი. ფსიქოლოგების თქმით, აქ ევოლუციური კომპონენტი მუშაობს. როგორც დიდი ბარძაყების შემთხვევაში, რაც ძველად ქალის ნაყოფიერების შესახებ მოწმობდა, რბილი მუცელი მიუთითებს, რომ თქვენს ორგანიზმში საკმარისი ცხიმოვანი ქსოვილებია, რომ ჯანმრთელი ბავშვი გყავდეთ. სწორედ ამიტომ, ინსტიქტურ დონეზე მამაკაცებს ეს მოსწონთ.
სტრიები
გაუგებარია, ვინ და როდის თქვა, რომ სტრიები ცუდია, მაგრამ ჩვენ მივეჩვიეთ იმ აზრით ცხოვრებას, რომ სტრიები უნდა მოიშოროთ. სინამდვილეში ეს ბუნებრივი ფიზიოლოგიური ცვლილებებია, რომლის მიზეზიც არა მხოლოდ ბავშვის გაჩენა, არამედ სპორტი ან შესამჩნევი კლება შეიძლება გახდეს. ამ მხრივ დიდად არ განსხვავდება ნაწიბურებისგან, რომელსაც რატომღაც უფრო მეტი სიყვარულით ვეპყრობით.

უმაკიაჟო სახე
კაცებმა რამდენიც არ უნდა იხუმრონ, რომ ერთ ქალთან დაწვა და მეორესთან გაიღვიძა, ვერ დამალავენ, რომ სინამდვილეში უმაკიაჟო ქალებზე გიჟდებიან. განსაკუთრებით დილით, როცა ბრტყელ ღვეზელს ჰგავხარ. საქმე შეიძლება თქვენს გარეგნულ დაუცველობაშია, რომელსაც Huda Beauty-ის ლიმიტრებული ჩრდილებიც კონკურენციას ვერ გაუწევს, რომელსაც „უმაკიაჟო მაკიაჟის“ გასაკეთებლად იყენებთ.
ბრეკეტები
პირველ რიგში, ბრეკეტები დროებითი მოვლენაა. მეორეც, ის მოზარდულ მომხიბვლელობას გმატებთ, რომელსაც ვერც ბოტასები მოგანიჭებთ კანიე უესტის ახალი კოლექციიდან და ვერც მაისურები აგრესიული სლოგანებით. ასევე მათი დახმარებით ძალიან ლამაზი მაკიაჟის გაკეთება შეიძლება, თუ თვალებსა და ლოყებზე რამდენიმე მეტალის აქცენტს გააკეთებთ. აუცილებლად სცადეთ.